"პუტკუნ შოუ"!
არ ვიცი რაიმე შესავალი უნდა თუ არა ამ მოვლენას საერთოდ. იდეა რა საკვირველია ქართული არ არის (როგორც არცერთი ქართული სატელევიზიო შოუს იდეა არ არის ქართული) მაგრამ სათაური ნამდვილად ეპიკურია. პუტკუნ შოუ, პუტკუნა ადამიანების შოუ, საოცრად წააგავს freak show-ს, ამ შემთხვევაში ეს freak-ები პუტკუნა ადამიანები არიან, ვაყენებთ ამ პუტკუნა ფრიკუნებს კამერის წინ და ვაკეთებთ შოუს.
დავიწყე შოუს შესახებ ინფორმაციის და გამოხმაურებების ქექვა ინტერნეტში და ერთადერთი კრიტიკა, რაც ამ შოუს მიმართ აღმოვაჩინე, მხოლოდ ფემინისტური მიმართულების იყო და გავბრაზდი. იმაზე არ ვდაობ რომ წონის პრობლემები ძირითადად ქალების წინ დგება და უფრო ხშირად ქალები არიან იძულებულები რომ საკუთარი ფიზიიონომია "სილამაზის სტანდარტში" ჩასვან მაგრამ ეს შოუ არა მხოლოდ მიზოგინურია, არამედ ზოგადი, ადამიანების მიმართ სიძულვილი იკვეთება ( რა თქმა უნდა შოუს რეკლამაში არ გამომრჩენია როგორ ეკითხებიან გათხოვილ გოგონას ქმრის წონას და მერე სიცილით ეუბნებიან რომ "რაიყო, არ აჭმევ ქმარს ხო? ყველაფერი შენ გადაუჭამე?" მარა ამასაც დროებით გადავდებ გვერდით. )
შოუს იდეა წამოსულია ამერიკული შოუდან "The Biggest Loser" სადაც პუტკუნშოუს მსგავსად ლოკალურ ფრიკებს პოულობენ და რამოდენიმე თვის განმავლობაში წონის დაკლებაზე ამუშავებენ. შოუს უამრავი კრიტიკა სდევს თან თუმცა ერთი მტკიცე ფაქტია: ადამიანების უდიდესი ნაწილი, ვინც ამ შოუში მონაწილეობს, რამოდენიმე წლის განმავლობაში უკან აგროვებს ამ შოუში დაკლებულ კილოგრამებს! ეს არც არის გასაკვირი, შეუძლებელია "ჯანსაღი ცხოვრების წესით" 3 თვეში დიდი წონის დაკლება, პირიქით, ამ ვადაში დაკლებული დიდი წონა უკიდურესად არაჯანსაღია და დიდი სტრესია ადამიანის ორგანიზმისთვის რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
ქართულ "პუტკუნშოუს" პრეტენზია აქვს რომ მათი ძირითადი მიზანია ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესი გააცნონ და ჯანმრთელობისთვის საშიში წონის დაკლებაში დაეხმარონ. რა ლამაზად ჟღერს არა? კეთილშობილურად. 3 თვის განმავლობაში მაყურებელს შეეძლება თვალი ადევნოს პუტკუნა freak-ები როგორ თავგანწირვით ებრძვიან საშიშ წონას, შეგვიძლია პოპკორნით ტელევიზორის წინ დავსხდეთ და ვუყუროთ როგორ წასკდებათ ოფლი და ცრემლი ერთდროულად პუტკუნა freak-ებს ვარჯიშის დროს. როგორ გაიპარებიან ჩუმად ღამით მაცივრიდან უცხიმო ხაჭოს ასაწაპნად და სასურველია თუ რამოდენიმე კარგი ხორციანი სკანდალიც ატყდება მშიერ კუჭზე მონაწილეებს შორის. შეიძება ჩემი ეს ბოლო ფრაზები საკმარისად უგულოდ ჟღერდეს მაგრამ მოდი თავ ნუ მოვიტყუებთ ნურავინ რომ ამ შოუს მართლა რაიმე საერთო აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
არავის სჭირდება სატელევიზიო შოუ პუტკუნა freak-ების მონაწილეობით რომ "ჯანსაღი ცხოვრების წესის" შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ყველამ ვიცით რომ ჟანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა განსაზღვრავს ჯანმრთელობას და არა ციფრი სასწორზე. ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიკვებოთ და მოვუაროთ თავს. არავინ ჩართავს ამ შოუს სიტყვებით: "ჰმმმ, ნეტავი დღეს რა სიახლეს გავიგებ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?" და შოუს დასრულების შემდეგ არავინ იტყვის " ოჰ, რა ფრიად ინფორმატიული გადაცემა იყო". ყველა უყურებს ოფლების, დორბლების, ათანთალებული ცხიმების, ცრემლების და სავარაუდო სკანდალების მოლოდინით (როგორც ნებისმიერ სხვა შოუს), შესაბამისად შოუ ე.წ."ჯანსაღ ცხოვრების წესს" კი არა განსხვავებული სხეულის ფორმების მიმართ ზიზღის, სიძულვილის და შებრალების გამოხატვას ემსახურება და დამეთანხმებით ალბათ რომ ამაში არაფერი კეთილშობილური არ დევს!!
