გუშინ საღამოხანს ერთ-ერთ ქართულ "ფეშენებელურ" სასტუმრო ვერე პალასის როკოკოკოკო-ბაროკოკოკოკო ავეჯით გაფორმებულ, რომანტიული მაგიდის ლამპებით ნახევრადგანათებულ მისაღებში აღმოვჩნდი. კედლები ოქროსფერი გრავიურებიან ჩარჩოში ჩასმული სარკეებით და სხვადასხვა ბაროკოკოკოკოკოს სტილის უსახური ნახატებით იყო გაფორმებული. მისაღების სიღრმეში სევდიანი ქალი როიალზე უკრავდა და თან ჩუმად ღიღინებდა. გიჟიაო ჩვენმა სტუმარმა გვითხრა. მისაღები ცარიელი იყო. ლიფტიდან ვინმე გასიებული სტუმარი გამობრძანდა, პიანისტი ნაჩქარევად ფეხზე წამოდგომით და თავის დაკვრით დაემშვიდობა და ისევ დაკვრა გააგრძელა. როდესაც დაკვრა დაასრულა, ჩვენ გავუღიმეთ.
ბოდიშს გიხდით როიალი აშლილი არისო უხერხული ღიმილით გვითხრა ქალმა. ჩვენც რამოდენიმე კომპლიმენტი ვუთხარით და დაკვრა გააგრძელა.
არ ვიცი როგორი ტიპის გარემოს შექმნას ფიქრობდნენ სასტუმროს მეპატრონეები, როდესაც რომანტიულად ნახევრადბნელ გარემოში პიანისტი დასვეს, რომლის მთავარი მიზანია შემოსასვლელიდან ლიფტამდე მისულ სხვადასხვა ჯურის გასიებულ სტუმრებს მცირეოდენი ბაროკოკოკოკოსეული გრძნობები მოჰგვაროს. არ ცდებიან მეპატრონეები.ძვირფასად გასიებული უმნიშვნელოვანესი ტურისტები ფულს არ ინანებენ ამ პატარა ბურჟუაზიული სამოთხისთვის. სიამოვნებით შესცქერიან გიჟ პიანისტ ქალს და ცხიმიანი თითებით ჩიპსებს იტენიან პირში მაგრამ მე პირადად შეურაცხყოფის, გამოუვალობის და დამსხვრეული ოცნებების უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა.
მოკლე დასკვნის სახით შემიძლია დავწერო რომ ეს პოსტი არ ეხება კონკრეტულად ამ სასტუმროს, ან ამ ქალს. ყველამ იცის ამ ქვეყანაში არსებული სამუშაო პირობების შესახებ, ყველა წუწუნებს და ყველა ეგუება შემდგომ. "არ გინდა? წადი!"-ს პოლიტიკა კარგად მუშაობს რადგან ყველამ იცის რომ არ წახვალ, იმიტომ რომ წასასვლელი არსად გაქვს. თუ გაქვს იქაც იგივე სიტუაცია დაგხვდება და მთელი ცხოვრება სამუშაოების ცვლას ვერ შეძლებ. ადრე თუ გვიან შეეგუები, იმუშავებ ყველაზე გაუსაძლის პირობებშიც კი, ყველაზე დაბარი ანაზღაურებით, გაზრდილი სამუშაო საათებით, შემცირებული შვებულების დღეების რაოდენობით, ადრე თუ გვიან გამოიზრდები იდეალურ იაფ მუშახელად, უინიციატივო, უინტერესო, საშუალო საფეხურის შემსრულებელ კორპორატიულ მონად.
