დღეს არაჩვეულებრივად ბრწყინვალე ვალენტინის დღე დგას. დღევანდელი დღე გამორჩეულია არა მხოლოდ გაყიდული გულის ფორმის ბალიშების და თითო ვარდების რაოდენობით. არც სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ქალების მიერ გულის ფორმის შოკოლადის კანფეტებით პირის ჩატკბარუნების შესაძლებლობით, რადგან ასეთ მშვენიერ დღეს ყველა ქალბატონს შეუძლია მისცეს თავს უფლება სილამაზის შენარჩუნების მკაცრი დიეტების გზიდან გადაუხვიოს და მისი მამაკაცის ხელით მორთმეული შოკოლადით თავი გაინებივროს. არც იმ საიუველირო ნაკეთობების რაოდენობით, რაც განსაკუთრებულად დამჯერე მომთმენ და თავმომვლილ, ჰეტეროსექსუალურ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ ქალბატონებს მიართმევენ მათი პარტნიორები. არამედ დღეს ასევე ხდება ქალების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: მსოფლიოს გარშემო მილიარდი ქალბატონი ცეკვით უპირისპირდება იმ საშინელ ძალადობასა და ჩაგვრას რასაც ქალები განიცდიან. ვფიქრობ ამ მშვენიერ პერფორმანსზე, რითაც ქალები ძალადობის უღელს იხსნიან და იმ ნებისყოფაზე, რომელიც ამ ქალბატონებს ძალადობის მარწუხებიდან თავის დახსნისთვის და მსგავსი სულის ამაფორიაქებელი ამბოხისთვის დასჭირდათ. ვფიქრობ იმ ყველა ფიტნესისა და ცეკვის გაკვეთილებზე რაც ამ ქალბატონებმა გამოიარეს მსგავსი ამბოხის მოსამზადებლად, ვფიქრობ მათ შიშებსა და განცდებზე რომელიც მსგავსი პიროვნული ამბოხის გამოსახატად სწორი ტიპის ფეხსაცმელების შერჩევისას გამოიარეს და ვთვლი რომ მსგავსი რევოლუციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
მოცემულ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ იდეები, ე.წ. "ქალთა ამბოხების გზამკვლევი", რომლითაც მსგავსი მნიშვნელოვანი ივენთების რაოდენობა წელიწადში ერთიორად გაიზრდება და ქალებსაც მისი შესრულება, გამომდინარე ქალებისთვის მახასიათებელი ქალური უნარჩვევებით, დიდად არ გაუძნელდებათ:
1)ე.წ. "ბორშის ამბოხი". წელიწადში ერთხელ, მილიარდი ქალი მსოფლიოს გასწვრივ აიღებს მცირე ზომის გაზის ქურას, ბორშისთვის საჭირო ყველა ბოსტნეულსა თუ სამზარეულო ჭურჭელს და ქუჩებში მოხდება "ბორშის ხარშვის დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" სადაც ცივილიზებული ფორმით ქალები გამვლელებს მიართმევენ თითო თეფშ ბორშს გულის ფორმის კარტოფილებით, რაც სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლო იქნება გენდერთაშორისი შუღლის აღმოსაფხვრელად.
2)"ქსოვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ". მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, შეიკრიბებიან ქალაქების მთავარ ქუჩებში და მოქსოვენ გულებამოქარგულ თითებიან წინდებს და დაურიგებენ გამვლელებს ნიშნად გენდერთაშორისი დისკრიმინაციის დამარცხებისა.
3) "ვულვის ყვავილები" - შედარებით კომპლექსური აქტივობა იქნება მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გარშემო დაკავდებიან მათი საყვარელი ორი საქმიანობით: ძერწვა და ყვავილების მოვლა. ამ დღისთვის ქალბატონები გამოძერწავენ ვულვის ფორმის ქოთნებსა და ფალოპის მილების ფორმის სარწყავებს. ამ ვულვის ფორმის ქოთნებში დარგავენ მათთვის საყვარელ ყვავილებს და გამვლელებს სთხოვენ ფალოპის მილების ფორმის სარწყავებიდან მორწყან ვულვის ფორმის ქოთნებში არსებული ყვავილები. ივენთის სახელი იქნება "ჩვენი ყვავილები" და მისი მიზანი იქნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქალთა რეპროდუქტიულ ორგანოებზე და ტაბუების მოხსნა, რაც ქალთა ანატომიას თან სდევს.
4)"გავწმინდოთ ერთმანეთს ფორები" - მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, გამოვლენ ქუჩებში და გამვლელებს, გაურჩევლად მათი რასისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერისა, აუხსნიან სახის კანის ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორების ხერხებს და ერთმანეთს ჩაუტარებენ სახის კანის ღრმა წმენდის მანიპულაციებს.
ჯერჯერობით ქალებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების მხოლოდ ეს სელექცია მოვახერხე პერსონალური ამბოხის თემატიკაში გადმომეტანა. ველი სხვა მსგავს პროაქტიულ იდეებს და გამოხმაურებებს რადგან თქვენი ამბოხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მომავალ შეხვედრამდე!!
Showing posts with label ფემინიზმი ქართულად. Show all posts

Friday, February 14, 2014
Thursday, June 27, 2013
"ვაგინა მონოლოგები" ქართულად.
