ამ პოსტის დაწერის იდეა გუშინ გამიჩნდა, როდესაც მეგობრებთან საუბრისას კიდევ ერთი დოზა "ეგ ბოროტი აფერისტები ეგენი, მაგენი ბავშვებს ყიდიდნენ თურქებზე, ისტორიაში დაფიქსირებული ფაქტია" მივიღე. შემეძლო გამეტარებინა კიდეც მაგრამ ღმერთმანი, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც კუთხეს მილანძღავენ. მშობლებს, ნათესავებს, და-ძმებს მილანძღავს ხალხი, რომელთა უმეტესობის კავშირი სამეგრელოსა და მეგრელებთან რამოდენიმე ცუდი მეზობლით შემოიფარგლება.
მოკლედ როგორც ვთქვი ყოველთვის, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, როგორ მაღალინტელექტუალურ საზოგადოებაშიც არ უნდა მოვხვდე, იმის გაგებაზე რომ მეგრელი ვარ ყოველთვის მესმის როგორც მინიმუმ ერთი "შუტნიკის" ფრაზა "არიქა ხალხო მეგრელი შემოგვპარვია" ან "ხო არ გვატყუებ რამეს" ან "არა საჭმელები კარგი გაქვთ და სხვა რავიცი". საკმაოდ ხშირად გამოჩნდება ხოლმე ვინმე "ზრდილობიანი" და "პირდაპირი" ადამიანი, რომელიც მოღუშული სახით მომახლის ხოლმე "ფუF, არ მევასებიან მეგრელები, გაფუჭებული ხალხია. მარა შენ არ გეტყობა იმდენად. თბილისელი ხარ ხო? მაშინ არ ყოფილხარ ნამდვილი მეგრელი. აი იქაურები საშინელი ხალხია, აფერისტები" ხშირად მინდა რომ "მაშ მე მტყუანს" მეთქი ვუპასუხო, თუმცა ხშირად არ არის ამის შესაძლებლობა და იძულებული ვარ ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხო და თემის შეცვლას შევეცადო.
მოკლედ ამაზე ვფიქრობდი გუშინ. საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში და და დარწმუნებით ვამბობ რომ იქაური "აფერისტობის დონე" აბსოლუტურად არ იძლევა ასეთი მასობრივი ფსიქოზის საფუძველს. შესაბამისად უნდა იყოს რაღაც სხვა, რაც ადამიანებს კონკრეტულად მეგრელებში აღიზიანებთ და შემდგომ ნებისმიერი მათი "დანაშაული", მათი ნებისმიერი ტყუილი (რისგანაც არავინ არ ვართ თავისუფალი, სამწუხაროდ) განსაკუთრებით დიდ რეზონანსს პოულობს. როგორ გგონიათ, რა უნდა იყოს ეს?
რა თქმა უნდა მეგრული ენა. ქართველების უდიდეს უმრავლესობას, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ეზიზღება მეგრული ენა. როგორც წესი ამას ასე ხსნიან ხოლმე
-სადმე როცა შევიკრიბებით, თუკი ორი მეგრელი აღმოჩნდა, აუცილებლად დაიწყებენ მეგრულად ერთმანეთში ტიტყინს, მიუხედავად იმისა რომ მათი არავის არ ესმის. უზრდელები ესენი !
ოჰ გამარჯობა შენი. როცა საზოგადოებაში ორი რუსულენოვანი ადამიანი მოხვდება, აუცილებლად იწყებენ რუსულად ლაპარაკს. აჰ, ეს ნორმალურია ხომ? ამაზე კიდევ ერთი კონტრარგუმენტი აქვთ
-რუსული ყველამ იცის და მეგრული არავინ!
ოჰ, გამარჯობა შენი. და ეს ნორმალურია ხომ? რომ რუსული ყველამ იცის და ქართველური ენები მხოლოდ კუთხის წარმომადგენლებმა? და არც არავის არა აქვს სურვილი ამ ენის სწავლის. არავის რეალურად არ წამოუყენებია ინიციატივა (ან ჩემს ყურამდე არ მოსულა, რაც ნიშნავს რომ ინიციატივა არც ისე დიდი იყო, ან შეიძლება დიდიც იყო მაგრამ მოთხოვნის არქონის გამო ისევ უკვალოდ გაქრა), რომ ქართველური ენები სკოლაში ისწავლებოდეს (თუმცა ინგლისურს ლამის ბაგა-ბაღებიდან ითხოვენ). მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ასეთ ინიციატივაზეც საზოგადოებიდან დიდი პროტესტი წამოვა:
-მეგრული ენა? რას ქვია მეგრული ენა. ბარემ დამოუკიდებლობა მოგვთხოვონ!
ამას რომ თავი დავანებოთ რა არის რეალური მიზეზი, რაც ზემოთმოცემულ შემთხვევაში აღიზიანებთ დანარჩენებს? რა? უცებ ასეთი ზრდილობიანი და კულტურულები გავხდით ყვლანი? მოულოდნელად ასეთი დახვეწილი სოციალური მანერები შევიძინეთ ყველამ? რა საიდანღაც ყველა ასეთი ტაქტიანები შევიკრიბეთ რომ სხვისი უტაქტობა ყურს გვჭრის?