Saturday, March 23, 2013
Tuesday, December 25, 2012
გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლება ჭეშმარიტად ჩეხურ "ხრუსტალზე"
ჯერ მეგონა წყალი რომ შეწყდა ეს იყო საშინელი მოვლენა, შემდგომ ჩემი დამქირავებლის მიერ ნათქვამი უნამუსო ტყუილი ჩავთვალე ყველაზე საშინელ მოვლენას, თუმცა ესეც გადაფარა უდენოდ გატარებულმა შობის ღამემ როდესაც მივხვდი რომ დეკორატიული სანთლები მხოლოდ სახელ "დეკორატიულს" ამართლებენ და არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებენ სანთლის წოდებას, მე კი ყინვაში ნახევრად შეუმწვარი გუდვილის კიევური კატლეტის ჭამა მომიწია უმწეობის ცრემლებთან და ჩაიდანში ჩარჩენილ მოთბო წყალთან ერთად. შემდგომ მეგობრებმა სამყაროს დასასრულისთვის მიძღვნილი წვეულების სურათები გამომიგზავნეს და ცოტათი შემრცხვა საკუთარი თავის, თუმცა ამ გაიძვერა კაცის საუბარის მოსმენამ რომელიც მეგობრებმა რამოდენიმეჯერ გამიზიარეს მივხვდი რომ ჩვენი წვეულება აბსოლუტურად რელევანტური იყო იმ სიტუაციებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად ვეჯახებით (დიახ, მე ვამბობ რომ ალკოჰოლი ხშირად ერთადერთი რეალური გამოსავალია უსიამოვნო სიტუაციებიდან).
ნაცები ქოცებს აბრალებენ, ქოცები ნაცებს, ლიბერალები ეკლესიას, ეკლესია ლიბერალებს, ყველა ერთმანეთს აწმინდავს მძღნერიან ხელებს (მეც მათ შორის) რადგან ყველა თანაბრადაა ჩაჯმული. შოუბიზნესად ქცეული პოლიტიკა ყოველდღე ახალ ტრიუკებს გვთავაზობს მასების გასართობად, (და თან წარმატებითაც) ყველა თანაბრად იყო აღშფოთებული და შეშფოთებული პრეზერვატივებისა თუ სხვა სექს-სათამაშოების საკითხებით. ეკლესია ფსონებს დეგენერატებზე დებს, ბნელი და ნამუსგარეცხილი ე.წ. "მამაოები" თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან აბსურდული, დამამცირებელი "ქადაგებებით". იქნებ იმედიც აქვთ თავისსავით ბნელ და ნამუსგარეცხილ ბრბროს შემოიკრებენ და ჯვაროსნულ ომებს გააჩაღებენ და ომებში მოგებულ ნადავლს კი ზედმეტი კითხვების გარეშე გადაინაწილებენ. აბასობაში ლიბერალები ინტერნეტს არიან შესეულნი.ან არასამთავრობოებში არიან მოკალათებულნი, არეულობით სარგებლობენ და გრანტებს მიირთმევენ ორივე ხელით (არა, რაპორტები შედგენა დამფინანსებელთათვის ალბათ უმაღლეს დონეზე ხდება, თუმცა შედეგი რომ უშედეგობაა ესეც ხომ ფაქტია), ან ჯერ არ შეუყვიათ თავი არასამთავრობოებში გრანტის საჭმელად და გზებს და კავშირებს ეძებენ უფასო ფულის საშოვრად.
მე ჩემის მხრივ ვცდილობ რომ პოლიტკორექტულობა დავიცვა, თამაშის წესებში ჩავერთო, "ნიადაგები მოვსინჯო", "არც მწვადი დავწვა არ შამფური" "ბაზარი გავფილტრო", "კეისარს კეისრისა მივართვა" და სხვაგვარი უმსგავსობები ჩავიდინო, რას იზამ, თვითგადარჩენა ყველაზე ძლიერი ინსტინქტია მაგრამ გულის სიღრმეში იცით რისი ნახვა მინდა? დიდი ცეცხლის ნახვა მინდა. მინდა ვნახო როგორ დარბიან ცეცხლმოკიდებული ანაფორიანი კაცები, შარვალ-კოსტუმ-გაუთავებულსაროჩკიანი კაცები, ლიბერასტულ-იდეოლოგიურად სწორი კაცები (ან სექსიზმი რომ არ დამწამოთ ქალებიც თუ გნებავთ). მინდა ვუყურო და ვნახო ვინ გადაასწრებს, მინდა ფსონები დავდო რომელი მიასწრებს მტკვარან, არაგვთან თუ შავ ზღვასთან. მინდა ვუყურო და ფსონები დავდო მეგობრებთან ერთად, და მერე ერთად გულიანად ვიცინოთ არყის ჭიქებით ხელში და ერთად ვიცეკვოთ ამ დიდი ცეცხლის ირგვლივ უკუნითი უკუნისამდე.
ბედნიერ შობა - ახალ წელს გისურვებთ ყველას.