ერთ "წარმატებულ" ივენთზე უნდა დავწერო, რაც თბილისში ამ დღეებში მოხდა და მთელი ფეისბუკი (ნუ, ყოველშემთხვევაში ჩემი) აიკლო იმ გამარჯვების შეძახილებმა რასაც "ალელუია, პირველად საქართველოში სცენაზე "ვაგინა მონოლოგები" დაიდგა,... პატრიარქატის მიერ რეპრესირებული ქართველი ქალის სექსუალობა,...ქალთა ხმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ" და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვა ყელში ამომივიდა უკვე ეს "რაღაცა ხომ კეთდება" მიზნით გაკეთებული ივენთების ყურება. ჩემი ღრმა რწმენით (და მიმითითეთ თუ ვცდები), როდესაც ე.წ. "რაღაცა" კეთდება, სულ ერთია ეს რა ტიპის ივენთი იქნება, უნდა ჰქონდეს მიზანი და დაახლოებით ხდებოდეს შედეგის წინასწარი განსაზღვრა, რას გამოიწვევს, ვისკენ არის მიმართული, რის წინააღმდეგ ილაშქრებს,როგორ მივაწოდოთ ესა თუ ის აზრი და როგორ იქნება აღქმული ეს იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც ჩვენგან განსხვავებულია და საბოლოოდ რა პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
მე მაპატიეთ მაგრამ მე პირადად, სულ არ მჭირდება "ვაგინა მონოლოგების" დადგმის ყურება, რომ მივხვდე საქართველოში არსებული სექსიზმის პრობლემებს. არ მაშინებს, არ ვწითლდები და არ ვბრაზდები სცენიდან წარმოთქმული სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე, არ ვთვლი რომ ქალის სექსუალობის რეპრესირება განვითარებული საზოგადოების მახასიათებელია, ზოგადად არ ვთვლი რომ მსგავსი რეპრესირება სწორია და ყოველმხრივ ვემხრობის ქალების სრული ემანსიპაციის მოთხოვნებს, შესაბამისად მოცემული ივენთისთვის სამიზნე ჯგუფს არ განვეკუთვნები. აქედან გამომდინარე მოცემული დადგმის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ადამიანები, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე. ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანების რეაქცია სცენიდან სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე? როგორ გგონიათ ეს ადამიანები სპექტაკლის ყურების შემდეგ უცებ ჩაფიქრდებიან და იტყვიან:
"ჰმმმ, ჩვენ ვცდებოდით, ქალებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მე ხომ წამიყვანა მამამ/ბიძამ ბოზებში 14 წლის რომ ვიყავი. მე თუ ვაჟიშვილი არ ვიყავი როდესაც ცოლი მოვიყვანე და ათას ბოზთან ვიყავი ნათრევი, ჩემი ცოლი რატომღა უნდა იყოს ქალიშვილი" ? ანდა უცებ მიხვდებიან რომ ცოლის გაუპატიურებაც გაუპატიურებაა? დავიჯერო ასეთი რეაქციის იმედი გაქვთ? სერიოზულად?
რამოდენიმე ხიხო წამომხტარა კიდევაც ყვირილით შუა სპექტაკლის დროს "მუტელის" გაგონებისთანავე. თუ სპექტაკლის მიზანი იყო რომ კიდევ ერთი ვიშვიში გამოეწვია "ვაი ეს რა შავბნელი საზოგადოებაა, ქალის სხეულის ნაწილების სახელები აშინებთ, ეს სად ვცხოვრობთ, ეს სად ვკვდებით" მაშინ ბრავო!! შედეგი მიღწეულია!! მაგრამ მე მაპატიეთ და არ ვთვლი რომ დღესდღეობით გვაქვს მსგავსი რეაქციების გამოწვევის უფლება და ფუფუნება.
2 წელიწადი ვიმუშავე სკოლაში, სადაც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც თავადაც ქალი იყო, გოგოებს პირდაპირ ეუბნებოდა "არაუშავს, შენ გოგო ხარ და გაგიჭირდებოდა ამოცანის ამოხსნა, მათემატიკა კაცური ტვინისთვის არის შექმნილიო" . ეს ქალბატონი დღემდე ამ სკოლაში მუშაობს, დღემდე ასე ურეცხავს ტვინს ბავშვებს, დღემდე ეუბნება მშობლებს: "არაუშავს, გოგოს კვალობაზე კარგად სწავლობს მათემატიკასო".
კვლავაც არა აქვთ ქალებს თანაბარი განათლების მიღების საშუალება, თანაბარი უფლებებით დასაქმების საშუალება, თანაბარი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და თუკი ჩვენი დღევანდელი მიღწევა მხოლოდ იმას წარმოადგენს რომ სცენიდან თამამად მუტლის ძახილი მოვახერხეთ, მიმიფურთხებია ასეთი აქტივობისთვის!!
ყველას, ვისაც მოუნდება რომ მითხრას "კრიტიკა ადვილია და კეთება ძნელი", "ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და თუ უკეთესად კეთება შეგიძლია, მიდი და გააკეთე, ხომ არ გიშლით ხელს" მინდა ვუთხრა:
ძვირფასებო, ლამაზებო, კეთილებო, მეც თქვენთან ვარ, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები. მოხდეს პრიორიტეტების გადანაწილება, სამიზნე ჯგუფების არჩევა და ამ სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული, სწორად შემუშავებული, მარტივად აღსაქმელი, დადებით შედეგებზე ორიენტირებული ივენთების დაგეგმვა. მეც ჩავერთვები, დაგეხმარებით, პირველი მოხალისე ვიქნები. მანამდე კი არ დავდგები სცენაზე და არ დავიწყებ რეპროდუქტიული ორგანოების სახელების ძახილს იმ ილუზიით რომ რაიმე სასიკეთოს ვაკეთებ ქალებისთვის, რომლებსაც სცემენ, აუპატიურებენ, ჩაგრავენ, დევნიან და ამცირებენ ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით.

Labels:
ვაგინა მონოლოგები,
ფემინიზმი,
ფემინიზმი ქართულად
Subscribe to:
Posts (Atom)