საქართველოში ნელ-ნელა მიხვდნენ რომ ინტერნეტის გამოყენება საქმის წარმატებისთვის აუცილებელია. ზოგიერთ ფირმას საიტებიც კი აქვს. ზოგიერთ ფირმას "დაჟე" კარგი საიტები აქვს. ზოგიერთ ფირმას, იმდენად კარგი საიტები აქვთ რომ თანამშრომლების სურათები მოკლე ბიოგრაფიებიც კი უწერიათ. გასაოცარია პირდაპირ. ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვიგებ (უფრო სწორად ჩემებურად ვიგებ და ვერ ვხვდები მისი დადებითი მხარე კონკრეტულად რაში მდგომარეობს). ამ "ძალიან კარგ" საიტებზე, სადაც თანამშრომლებიც მოკლე ბიოგრაფიები წერია, სიამაყით არის ხოლმე გამოცხადებული, რომ ამა თუ იმ თანამშრომელმა, ამა და ამ წლებში, "დაამთავრა ასპირანტურა". ხოდა ვერ ვხვდები რა არის ამაში საამაყო. როგორც მე მესმის, ეს იგივეა, რაც ფრაზა:
"დამატებით 4 წელი უნივერსიტეტში ილაყუნა მაგრამ სულ ტყუილად, დისერტაციის დაცვა მაინც ვერ მოახერხა". ხოდა მეტი ლუზერობის მაგალითი რა გინდა? შენი ცხოვრების 4 წელი ქარს გაატანო, ყველანაირი შედეგის გარეშე და მერე ამით იამაყო? დამალე მაინც, შეგრცხვეს ცოტა :P
Tuesday, July 31, 2012
Monday, July 30, 2012
გადაცემა "ეტალონი" და ევროპაბეთი (ანუ სად ერეკლეო....)
"ყველაზე
ეროვნული მედია პროექტი "ეტალონი" ყოველ კვირა დღეს შეგიძლიათ იხილით
`ტელეიმედის~ ეთერში. ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა "ეტალონის"
მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს
ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდები. "-ოჰ რა ლამაზად ჟღერს, მეტსაც გეტყვით: "ეტალონი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
"ეტალონი" ქართული პროექტია _ იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულ მხარეს ეკუთვნის." რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აბსურდია და კვლავაც ურეიტინგო და უნიჭოდ დადგმული შოუს ლამაზად შეფუთვის მცდელობაა. საქართველოში ყველაზე კარგად ეროვნულობა, ქართველობა და რელიგია რომ იყიდება, ეს დიდი ხანია დადგინდა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ფესტივალი "არტგენი" ქართული კულტურის ჰიტად და წლის მთავარ კომერციულ მოვლენად იქცა.
გუშინ შემთხვევით ტელევიზორის წინ აღმოვჩნდი. ტელევიზორს ფრიად იშვიათად ვუყურებ, შესაბამისად სამაუწყებლო სისულელეების მოსმენას გადაჩვეული ვარ და ყოველი ახალი სისულელის მოსმენა ძალიან მჭრის ყურს. გუშინ სწორედ გადაცემას "ეტალონს" ვადევნებდი თვალყურს, სადაც ამ ფრიადმნიშვნელოვანი ტიტულის მისაღებად ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული პედაგოგები ეჯიბრებოდნენ. როდესაც საქმე სპონსორების და სტრატეგიული პარტნიორების ჩამოთვლაზე მიდგა, მაშინ კი დავაღე პირი. იქნებ ამიხსნათ, სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის სტრატეგიული პარტნიორი ევროპაბეთის ტიპის დაწესებულება იყოს? ნუთუ არავის მიაჩნია ეს ამორალურად? ნუთუ ისე მიეჩვია ჩვენი ყური მასმედიით გადმოცემულ სისულელეებს რომ მსგავსი ტიპის უსირცხვილობაზე რეაქცია აღარ გვაქვს? ეს ხომ იგივეა რომ მოსწავლეთა კონფერენციების სპონსორობა ფილიპ მორისს ვანდოთ? შეიძლება ვინმემ თქვას, სიგარეტს და პოკერის "ფიშკებს" ხომ არ ათამაშებენ და რა აზრი აქვს, ვინ იქნება სპონსორი, მთავარია ბევრი სპონსორები იყვნენ, ეს ხომ განათლების წახალისებას ემსახურებაო? ასეთ კატეგორიის ადამიანებთან კამათში შესვლას ისევ კედელზე ცერცვის შეყრას ვამჯობინებდი, ვფიქრობ უფრო გასართობი საქმიანობა უნდა იყოს და ნერვებიც ნაკლებად მოგეშლება.