Tuesday, October 9, 2012
ჩემი იდეალისტური შეხედულებები განათლების რეფორმებთან დაკავშირებით
ბევრი რამ შეიცვალა ბოლო თვეში და უფრო მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი მომოვალში, მათ შორის განათლების სისტემაში. მრავალი ჭორები დადის ამის შესახებ. ზოგი ამბობს რომ მანდატურებს გააუქმებენ, ზოგი ფიქრობს რომ სკოლის დამამთავრებელ 8 გამოცდას მოხსნიან და მეც ოცნებებში წავედი, როგორი იქნებოდა იდეალური სკოლა ჩემთვის, ისეთი, რომელშიც გამეხარდებოდა ჩემი მომავალი შვილების მიყვანა და ალბათ მუშაობაც კი.
1)არ ვისურვებდი მანდატურების მოხსნას სკოლებიდან, რადგან მანდატურებს რეალურად დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს აღარ "ახალტურებენ" მითიური "ჩეპე" სიტუაციებით (რაც რეალურად იმაში გამოიხატებოდა რომ ვიღაცამ დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მოიტანა და ყველას ყავაზე ეპატიჟება). ასევე ძალიან შემცირდა მასწავლებლების მიერ მოსწავლეების ცემა (რაც იმაზე უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, მათ შორის დაწყებით კლასებშიც), ასევე მოსწავლეების ჩხუბები, გარჩევები, დანის ტრიალი, მოწევა და სმა საკლასო ოთახებში (რაც ასევე ხშირად ხდებოდა). მაგრამ ამასთან ერთად ვისურვებდი რომ მინიმუმ 2 ფსიქოლოგის შტატი სავალდებულო იყო სკოლებისთვის და მანდატურის მიერ პრობლემური ბავშვის აღმოჩენის დროს ოქმების წერის მაგივრად სავალდებულო სეანსი დაენიშნოთ ფსიქოლოგთან.
2)არ ვისურვებდი სკოლის დამამთავრებელი 8 გამოცდის მოხსნას, რადგან ეს ერთადერთი ბერკეტია იმისთვის რომ ბავშვებმა ეროვნულ გამოცდებზე საჭირო 4 საგნის გარდა სხვა დანარჩენი საგნებიც ისწავლონ და აღარ არსებობდეს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის საგნები (ამაში ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს: რაში სჭირდება ფილოლოგს ქიმიაო, მაგრამ სანამ ეს "არასაჭირო" საგნები სავალდებულო საგნად ითვლება, მისი არალეგალურად "გადაგდება" სისულელედ მიმაჩნია). მაგრამ ეს გამოცდები არ უნდა ტარდებოდეს ისე, როგორც აქამდე და რეალურად უნდა ასახავდეს ბავშვის ცოდნას.
3)ვისურვებდი რომ ვაიპატრიოტი ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგები შეეშვებოდნენ ჩვენი შვილების "დაზომბებას" დიადი ქართული გენისა (თუ გენიისა) და მებრძოლი გმირი ერის შესახებ, და რეალურად ბავშვებს განათლებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში შეუწყობდნენ ხელს და არა "ეროვნული მედიდურობის" გაზრდაში, რომელსაც ასევე "პატრიოტული სული გაზრდასაც" უწოდებენ. ასევე ძალიან მკაცრად კონტროლდებოდეს ნებისმიერი რასისტული, სექსისტური და რელიგიური კომენტარები, რომელთაც გადამწყვეტი როლი უჭირავს ამ ე.წ. "სულის" ჩამოყალიბებაში.
4)და ბოლოს, არანაირი შეღავათები განათლების სისტემაში, გამოცდებში, საგნის სწავლებაში და ა.შ. რადგან ნებისმიერი "შეღავათი" ნიშნავს გაუნათლებელ და უუნარო თაობას.
პ.ს. შემეძლო პედაგოგების ხელფასებზეც მესაუბრა, რაც არანაკლებად აქტუალურია, განსაკუთრებით იმ კომიკური 1000 ლარიანი ხელფასების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი კრიტერიუმებით არჩეულ პედაგოგებს დაურიგდა (თუ დაურიგდა საერთოდ) და არანაირი საშუალება არ არსებობს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად დამსახურების მიხედვით დარიგდა ეს ხელფასები (რადგან გამოცდებში მიღებული ქულები გასაიდუმლოებულია). ასევე თუ გავითვალისწინებთ ქართულ ნათესაურ-მოყვრულ პატივისცემების სისტემებს, ეჭვი მაქვს ამ ხელფასების თაობაზე დიდი თავ-პირის მტვრევა და "ჩემი ბიცოლა შენს მამიდას სჯობია" დაიდებოდა კულისებს მიღმა. თუმცა ეს ყველაფერი ჩემსავით იდეალისტ ეკონომისტებს დავუტოვოთ.