არა!
რეალურად ყველას უბრალოდ ბანალური ცნობისმოყვარეობა ალაპარაკებს. ყველას უნდა გაიგოს სხვისი ნათქვამი, განსაკუთრებით ამ სხვას არანაირი სურვილი არ აქვთ, მისი ნათქვამი სხვებმა გაიგონ. ზუსტად ეს მატებს ინტრიგას იმ რამოდენიმე მეგრულ ფრაზას და უარყოფითად განგვაწყობს ამ ხალხის მიმართ. იქნება ეს ფრაზები, ისეთი ფრაზებია, რომლის ხმამაღლა თქმაც ამ ადამიანებს რცხვენიათ და ჩვენთვისაც დიდად ინფორმატიული არ არის? მაგალითად
-ფუ, ისევ მენსტრუაცია მომივიდა, ყოველთვის ასე უდროო დროს იცის ხოლმე; საფენი არ გაქ?
ან
-ვაიმე, უახლოესი ტუალეტი სადარი მითხარი თორემ ჩავიჯვამ!!
რატომ გვინდა ვიცოდეთ ყველა ამ ფრაზის შესახებ?რაში გამოვიყენებთ?შვილიშვილებს მოვუყვებით? ბიძაშვილის ქორწილში სადღეგრძელოდ ვიტყვით თუ დამსაქმებელს ვეტყვით გასაუბრებაზე? წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როდესაც დამსაქმებელი გეუბნება
-იქნებ მომიყვეთ ქვენი ინტერპერსონალური უნარების შესახებ?
-დიახ, ჩემ მეგობარ მეგრელ გოგონას პირდაპირ შუა რუსთაველზე დაეწყო მენსტრუაცია და მე მას საფენი მივეცი!
გარდა ამისა რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საზ. ტრანსპორტში ვართ და ორი, ჩვენთან არანაირ კავშირში მყოფი მეგრელი, რაღაცას თავისთვის საუბრობენ. ხოლო ჩემი თანამგზავრი მეკითხება:
-აუ, რას ამბობენ?გესმის?მითარგმნე რა.
ასეთ სიტუაციებში სამწუხარია რომ "რა შენი ტრაკის საქმეა" საქართველოში უკადრის პასუხად ითვლება.
თუ შეიძლება, ჩემო კარგებო, ბანალურ ცნობისმოყვარეობას ნუ მისცემთ შანსს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული კუთხე შეგაზიზღოთ. მეგრული სოფლები საოცრად ლამაზი სოფლებია, საოცრად მოვლილი და დასახლებული საოცრად მშრომელი ხალხით, რომლებიც არასოდეს ლანძღავენ სხვა კუთხის წარმომადგენლებს, არც დამოუკიდებლობის მოთხოვნას აპირებენ,არც "ცისფერსისხლიანებად" თვლიან თავებს და მათი ძირითადი პრობლემები შემოიფარგლება იმითი, იქნება თუ არა წელს ნიგოზი, რა წერია ეფუთში სიმინდის მოსავალზე და ვისგან არის ფეხმძიმედ მზევინარის გოგო.
გაიხარე ავტორო, გეთანხმები ასი პროცენტით!
ReplyDeletekargad gaqvt chamoyalibebuli yvelaperi( grdznobit.. gigrdzvnia) tumca tqveni simartle, tqvenive uadgilo kitxvebit (albat gabrazebulma) gaapuchet... upro koreqtuli kitxvebis dasma sheidzleboda... (chemi azria)..mgonia rom simartle romelsac ambobt daikargeba, radganac yvela mxolod ucenzurobaze ( ujin muc ragadans) gaamaxvilebs yuradgebas!!! ase mgonia... ara ASEA ES!!!
ReplyDeleteანონიმუს #1: მმმ. სასიამოვნოა როცა მეთანხმებიან, დიდი მადლობა :) ანონიმუს #2:მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც ჟურნალისტი, შესაბამისად არც მითიური "კორექტულობის ნორმების" და არც "საზოგადოებრივი ცენზის" დაცვას არ ვაპირებ, ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და ბოდიშის მოხდას არავის წინაშე არ ვაპირებ ჩემი პირდაპირობის გამო.ვისაც ეს ყურში ცუდად ხვდება, შეუძლია ერთი მარტივი მაუსის კლიკით შემდეგ წაუკითხავ ბლოგზე გადავიდეს.
ReplyDeleteგამარჯობათ,
ReplyDeleteამ წერილის შემდეგ იმდენი გამიჩნდა სათქმელი, რომ აქ არც დაეტევა... ამიტომაც ასე პირდაპირ და უცერემიონიოდ შემოგთავაზებთ შეხვედრას. ტელეფონის დაწერა არ იქნება უპრიანი, წერილის ბოლოს ფეისბუქის ბმულს დავტოვებტ და იმედს ვიქონიებ, რომ შემეხმიანებით.
პატივისცემით
გივი გ. ქარჩავა
https://www.facebook.com/givi.g.karchava