პ.ს. იცით რა იქნებოდა უფრო კეთილშობილური საქციელი? აი პედაგოგების გამოცდებზე ჩაჭრილი ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებლების სკოლებიდან გაძევება, ახალი კვალიფიციური კადრის მოძებნა-დატრენინგება მათ მიერ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესების ახსნა/სწავლება, პოპულარული-სამეცნიერო გადაცემების, ჟურნალების, სტატიების შექმნა-გავრცელება მარა აბა რა სარგებელი, მართლა ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას და პოპულარიზაციას კი არ ვაპირებთ მოსახლეობაში.
Thursday, April 24, 2014
Wednesday, March 12, 2014
სექსიზმი და დისკრიმინაცია
ჩემმა ბოლო ბლოგპოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი დამეწერა. რა საკვირველია ეს პოსტი თავის მართლებას არ ემსახურება, არც "პოპულარობის" გაზრდის მიზნით მაქვს დაწერილი რადგან თითქმის 85%-ით დარწმუნებული ვარ რომ პოსტი, რომელიც კონკრეტულად რომელიმე ჯგუფისკენ არ არის მიმართული და პიროვნების ზოგად აზრებს და დამოკიდებულებებს შეიცავს, რომელებიც ე.წ. "ცხელ თემებს" არ მიეკუთვნება თითქმის არასოდეს არ არის "პოპულარული" (პოპულარობასაც ბრჭყალებში ვსვამ რადგან ეს ცნება ჩემთვის უფრო ცარიელ სიდიდეს წარმოადგენს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მიზნებს).
ასე რომ იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტს ჩემთან დარჩენას თხრობას განვაგრძობ. წინა პოსტთან დაკავშირებით ბევრი კომენტი მივიღე, რომლებიც მადანაშაულებდა რომ "ფემინისტებს ჩემი წერილებით სახელს ვუტეხავ", ვარ "რადიკალური ფემინისტი", "ვწუწუნებ ჩემს დაჩაგრულობაზე პატრიარქატულ სისტემაში" და ა.შ. ასეთი ტიპის კომენტებზე პასუხის გაცემას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა ერთ დაკვირვებაზე ვისაუბრო.
მე აღმაფრთოვანა იმ "მამაკაცურმა სოლიდარობამ" რაც ამ კომენტებში დავინახე. იმ შეკრულობამ და მხარში დგომამ, რასაც მამაკაცები ავლენენ სექსიზმის ბრალდებებისგან თავის დასაცავად. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ქალების კომენტებზე. რამოდენიმე ქალბატონისგან მოვისმინე რომ თურმე საქართველოში და ყოველშემთხვევაში თბილისში მაინც სექსიზმი არ არსებობს. რომ თბილისში სექსიზმი ქალებს ხელს არ უშლის მიზნის მიღწევაში და რომ მათ სექსიზმი არასოდეს შეხებიათ და ქალები რომლებიც სექსიზმზე ლაპარაკობენ ე.წ. "ლუზერები" არიან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ახლა ხელებს მამაკაცებზე აწმინდავენ. აი ამ აზრებმა, ცოტა არ იყოს დამზაფრა. მინდა ვკითხო ამ ქალბატონებს: ქალბატონებო თქვენ იცით რ არის სექსიზმი? მე ვერასოდეს ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ სექსისტური დამოკიდებულებები თქვენს მიმართ არ განგიცდიათ. მე ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან", მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის არ ურჩევია "ქალისთვის შესაბამისი" პროფესიის არჩევა. ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალს მოკრძალება შეჰფერის", "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", "ქალი უნდა იყოს ქალური", "ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის შექმნა და შვილის აღზრდაა". მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ არასოდეს არ ყოფილხართ დიეტაზე, არასოდეს არ ჩაგიტენიათ ლიფჩიკში ნაჭრები, არასოდეს ჩაგიხედავთ სარკეში უკმაყოფილების გრძნობით. არ მჯერა რომ არასოდეს წამომხტარხართ კომპიუტერიდან შიშით რომ "რაღაც გააფუჭეთ", არ მჯერა რომ მანქანის ტარებისას არ მჯერა რომ არასოდეს მოუძახებიათ თქვენთვის "ეს ქალი მძღოლები რა" და არ მჯერა რომ "უბნის ბირჟებზე" გავლისას მაინც არავის გამოუყოლებია თქვენთვის ტუჩების წკლაპუნს ნწწწწწპ ხმა.