Monday, August 20, 2012
ალდაგი ბისიაი ანუ ძარცვა ყველა კანონის დაცვით.
ვიცი რომ ჩემი ბლოგი მკითხველების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა (ძირითადად იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის. არ ვარ გაწევრიანებული ე.წ. "ბლოგერებთა კლუბებში", არ ვაშეარებ ფორუმებზე, არ ვაქტიურობ სხვა ბლოგერების გვერდებზე და ა.შ რადგან ვთვლი რომ ეს სისულელეა, თუმცა ამაზე მერე.) ძირითადად 5 ჰა ჰა 10 მკითხველი თუ შემოიხედავს ხოლმე. დავიჯერო ამ მკითხველებიდან არავინ არ არის დაზღვეული ალდაგი ბისიაიში? და თუ კი მაშინ მეორე შეკითხვაც მიჩნდება: სადამდე შეიძლება მათი ბებიების მოსაქმებულით ვიკვებოთ? რადგან ვთვლი რომ ეს ერთერთი (და არა ერთადერთი) ფირმაა, რომელის ექსტრა დიდი პორციებით გვთავაზობს მათი პატივცემული ბებიების მოსაქმებულს და ჩვენც მორჩილად ვუღებთ პირს ყოველი შემდგომი კოვზის შემოწოდებისას.
მოკლედ დავწერ რაშია პრობლემა. დაზღვეული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორპორატიული დაზღვევით. ყოველ დარიცხულ ხელფასზე გადასახადი მომენტალურად იჭრება, თუმცა სადაზღვევო სიტუაციის დადგომისას მაქსიმალურად ცდილობენ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. ამისთვის ყავთ ოჯახის ექიმები,რომელებთანაც ჩაწერა 1 კვირით ადრე ხდება და რომელთა მოვალეობაა საჭირო გამოკვლევების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანონ, მაქსიმალურად შეგზღუდონ პროვაიდერ კლინიკებში ვიზიტისგან და ნებისმიერი საშუალებით თავიდან აირიდონ მათი არაპროვაიდერებში გაგზავნა (ამაზე ადრეც ვწერდი http://hiimfine.blogspot.com/2012/04/how-things-are-done-in-georgia_15.html )
რა ხდება გადაუდებელი დახმარების საჭუროების შემთხვევაში? როდესაც დრო არ გაქვს ოჯახის ექიმთან ვიზიტს 1 კვირა ელოდო და შემდგომ გადამისამართებაზე ეხვეწო? ამაზე პასუხად ალდაგს თავის საიტზე უწერია, რომ :

სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მომსახურება ითვალისწინებს ნებისმიერი ლიცენზირებული კერძო (ფასიანი) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას, რაც მოიცავს ბინაზე ყველანაირი გადაუდებელი დახმარების გაწევის და შესაბამისი პროფილის კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის რეგიონებიდან ტრანსპორტირებას.

ჩვენი სამედიცინო პროვაიდერის გამოძახების
შემთხვევაში თქვენ არ გადაიხდით თანხას, საკმარისი იქნება მხოლოდ
სადაზღვევო პოლისის წარდგენა. თუ თქვენ მიმართავთ სხვა სასწრაფო დახმარების
სამსახურს, გადაიხდით მომსახურების მთლიან საფასურს და სადაზღვევო
ანაზღაურების მისაღებად მოგვმართავთ ჩვენ.
ამის წაკითხვის შემდგომ, გადაუდებელი პრობლემის დადგომისას, მივაკითხე ერთ-ერთ არაპროვაიდერ კლინიკას, სადაც ჩავიტარე გამოკვლევები, ყველა საბუთი გავაფორმე და ალდაგს მივადექი ანაზღაურების მიზნით.