პ.ს. გადაცემაში ასევე მოწვეული იყო ევროპაბეთის მარკეტინგის მენეჯერი, რამაც, მე ვთვლი უნამუსობის ყველა რეკორდი დაამსხვრია. აქვე მოკლედ დავწერ რამდენიმე ფრაზას, რომელიც ბატონმა მარკეტინგის მენეჯერმა წარმოთქვა (ხოლო ფრჩხილებში მივამატებ, თუ როგორ გავიგე ეს მე)
"-რომ არა ეს პროექტი არც გვეცოდინებოდა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდას შესახებ" ( რომლებიც, იმედი გვაქვს, ჩვენს მუდმივ და საპატიო კლიენტებად ჩამოყალიბდებიან. დღედაღამე სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ და ალბათ გასაგებია დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც.)
"ეტალონი არის...ემმმ...პროპაგანდა...ემმ...ასევთქვათ პროპაგანდას ეწევა საქათველოში ინტელექტის და დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მას" (ინდე, წამომცდა კინაღამ. როგორ ძალიან გვჭირდება და როგორი მომგებიანია ჩვენთვის ინტელექტუალური ადამიანები, ეგ ხომ საიდუმლოს არ წარმოადგენს და აბა რისი პროპაგანდაც გვინდოდა გასაგებია უკვე)
პ.პ.ს. თუ არ გჯერა ჩემი, აგე ლინკი, მამა!
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=29-07-2012%2010:06

Tuesday, July 24, 2012
ფასადური დასაქმება
ხშირად მესმის ხოლმე წუწუნი, სადაც სიტყვათაშეთანხმება "ფასადური სახელმწიფო" დომინირებს და არ მესმის ამ წუწუნის მიზეზი. წესით ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამით, რადგან ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია დაკავებული ვართ ფასადური ცხოვრებით. ფასადური სამსახურები, ფასადური ოჯახები,ფასადური რელიგია - მოოქროვილი ეკლესიებით, ფასადური მეგობრები. რაღა გასაკვირია რომ ამგვარმა ხალხმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ასეთი ფასადური სახელმწიფოს შექმნით გამოავლინა.წესით ამ ქვეყანაში თავს ისე უნდა ვგრძნობდეთ, როგორც თევზი წყალში მაგრამ არა, რომელიღაც ფასადით ყოველთვის უკმაყოფილო ვართ, ყოველთვის ძველის ფასადის დანგრევას და სანაცვლოდ ახალი, მოდერნიზებული და თანამედროვე ფასადის აშენებას მოვითხოვთ.ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ფასადის. ამ ყველაფერზე ბევრჯერ დაწერილა, ერთ მოვლენას მინდა კიდევ შევეხო. ეს არის ფასადური დასაქმებები და ფასადური გასაუბრებები ამა თუ იმ ფასადური ვაკანსიის დასაკავებლად და როგორ ხდება ეს.
ალბათ ძალიან ბევრი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, თუ როგორ "მივაღწიოთ წარმატებას" , როგორ "გავყიდოთ საკუთარი თავი მომგებიანად", როგორ "წარმოვაჩინოთ ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენს უპირატესობად" და სხვანი. ასევე არსებობს უამრავი ტუტორიალები, როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ეიჩარის კითხვებზე, როგორ უნდა ვიჯდეთ, როგორ უნდა გვეჭიროს თავი, როგორ უნდა ჩამოვართვათ ხელი და ტენის რა რაოდენობა უნდა იყოს ხელზე ამ დროს (რისი დაცვაც ყოველთვის ძალიან მიჭირს) და ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ქართველ დამქირავებლებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვაკანსიების 80% ფასადურია ანუ რეალურად არაფერი კეთდება და მხოლოდ საქმნიანი ადამიანის ვიზუალურ ილუზიას ვიქმნით, გასაუბრებზე ეიჩარებს უკვე საკმაოდ მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტი აქვთ იმ ადამიანის პიროვნულ თუ ვიზუალურ სახესთან დაკავშირებით(აქ სავარაუდო წონასა და კბილების სტომატოლოგიურ მდგომარეობასაც ვგულისხმობ), რომლების მიმართაც, მაღალპროცენტული ალბათობით, დადებითად განეწყობიან და სამსახურს შესთავაზებენ .
