საქართველოში ნელ-ნელა მიხვდნენ რომ ინტერნეტის გამოყენება საქმის წარმატებისთვის აუცილებელია. ზოგიერთ ფირმას საიტებიც კი აქვს. ზოგიერთ ფირმას "დაჟე" კარგი საიტები აქვს. ზოგიერთ ფირმას, იმდენად კარგი საიტები აქვთ რომ თანამშრომლების სურათები მოკლე ბიოგრაფიებიც კი უწერიათ. გასაოცარია პირდაპირ. ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვიგებ (უფრო სწორად ჩემებურად ვიგებ და ვერ ვხვდები მისი დადებითი მხარე კონკრეტულად რაში მდგომარეობს). ამ "ძალიან კარგ" საიტებზე, სადაც თანამშრომლებიც მოკლე ბიოგრაფიები წერია, სიამაყით არის ხოლმე გამოცხადებული, რომ ამა თუ იმ თანამშრომელმა, ამა და ამ წლებში, "დაამთავრა ასპირანტურა". ხოდა ვერ ვხვდები რა არის ამაში საამაყო. როგორც მე მესმის, ეს იგივეა, რაც ფრაზა:
"დამატებით 4 წელი უნივერსიტეტში ილაყუნა მაგრამ სულ ტყუილად, დისერტაციის დაცვა მაინც ვერ მოახერხა". ხოდა მეტი ლუზერობის მაგალითი რა გინდა? შენი ცხოვრების 4 წელი ქარს გაატანო, ყველანაირი შედეგის გარეშე და მერე ამით იამაყო? დამალე მაინც, შეგრცხვეს ცოტა :P
No comments:
Post a Comment