თურმე ნუ იტყვით და ეს კორპორატიულ კლიენტებს არ ეხებათ (ამის დაწერა რატომღაც "დაავიწყდათ" საიტზე), შესაბამისად პრეტენზიების განყოფილებაში, ვინმე ხეპრე ქალბატონმა თვითკმაყოფილი სახით მითხრა რომ "რადგანაც პროცედურა დარღვეულია და არაპროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე მიბრძანდით, ალდაგი არ არის ვალდებული გამოკვლევების ხარჯები აგინაზღაუროთ"
თურმე ეს პუნქტი ჩემს ხელშეკრულებაშიც იდო. ჩემს კითხვაზე - რატომ არ მანახეს ეს ხელშეკრულება დაზღვევის აღებისას, ალდაგმა ხელები სასწრაფოდ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებს გადააწმინდა.
-კი მაგრამ მე ხომ თქვენი კლიენტი ვარ, ჩემს მიერ გადახდილი ფული ხომ თქვენთან მოდის და არა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირებში? აბა თქვენ ვალდებული არ ხართ ეს ინფორმაცია ან პირადად მომაწოდოთ, ან საიტზე მაინც დადოთ კოპრორატიული კლიენტების განყოფილებაში? თქვენი კლიენტების ჯანმრთელობაზე და ინფორმატიულობაზე ზრუნვა ხომ თქვენი საქმეა?
აი აქ წავაწყდი აბსოლუტურ კედელს, აბსოლუტურად არაადამიან, ცივსისხლიან პიროვნებას, რომელიც წინ მეჯდა, პირდაპირ ჩამყურებდა თვალებში და ფეხებზე ეკიდა ჩემი გასაჭირიც, ჩემი პრეტენზიაც და რობოტივით მიკითხავდა წესებს და კანონებს, რომლის მიხედვითაც ჩემი დამზღვეველი კომპანია არანაირ ვალდებულებას არ იღებს თავზე, გარდა ფულის დროული ჩამოჭრისა. ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ამ კომპანიას, რომელსაც უზარმაზარი კლიენტურა ყავს, უარის თქმის ზრდილობიანი ფორმაც არ შეუმუშავებიათ ჯერ. არც ფიქრობენ, რომ პრეტენზიების მიმღები პიროვნება უნდა შედიოდეს კლიენტის მდგომარეობაში და მაქსიმალურად ცდილობდეს დახმარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
შეიძლება გასაღების სროლა და დედის გინება უკვე ზედმეტობა იყო ჩემის მხრიდან..მმმ...თუმცა არა, პირიქით, ეს ერთადერთი ადეკვატური პასუხი იყო სიტუაციაზე იმიტომ რომ:
I'm as MAD as HELL
and I'm NOT going to take this ANYMORE!"
THINGS have GOT to CHANGE my friends!!!!!! (c) Network

Saturday, August 11, 2012
"მეგრელოფობია"
ამ პოსტის დაწერის იდეა გუშინ გამიჩნდა, როდესაც მეგობრებთან საუბრისას კიდევ ერთი დოზა "ეგ ბოროტი აფერისტები ეგენი, მაგენი ბავშვებს ყიდიდნენ თურქებზე, ისტორიაში დაფიქსირებული ფაქტია" მივიღე. შემეძლო გამეტარებინა კიდეც მაგრამ ღმერთმანი, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც კუთხეს მილანძღავენ. მშობლებს, ნათესავებს, და-ძმებს მილანძღავს ხალხი, რომელთა უმეტესობის კავშირი სამეგრელოსა და მეგრელებთან რამოდენიმე ცუდი მეზობლით შემოიფარგლება.
მოკლედ როგორც ვთქვი ყოველთვის, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, როგორ მაღალინტელექტუალურ საზოგადოებაშიც არ უნდა მოვხვდე, იმის გაგებაზე რომ მეგრელი ვარ ყოველთვის მესმის როგორც მინიმუმ ერთი "შუტნიკის" ფრაზა "არიქა ხალხო მეგრელი შემოგვპარვია" ან "ხო არ გვატყუებ რამეს" ან "არა საჭმელები კარგი გაქვთ და სხვა რავიცი". საკმაოდ ხშირად გამოჩნდება ხოლმე ვინმე "ზრდილობიანი" და "პირდაპირი" ადამიანი, რომელიც მოღუშული სახით მომახლის ხოლმე "ფუF, არ მევასებიან მეგრელები, გაფუჭებული ხალხია. მარა შენ არ გეტყობა იმდენად. თბილისელი ხარ ხო? მაშინ არ ყოფილხარ ნამდვილი მეგრელი. აი იქაურები საშინელი ხალხია, აფერისტები" ხშირად მინდა რომ "მაშ მე მტყუანს" მეთქი ვუპასუხო, თუმცა ხშირად არ არის ამის შესაძლებლობა და იძულებული ვარ ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხო და თემის შეცვლას შევეცადო.