დღეს ვაკანსიის დასაკავებლად ადამიანის ცოდნა და გამოცდილება არაფერს ნიშნავს. მთავარია რამდენად მარკეტინგულად შეფუთავ საკუთარ თავს, რამდენად მოსწრებულია შენი სიტყვა პასუხი და ფართოა შენი ღიმილი, რამდენად გეხერხება დროული ხუმრობების ჩაგდება საუბრისას და რამდენად ინტენსიურად უქნევ თავს დამსაქმებელს სიტყვით გამოსვლის დროს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რაღაც შუალედურია პოლიტიკასა და სხეულით ვაჭრობას შორის.
ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ მესმის, რატოა ეს ჩემთვის ასეთი მიუღებელი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ნორმალურ მოვლენად ითვლება. ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას ნორმალურად აღიქვამენ, შემომედავებიან: -ეგ ეგრე უნდა იყოს! აბა სხვანაირად როგორო? აბა როგორ გაიგოს დამქირავებელმა რომ რეალურად საჭირო კანდიდატი ხარო? მარტივი ფსიქოლოგია და ალენ კარიო!! აგერ კიდევ რამოდენიმე ჭკვიანური ხერხები და რჩევებიო!! რამოდენიმე ჭკვიანურ სიტყვასაც გავურევ საუბარში, რომ დარწმუნდე რომ ფრიად ინტელექტუალურ ადამიანს ესაუბრები, რომელმაც იცის ოცდამეერთე საუკუნის დაწერილი თუ დაუწერელი კანონებიო!!! შენ სამსახურის შოვნა არ გდომიაო!! არ გკიდია რას იტყვი, მთავარია სამუშაო იშოვნოო!! აი მაგალითად ჩემმა ბიძაშვილმაო..... მეო, თავის დროზეო.....და ა.შ.
მე ძალიან კონკრეტული და მკაცრი დეფინიცია მაქვს აფერისტობის. არაპირდაპირი აფერისტობაც აფერისტობაა, კითხვებზე გვერდის შემოვლა და პასუხის უკუღმა დატრიალებაც აფერისტობაა, საკუთარი თავის და გამოცდილების ლამაზად შეფუთვაც აფერისტობაა, ზოგადად ზედმეტ ლაყბობას აფერისტობის და თავის მოქონვის მეტი არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. ასევე მკაცრი დამოკიდებულება მაქვს აფერისტობასთანაც. როდესაც დამქირავებელი ჩემგან აფირისტობას მოითხოვს, ბუნებრივი სურვილი მიჩნდება მისი შემოთავაზება, თავის ანაზღაურებიანად ერთ კარგ ადგილას გავუკეთო, შემდეგ მისი კაკლის უზარმაზარი საოფისე მაგიდა, თავის ტყავის სავარძლებიანად ჯერ თავზე გადავამტვრიო და შემდგომ ეს ნამსხვრევები ნაწილ-ნაწილ გადავაყლაპო და თან თავზე დავძახოდე "-აბა ფართოდ გააღე პირი, ეს დედიკოსთვის!! ეს მამიკოსთვის!! ეს მალხაზი ბიძიასთვის!!აბა ეხლა კარგად მოაპრიალე თორემ მახინჯი ცოლი გეყოლება!!"
მოკლედ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და იმედია რომ ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის :ნიჩურიტი, ნიჩურიტი:

Thursday, July 12, 2012
კერძო სკოლა "ლოგოსი"
ჩემს ბლოგზე საკმაოდ ხშირად ვწერდი ერთი კონკრეტული კერძო სკოლის და მისი შიდა სამზარეულოს შესახებ, თუმცა რადგან ამ სკოლის თანამშრომელი ვიყავი, ვერიდებოდი სკოლის დასახელებას მაგრამ რადგანაც დღეიდან ამ სკოლის თანამშრომელი აღარ ვარ, არანაირ მორალურ კანონს აღარ დავარღვევ (უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის) თუკი ამ სკოლას ღიად დავასახელებ.
ძალიან გაბრაზებული ვწერ ამ პოსტს თუმცა შევეცდები რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო და ჩემი ბოლო პოსტი სამსახურიდან განთავისუფლებული, გაბრაზებული ქალის ვირტუალურ ბოღმის ნთხევას არ დაემსგავსოს.