და თუ რამენაირად მოახერხეთ და ამ მოცემულობას გაექეცით, გილოცავთ! მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ათასობით თინეიჯერი გოგონა დღესდღეობით არ გადის იმავე რთულ და მტკივნეულ პროცესს. არც იმას ნიშნავს რომ ამ გოგონების დიდი პროცენტი სულიერად არ "გატყდება" ამ წნეხის შედეგად და თავის ცხოვრებას, მომავალს, წარმატებას, კარიერას ტუალეტში არ ჩარეცხავს შიშით რომ ვერაფერს მიაღწევს, რომ კარიერა ქალის საქმე არ არის, რომ ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან, რომ ქალების უმთავრესი მოვალეობა დედობა და მეუღლეზე ზრუნვაა და ასე შემდეგ. თქვენს თაობაშიც ძალიან ბევრი გოგო გატყდა ამ წნეხის ქვეშ და ბევრმა ჩარეცხა თავისი ცხოვრება ტუალეტში.
მოდით გაისეირნეთ თბილისის ქუჩებში და დააკვირდით სექსიზმის ნიშნებს. სექსიზმი ყველგანაა და სექსიზმი ყოვლისმომცველია.
საიდან მოდის სექსიზმი? ბევრი მეტყვის რომ ტრადიციებიდან. მე დავამატებ კიდევ საიდან მოდის სექსიზმი: სექსიზმი მოდის ბილბორდებიდან, სექსიზმი მოდის რეკლამებიდან, სექსიზმი მოდის მედიიდან, სექსიზმი მოდის ფილმებიდან, მულტფილმებიდან, სერიალებიდან, ტოკშოუებიდან, რადიოდან, ისტორიის წიგნებიდან,სკოლიდან, სოციალური საიტებიდან და თითქმის ყველა იმ წყაროდან, რასაც დღედღეობით ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყენებთ.
სექსიზმი და დისკრიმინაციაა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია (პლაკატი, პოსტერი, გადაცემა, ტოკშოუ, ბანერი, რეკლამა, მუსიკალური კლიპი, სარეკლამო კლიპი და ა.შ.) რომელიც გამოხატავს ქალს სუსტ, დამოკიდებულ, არამნიშვნელოვან, სექსუალიზირებულ (აქ შეიძლება არ დამეთანხმოთ და მითხრათ რომ ამის მიზეზია რომ სექსი იყიდება. თუკი სექსი იყიდება და მყიდველების 50% ქალია, მაშინ 90% რეკლამებში რატომ არის მხოლოდ ქალის სხეული სექსუალიზირებული?) ნივთად.
არის თუ არა ტელეგადაცემა "რა? სად? როდის?" სექსისტური? ჩემი მიკერძოებული აზრით არის. მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გადაცემის კულისებს მიღმა, ფარდებს უკან, შიდა სამზარეულოში, სპორტულ ვერსიაში და ა.შ. ცისფერ ეკრანზე მე ვხედავ გუნდებს, რომლებშიც ქალები არიან უმცირესობის სახით წარმოდგენილები და ჩემი ზედაპირული დაკვირვებით ხშირ შემთხვევებში ქალების აზრის გათვალისწინება ნაკლებად ხდება.