მოკლედ ამაზე ვფიქრობდი გუშინ. საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში და და დარწმუნებით ვამბობ რომ იქაური "აფერისტობის დონე" აბსოლუტურად არ იძლევა ასეთი მასობრივი ფსიქოზის საფუძველს. შესაბამისად უნდა იყოს რაღაც სხვა, რაც ადამიანებს კონკრეტულად მეგრელებში აღიზიანებთ და შემდგომ ნებისმიერი მათი "დანაშაული", მათი ნებისმიერი ტყუილი (რისგანაც არავინ არ ვართ თავისუფალი, სამწუხაროდ) განსაკუთრებით დიდ რეზონანსს პოულობს. როგორ გგონიათ, რა უნდა იყოს ეს?
რა თქმა უნდა მეგრული ენა. ქართველების უდიდეს უმრავლესობას, ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ეზიზღება მეგრული ენა. როგორც წესი ამას ასე ხსნიან ხოლმე
-სადმე როცა შევიკრიბებით, თუკი ორი მეგრელი აღმოჩნდა, აუცილებლად დაიწყებენ მეგრულად ერთმანეთში ტიტყინს, მიუხედავად იმისა რომ მათი არავის არ ესმის. უზრდელები ესენი !
ოჰ გამარჯობა შენი. როცა საზოგადოებაში ორი რუსულენოვანი ადამიანი მოხვდება, აუცილებლად იწყებენ რუსულად ლაპარაკს. აჰ, ეს ნორმალურია ხომ? ამაზე კიდევ ერთი კონტრარგუმენტი აქვთ
-რუსული ყველამ იცის და მეგრული არავინ!
ოჰ, გამარჯობა შენი. და ეს ნორმალურია ხომ? რომ რუსული ყველამ იცის და ქართველური ენები მხოლოდ კუთხის წარმომადგენლებმა? და არც არავის არა აქვს სურვილი ამ ენის სწავლის. არავის რეალურად არ წამოუყენებია ინიციატივა (ან ჩემს ყურამდე არ მოსულა, რაც ნიშნავს რომ ინიციატივა არც ისე დიდი იყო, ან შეიძლება დიდიც იყო მაგრამ მოთხოვნის არქონის გამო ისევ უკვალოდ გაქრა), რომ ქართველური ენები სკოლაში ისწავლებოდეს (თუმცა ინგლისურს ლამის ბაგა-ბაღებიდან ითხოვენ). მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ასეთ ინიციატივაზეც საზოგადოებიდან დიდი პროტესტი წამოვა:
-მეგრული ენა? რას ქვია მეგრული ენა. ბარემ დამოუკიდებლობა მოგვთხოვონ!
ამას რომ თავი დავანებოთ რა არის რეალური მიზეზი, რაც ზემოთმოცემულ შემთხვევაში აღიზიანებთ დანარჩენებს? რა? უცებ ასეთი ზრდილობიანი და კულტურულები გავხდით ყვლანი? მოულოდნელად ასეთი დახვეწილი სოციალური მანერები შევიძინეთ ყველამ? რა საიდანღაც ყველა ასეთი ტაქტიანები შევიკრიბეთ რომ სხვისი უტაქტობა ყურს გვჭრის?
არა!
რეალურად ყველას უბრალოდ ბანალური ცნობისმოყვარეობა ალაპარაკებს. ყველას უნდა გაიგოს სხვისი ნათქვამი, განსაკუთრებით ამ სხვას არანაირი სურვილი არ აქვთ, მისი ნათქვამი სხვებმა გაიგონ. ზუსტად ეს მატებს ინტრიგას იმ რამოდენიმე მეგრულ ფრაზას და უარყოფითად განგვაწყობს ამ ხალხის მიმართ. იქნება ეს ფრაზები, ისეთი ფრაზებია, რომლის ხმამაღლა თქმაც ამ ადამიანებს რცხვენიათ და ჩვენთვისაც დიდად ინფორმატიული არ არის? მაგალითად
-ფუ, ისევ მენსტრუაცია მომივიდა, ყოველთვის ასე უდროო დროს იცის ხოლმე; საფენი არ გაქ?