მოკლედ მოვყვები გუშინდელ და დღევანდელ ამბებს. მოკლედ, როგორ "პროგრესული სკოლის" იმიჯს შეეფერება, სკოლაში დაინერგა პრაქტიკა, რომლის დროსაც, წლის ბოლოს, დირექტორი ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს თითოეულ მასწავლებელთან რომ შეაჯამონ გასული წელი.
წელს გადავწყვიტე ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, გულახდილად გამეზიარებინა დირექტორისთვის და მოკლე შინაარსი გადამეცა იმ პოსტებისა, რომლებსაც, განაწყენებული, ამ ბლოგზე ვწერდი (მაპატიეთ ჩემი გულუბრყვილობა, თუკი მეგონა, რომ გულახდილობა, დღესდღეობით, სადმე კიდევ ფასდებოდა). ჩემი მოთხოვნა იყო დირექციის მეტი ჩართულობა სასწავლო პროცესში (რომელზეც, რა თქმა უნდა ხელები ისევ მე გადმომაწმინდეს, როგორც ეს საქართველოში მიღებულია) ,ასევე მომავალი მე-12 კლასებისთვის კიდევ 1 საათის დამატება, რადგან უზარმაზარი "მინიმალური კომპეტენციის" მასალის ათვისება კვირაში 2 გაკვეთილის პირობებში რეალურად შეუძლებელია და ამ ორი წლის განმავლობაში იძულებული ვიყავი კვირაში საშუალოდ 3 არაანაზღაურებადი გაკვეთილი მაინც ჩამეტარებინა მოსწავლეებისთვის ამ მასალის გადასაცემად (თანაც ვფიქრობდი, რომ ამით დირექციას პატივს ვცემდი და ადრე თუ გვიან დამიფასდებოდა. კვლავ მომიტევეთ ჩემი გულუბრყვილობა).
დღეს ხელმეორედ დამიბარეს ოღონდ როგორ: დამირეკეს რომ სკოლაში 1 საათში გამოვცხადებულიყავი დირექტორთან შეხვედრაზე. ჩემი სახლიდან სკოლამდე საშუალოდ 45 წუთის გზაა. მეც ყველაფერი დავყარე, რასაც ვაკეთებდი და უკანმოუხედავად გავვარდი სამსახურისკენ, სადაც ჩემი დირექტორისგან ფრიად გენიალური პასუხი მივიღე "-შენს მოთხოვნაზე დავფიქრდით, სხვადასხვა პედაგოგებსა და პროფესორებსაც გავესაუბრეთ, რომლებმაც დაგვიდასტურეს რომ ამ მასალის ათვისება 1 წელიწადში, კვირაში 2 გაკვეთილის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია, ამიტომ სამწუხაროდ მომავალ წელს შენთან მუშაობას აღარ გავაგრძელებთ".
სამსახურის დაკარგვას არ ვნანობ. მე ახალგაზრდა, ენერგიული და რაც დღესდღეობით ყველაზე მთავარია - სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ და სხვა სკოლაში ჩემთვის სამუშაოს დაწყება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.გაბრაზებული ვარ საკუთარ რადგან ჩემს ინტუიციას არ ვენდე და სამი-ოთხი თვის წინ თავად არ დავწერე განცხადება წასვლაზე, რომ მივეცი საშუალება ვინმე კეთილ ადამიანს, აბუჩად ავეგდე და ასე დავემცირებინე. გაბრაზებული ვარ რადგან საბოლოოდ ასეთი გულუბრყვილო აღმოვჩნდი და ამდენი სისულელე ჩავიდინე (რაც ჩემს წინა პოსტებშია აღწერილი).
დარწმუნებული ვარ რომ სადღაც არის სამსახური, სპეციალურად ჩემთვის გამზადებული, სადაც პატიოსანი და წესიერი ადამიანები მუშაობენ, სადაც შრომას გიფასებენ, სადაც ხშირად გიღიმიან და სამსახურში მისვლა გსიამოვნებს.
სასიამოვნო სამუშაო გარემოს გისურვებთ ყველას!

