“7
Ways to an Effective Team Meeting”
ან: “How
to Run an Effective Staff Meeting"
ან:
“Effective
Meetings Produce Results – 12 Tips for Meeting Management”
გადავხედე ამ სტატიებს და შემშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ესწრებიან ისეთი პიროვნებების მოწყობილ "სტაF მითინგებს", რომლებსაც წაკითხული აქვთ მსგავსი სტატიები. შემშურდა იმიტომაც, რომ მათი შრომა ყოველთვის უფრო ეფექტური იქნება,ვიდრე ჩემი.მათი სამუშაო მოტივაცია ყოველთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩემი. მათი განწყობა საქმის მიმართ, გაცილებით უფრო დადებითი იქნება, ვიდრე ჩემი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, რადგან ქართული ე.წ. "სტაF მიტინგების" მერე ყველაზე თვითმოტივირებულ და ამბიციურ "
workaholic"-საც კი გაუჭირდება საკუთარი თავის ხელში აყვანა და სამუშაოს გაგრძელება.
არ ვიცი ეს ყველგან ასე ხდება, თუ მხოლოდ იქ სადაც მე ვმუშაობ, თუ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ ეს "თათბირები" სხვა არაფერია, თუ არა თანამშრომლებიც დამცირების, დაშინების და მიწასთან გასწორების არც თუ უშედეგო მცდელობები. ეს შეხვედრები საათზე ცოტა მეტ ხანს გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიდის "არავინ კონკრეტულისკენ" მიმართული ლანძღვა, აბუჩად აგდება, ჭკუის სწავლება, სამსახურის დაკარგვით დამუქრება. დროდადრო აღნიშნავენ კიდევაც რომ "რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ" და ისევ ლანძღვა დამცირება დაშინების კორიანტელი მოდის, შენ კი, მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში, მუშტებშეკრული ზიხარ და ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ სწორედ შენ ხარ ის პიროვნება ვისაც ეს ყველაფერი არ ეხება მაგრამ ყოველ ახალ ბრალდებაზე პარალელებს ავლებ საკუთარ თავთან, საკუთარ სამუშაოსთან და გული გისკდება. თან ვერც ვერაფერს ამბობ, არც თავის გამართლების საშუალება გაქვს, რადგან მენეჯერი სასწრაფოდ გიპასუხებს რომ "შენ არაფერ შუაში ხარ და ეს კონკრეტულად არავის ეხება, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ კონკრეტულ პიროვნებას თანამშრომლების თანდასწრებით შეურაცხყოფა მივაყენოთ, მაგრამ........". ერთადერთი რაც შეგიძლია ეს არის, კბილი კბილს მაგრად დააჭირო ამ ერთი სათის განმავლობაში რომ რამე უკადრებელი არ აკადრო ვინმეს (ან თუ შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი გაკრეჭილმა თავი აქნიო უფროსის ამ ლანძღვაზე და ხანდახან "ასპროცენტიანი ბრძანდებით, მე მაგალითად ყოოველთვის........"-სტილის წინადადებებით წაეშველო და დარწმუნებული იყო რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის")
ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველაზე მონდომებული და დაინტერესებული ადამიანიც ვერ შეასრულებს სამუშაოს ეფექტურად და ეს გვეტყობა კიდეც ყველაფერში.
No comments:
Post a Comment