ან
-ვაიმე, უახლოესი ტუალეტი სადარი მითხარი თორემ ჩავიჯვამ!!
რატომ გვინდა ვიცოდეთ ყველა ამ ფრაზის შესახებ?რაში გამოვიყენებთ?შვილიშვილებს მოვუყვებით? ბიძაშვილის ქორწილში სადღეგრძელოდ ვიტყვით თუ დამსაქმებელს ვეტყვით გასაუბრებაზე? წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როდესაც დამსაქმებელი გეუბნება
-იქნებ მომიყვეთ ქვენი ინტერპერსონალური უნარების შესახებ?
-დიახ, ჩემ მეგობარ მეგრელ გოგონას პირდაპირ შუა რუსთაველზე დაეწყო მენსტრუაცია და მე მას საფენი მივეცი!
გარდა ამისა რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საზ. ტრანსპორტში ვართ და ორი, ჩვენთან არანაირ კავშირში მყოფი მეგრელი, რაღაცას თავისთვის საუბრობენ. ხოლო ჩემი თანამგზავრი მეკითხება:
-აუ, რას ამბობენ?გესმის?მითარგმნე რა.
ასეთ სიტუაციებში სამწუხარია რომ "რა შენი ტრაკის საქმეა" საქართველოში უკადრის პასუხად ითვლება.
თუ შეიძლება, ჩემო კარგებო, ბანალურ ცნობისმოყვარეობას ნუ მისცემთ შანსს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული კუთხე შეგაზიზღოთ. მეგრული სოფლები საოცრად ლამაზი სოფლებია, საოცრად მოვლილი და დასახლებული საოცრად მშრომელი ხალხით, რომლებიც არასოდეს ლანძღავენ სხვა კუთხის წარმომადგენლებს, არც დამოუკიდებლობის მოთხოვნას აპირებენ,არც "ცისფერსისხლიანებად" თვლიან თავებს და მათი ძირითადი პრობლემები შემოიფარგლება იმითი, იქნება თუ არა წელს ნიგოზი, რა წერია ეფუთში სიმინდის მოსავალზე და ვისგან არის ფეხმძიმედ მზევინარის გოგო.

Tuesday, July 31, 2012
"ასპირანტურადამთავრებული" ხალხის შესახებ.
საქართველოში ნელ-ნელა მიხვდნენ რომ ინტერნეტის გამოყენება საქმის წარმატებისთვის აუცილებელია. ზოგიერთ ფირმას საიტებიც კი აქვს. ზოგიერთ ფირმას "დაჟე" კარგი საიტები აქვს. ზოგიერთ ფირმას, იმდენად კარგი საიტები აქვთ რომ თანამშრომლების სურათები მოკლე ბიოგრაფიებიც კი უწერიათ. გასაოცარია პირდაპირ. ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვიგებ (უფრო სწორად ჩემებურად ვიგებ და ვერ ვხვდები მისი დადებითი მხარე კონკრეტულად რაში მდგომარეობს). ამ "ძალიან კარგ" საიტებზე, სადაც თანამშრომლებიც მოკლე ბიოგრაფიები წერია, სიამაყით არის ხოლმე გამოცხადებული, რომ ამა თუ იმ თანამშრომელმა, ამა და ამ წლებში, "დაამთავრა ასპირანტურა". ხოდა ვერ ვხვდები რა არის ამაში საამაყო. როგორც მე მესმის, ეს იგივეა, რაც ფრაზა:
"დამატებით 4 წელი უნივერსიტეტში ილაყუნა მაგრამ სულ ტყუილად, დისერტაციის დაცვა მაინც ვერ მოახერხა". ხოდა მეტი ლუზერობის მაგალითი რა გინდა? შენი ცხოვრების 4 წელი ქარს გაატანო, ყველანაირი შედეგის გარეშე და მერე ამით იამაყო? დამალე მაინც, შეგრცხვეს ცოტა :P

Monday, July 30, 2012
გადაცემა "ეტალონი" და ევროპაბეთი (ანუ სად ერეკლეო....)