Tuesday, July 10, 2012
"სტომატოლოგია" ქართულად
დიახაც "სტომატოლოგია". ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მინდა ხაზი გავუსვა-არ არსებობს ქართული სტომატოლოგია. არ ვიცი, რა მიწისქვეშა დინებებმა შეუწყო ხელი მაგრამ ქართულ "სტომატოლოგიაში", ისე როგორც არსად,თბილი თავშესაფარი ჰპოვეს ყოველგვარი ჯურის შარლატანებმა, ნამუსგარეცხილმა თაღლითებმა და თვითმარქვია გამომძალველებმა. თუმცა რა არცოდნა უნდა ამას, ყველა ადამიანს 32 კბილი აქვს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე თითო-თითოდ ეს 32-ვე კბილი ფუჭდება და აუტანელი ტკივილით გასაჩუქრებს, ხოლო ამ "სტომატოლოგებად" წოდებულ თაღლითებზე უკეთ ვინ იცის, რომ ადამიანი, სწორედ ამ ტკივილის დროს ყველაზე დაუცველი და უსუსური არსებაა, ამიტომაც ამ დროს მათ ჯიბეებში ჩაძრომა საოცრად მარტივია (და ლეგალური, რაც მთავარია).
ქალაქში მომრავლებული "თაკო-დენტი", "კოტე-დენტი" და "მიშიკო-დენტების" ფონზე, ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია კლინიკის არჩევა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ძირითადად კლინიკები იყოფა ორი ტიპის კლინიკებად. იაფიანი და ძვირიანი. დავახასიათოთ თითოეული ცალ-ცალკე.
იაფიანი კლინიკები-ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მდებარეობენ, სადაც, გულახდილად რომ ვთქვათ, სისუფთავეს და სტერილურობას ნაკლებ პატივს სცემენ, რამეთუ ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, ჩემივე თვალით მაქვს ნანახი, ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში როგორ დაუცვივდა ქალბატონს ახლადგასტერილებული იარაღები, რომლებიც სასწრაფოდ აკრიფა, აქეთ-იქით მიმოიხედა, ხალათის კუთხეზე ნაჩქარევად შეიწმინდა და უკანვე ჩააწყო. არც-ერთ მის პაციენტს ეს არ დაუნახავს, მხოლოდ მე დავინახე, როდესაც ჩემი მეუღლე სტომატოგოგის სავარძელზე ნებიერად იყო გაწოლილი და განაბული იყო ბედნიერებით, რასაც - "ნაკლები მიჯდება, რა იაფად აკეთებენ და თან არაუშავს ისე"-ჰქვია. ამიტომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც იტყვის რომ "არა იურა კარგად აკეთებს,თან 30 ლარად თითო კბილს, სულ მაგასთან დავდივარ"-მაგრამ მე რატომღაც ვერ ვრისკავ ასეთ რამეში.
ძვირიანი კლინიკები-მათ სხვა კატეგორიის: "მე ჩემი ჯანმრთელობა ძვირად მიღირს" ტიპის კლიენტურა ყავთ და უკეთებენ კიდეც ძვირად და თან როგორ ძვირად. შეგშურდება კიდეც, ისე უნამუსოდ ჩაგხედავენ თვალებში მანამ, სანამ ბოლომდე გაგყვლიფავდნენ. თან აქაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ. არასოდეს გეუბნებიან რა ჯდება კბილი. როდესაც მიდიხარ ერთი კონკრეტული მიზნით- მითხარით რა დამიჯდება ეს კბილი რომ ასეთ დონემდე მოვიყვანო? პასუხი იქნება: -აა, ეს სამ ფესვიანი კბილია, თითო ფესვის დაბჟენა X ლარი ანუ სულ 3*X, კიდევ სურათის გადაღება იქნება საჭირო, პანორამული სურათი Y ლარი +კონკრეტული ერთ კბილზე Z-ლარი, გვირგვინის ამოყვანა და ამოშენება X' ლარი, პლუს ჯერ კბილების გაწმენდა იქნება საჭირო Y' ლარი, თან როგორც ეტყობა გვერდით კბილზეც იქნება გადასული. ეს გვერდითა კბილიც უნდა გაკეთდეს ისე აზრი არ ექნება, ესეც ორ არხიანი კბილია, ანუ ამას დავამატოთ....................................და ა.შ. საბოლოოდ არც მეტი-არც ნაკლები თითო კბილში იხდი დაახლოებით 200 ლარს(სულ მინიმუმ) და ღმერთმა არ ქნას ბევრი კბილი გქონდეს გასაკეთებელი. მაშინ სტომატოლოგები თავიანთ კოლეგებსაც ჩართავენ ყვლეფის წმინდა პროცესში, ცალკე ორთოდონტებსა ცალკე ქირურგებს და დაიწყება ათვლა თავიდან-თითო ფირფითა X" ლარი პლუს 4 კბილის ამოღება, იქ ნაკერებიც იქნება საჭირო Y" ლარი, გადაკვრა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მასალით, შესაბამისაც ხარისხიც სხვადასხვაა..................................................და ა.შ.
ყველაზე მთავარი იცით რა არის? სულ ერთია რას გადაიხდი თითო კბილში, 30 ლარს თუ 230, ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, მაქსიმუმ 2 წელიწადში ეს კბილი ისევ გასაკეთებელი იქნება. იაფიანში წახვალთ და გვერდზე გადადებთ სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით დასნებოვნების შიშს თუ ძვირიანში, ამ გაუმაძღარი თაღლითების ზოოპარკში? არჩევანი არც ისე ფართოა.

Labels:
days of our lives,
განათლება,
დასაქმება ქართულად,
მედიცინა
Tuesday, July 3, 2012
შეხვედრები, თათბირები, "სტაF მითინგები" და სხვანი ანუ მენეჯმენტი ქართულად.
სანამ წერას დავიწყებდი დავგუგლე და ბევრ საინტერესო სტატიას გადავაწყდი, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს ეს, მაგალითად:
“7
Ways to an Effective Team Meeting”
ან: “How
to Run an Effective Staff Meeting"
ან:
“Effective
Meetings Produce Results – 12 Tips for Meeting Management”
გადავხედე ამ სტატიებს და შემშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ესწრებიან ისეთი პიროვნებების მოწყობილ "სტაF მითინგებს", რომლებსაც წაკითხული აქვთ მსგავსი სტატიები. შემშურდა იმიტომაც, რომ მათი შრომა ყოველთვის უფრო ეფექტური იქნება,ვიდრე ჩემი.მათი სამუშაო მოტივაცია ყოველთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩემი. მათი განწყობა საქმის მიმართ, გაცილებით უფრო დადებითი იქნება, ვიდრე ჩემი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა ვაიძულო საკუთარი თავი, რადგან ქართული ე.წ. "სტაF მიტინგების" მერე ყველაზე თვითმოტივირებულ და ამბიციურ "
workaholic"-საც კი გაუჭირდება საკუთარი თავის ხელში აყვანა და სამუშაოს გაგრძელება.
არ ვიცი ეს ყველგან ასე ხდება, თუ მხოლოდ იქ სადაც მე ვმუშაობ, თუ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ ეს "თათბირები" სხვა არაფერია, თუ არა თანამშრომლებიც დამცირების, დაშინების და მიწასთან გასწორების არც თუ უშედეგო მცდელობები. ეს შეხვედრები საათზე ცოტა მეტ ხანს გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიდის "არავინ კონკრეტულისკენ" მიმართული ლანძღვა, აბუჩად აგდება, ჭკუის სწავლება, სამსახურის დაკარგვით დამუქრება. დროდადრო აღნიშნავენ კიდევაც რომ "რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ" და ისევ ლანძღვა დამცირება დაშინების კორიანტელი მოდის, შენ კი, მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში, მუშტებშეკრული ზიხარ და ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ სწორედ შენ ხარ ის პიროვნება ვისაც ეს ყველაფერი არ ეხება მაგრამ ყოველ ახალ ბრალდებაზე პარალელებს ავლებ საკუთარ თავთან, საკუთარ სამუშაოსთან და გული გისკდება. თან ვერც ვერაფერს ამბობ, არც თავის გამართლების საშუალება გაქვს, რადგან მენეჯერი სასწრაფოდ გიპასუხებს რომ "შენ არაფერ შუაში ხარ და ეს კონკრეტულად არავის ეხება, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ კონკრეტულ პიროვნებას თანამშრომლების თანდასწრებით შეურაცხყოფა მივაყენოთ, მაგრამ........". ერთადერთი რაც შეგიძლია ეს არის, კბილი კბილს მაგრად დააჭირო ამ ერთი სათის განმავლობაში რომ რამე უკადრებელი არ აკადრო ვინმეს (ან თუ შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი გაკრეჭილმა თავი აქნიო უფროსის ამ ლანძღვაზე და ხანდახან "ასპროცენტიანი ბრძანდებით, მე მაგალითად ყოოველთვის........"-სტილის წინადადებებით წაეშველო და დარწმუნებული იყო რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის")
ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველაზე მონდომებული და დაინტერესებული ადამიანიც ვერ შეასრულებს სამუშაოს ეფექტურად და ეს გვეტყობა კიდეც ყველაფერში.
Subscribe to:
Posts (Atom)