"ყველაზე
ეროვნული მედია პროექტი "ეტალონი" ყოველ კვირა დღეს შეგიძლიათ იხილით
`ტელეიმედის~ ეთერში. ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა "ეტალონის"
მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს
ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდები. "-ოჰ რა ლამაზად ჟღერს, მეტსაც გეტყვით: "ეტალონი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
"ეტალონი" ქართული პროექტია _ იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულ მხარეს ეკუთვნის." რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აბსურდია და კვლავაც ურეიტინგო და უნიჭოდ დადგმული შოუს ლამაზად შეფუთვის მცდელობაა. საქართველოში ყველაზე კარგად ეროვნულობა, ქართველობა და რელიგია რომ იყიდება, ეს დიდი ხანია დადგინდა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ფესტივალი "არტგენი" ქართული კულტურის ჰიტად და წლის მთავარ კომერციულ მოვლენად იქცა.
გუშინ შემთხვევით ტელევიზორის წინ აღმოვჩნდი. ტელევიზორს ფრიად იშვიათად ვუყურებ, შესაბამისად სამაუწყებლო სისულელეების მოსმენას გადაჩვეული ვარ და ყოველი ახალი სისულელის მოსმენა ძალიან მჭრის ყურს. გუშინ სწორედ გადაცემას "ეტალონს" ვადევნებდი თვალყურს, სადაც ამ ფრიადმნიშვნელოვანი ტიტულის მისაღებად ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული პედაგოგები ეჯიბრებოდნენ. როდესაც საქმე სპონსორების და სტრატეგიული პარტნიორების ჩამოთვლაზე მიდგა, მაშინ კი დავაღე პირი. იქნებ ამიხსნათ, სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის სტრატეგიული პარტნიორი ევროპაბეთის ტიპის დაწესებულება იყოს? ნუთუ არავის მიაჩნია ეს ამორალურად? ნუთუ ისე მიეჩვია ჩვენი ყური მასმედიით გადმოცემულ სისულელეებს რომ მსგავსი ტიპის უსირცხვილობაზე რეაქცია აღარ გვაქვს? ეს ხომ იგივეა რომ მოსწავლეთა კონფერენციების სპონსორობა ფილიპ მორისს ვანდოთ? შეიძლება ვინმემ თქვას, სიგარეტს და პოკერის "ფიშკებს" ხომ არ ათამაშებენ და რა აზრი აქვს, ვინ იქნება სპონსორი, მთავარია ბევრი სპონსორები იყვნენ, ეს ხომ განათლების წახალისებას ემსახურებაო? ასეთ კატეგორიის ადამიანებთან კამათში შესვლას ისევ კედელზე ცერცვის შეყრას ვამჯობინებდი, ვფიქრობ უფრო გასართობი საქმიანობა უნდა იყოს და ნერვებიც ნაკლებად მოგეშლება.
პ.ს. გადაცემაში ასევე მოწვეული იყო ევროპაბეთის მარკეტინგის მენეჯერი, რამაც, მე ვთვლი უნამუსობის ყველა რეკორდი დაამსხვრია. აქვე მოკლედ დავწერ რამდენიმე ფრაზას, რომელიც ბატონმა მარკეტინგის მენეჯერმა წარმოთქვა (ხოლო ფრჩხილებში მივამატებ, თუ როგორ გავიგე ეს მე)
"-რომ არა ეს პროექტი არც გვეცოდინებოდა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდას შესახებ" ( რომლებიც, იმედი გვაქვს, ჩვენს მუდმივ და საპატიო კლიენტებად ჩამოყალიბდებიან. დღედაღამე სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ და ალბათ გასაგებია დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც.)
"ეტალონი არის...ემმმ...პროპაგანდა...ემმ...ასევთქვათ პროპაგანდას ეწევა საქათველოში ინტელექტის და დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მას" (ინდე, წამომცდა კინაღამ. როგორ ძალიან გვჭირდება და როგორი მომგებიანია ჩვენთვის ინტელექტუალური ადამიანები, ეგ ხომ საიდუმლოს არ წარმოადგენს და აბა რისი პროპაგანდაც გვინდოდა გასაგებია უკვე)
პ.პ.ს. თუ არ გჯერა ჩემი, აგე ლინკი, მამა!
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=29-07-2012%2010:06

Subscribe to:
Posts (Atom)