მე მომბეზრდა ვუყურო ქალებს უმცირესობაში. მომბეზრდა ვუყურო კვოტებით შევსებულ ქალების ადგილებს, შოუსთვის ხელოვნურად გოგოებით შევსებულ გუნდებს, მომბეზრდა ვუყურო გადაცემებს საიდანაც დიეტებზე, სილამაზის პროდუქტებზე, მაკიაჟზე, ფრჩხილების გამოყვანაზე, ყვავილების მოვლაზე მესაუბრებიან. მომბეზრდა ჟურნალები რომლებიც სეზონურ ვარცხნილობებზე, მოდურ ტანსაცმელზე, კანის მოვლის პროდუქტებსა და სუპერშემწოვ ტამპონებზე მესაუბრებიან. მომბეზრდა მედია, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ცდილობს მითხრას რითი დავკავდე, რაზე ვინერვიულო, როგორ გამოვიყურებოდე,რა ვაკეთო, რაში ვარ ძლიერი და ა.შ.
ამ თემაზე ალბათ კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი მაგრამ მე აქ გავწყვიტავ და ვიტყვი. ვინც თვლით რომ "ფემინისტებს ვარცხვენ", "რადიკალი ფემინისტი ვარ", "საკუთარ თავში ჩაკეტილი ფანატიკოსი ვარ" და ასე შემდეგ, გისურვებთ შემდგომ ცხოვრებაში ფერადკანიან ქალბატონად მოსვლას რომ თავიდან ბოლომდე გამოსცადოთ ის ყოვლისმომცველი სექსიზმი, რასიზმი და დისკრიმინაცია რასაც ეს სამყარო გვთავაზობს და მწარე მაგალითზე დარწმუნდეთ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ ჩემი ფანატიკური ფანტაზიის ნაყოფი კი არა ყოველდღიური რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

Tuesday, March 11, 2014
სექსიზმი "რა? სად? როდის?"-ში!
ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა გამიჩნდა მეგობრებთან კამათისას, როდესაც ვახსენე რომ სატელევიზიო შოუ "რა? სად? როდის?" წარმოადგენს მკაფიოდ გამოხატულ მამაკაცურ კლუბს, სადაც ქალების ერთადერთი რეალური როლი სცენის დეკორაციაში უფრო გამოიხატება, ვიდრე რეალურად კლუბის წევრობაში, რაზეც მწვავედ უარყოფითი რეაქცია მივიღე "სექსისტი არ ვარ მაგრამ..." ტიპის ადამიანებისგან. ძალიან გამიჭირდა, კიარადა ვერც კი მივუახლოვდი მიზანს რომ რამენაირად ამეხსნა რატომ არის ეს თამაში სექსისტური და გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი რა განაპირობებს ამ "ნებაყოფლობით სიბრმავეს" ჩემს მეგობრებში, არ დაინახონ ის აშკარად გამოკვეთილი სექსიზმი რაც მე და ზოგიერთ ჩემს (გოგო) მეგობარს აშკარად გვჭრის თვალს.
რეალური მიზეზი ჩემი აზრით არის საერთო ფონი და ხარისხი ქართული ტელეგადაცემებისა. რასაკვირველია ნანუკას შოუების, კაცების შოუების და სხვა მსგავსი სიმახინჯეების შემდგომ, რომელიც საზოგადოების მეტნაკლებად გათვიცნობიერებულ ნაწილში უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მდარე ხარისხის გადაცემები, ჩნდება მოთხოვნა რაღაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტზე. სწორედ ეს განაპირობებს "რა? სად? როდის?"-ის უსიტყვო პოპულარობას. ილუზია რაღაც უკეთესზე და ამაღლებულზე, რასაც ეს გადაცემა გვიქმნის.
გადაცემაში ბევრი ტრიუკია ამ "ამაღლებული" განწყობის შესაქმნელად. მე ამას "ბურჟუაზიულ ნოსტალგიას" დავარქმევდი. ელეგანტურად გამოწყობილი კლუბის წევრები მოთვინიერებული ღიმილით შესცქერიან სმოკინგებში და ბაფთებში გამოწყობილი მოთამაშეებს ე.წ. "ბატონ მოაზროვნეებს", რომელთაც მაგიდასთან უზით ერთი, არანაკლებ ელეგანტურად გამოწყობილი, "ხელიდან ხელში საგოგმანებელი მარგალიტი", ქალბატონი "მოაზროვნე" .(აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ ვერ ვახერხებ ტერმინი "მოაზროვნე" მუდმივად ბრჭყალებში არ ჩავსვა. არ ვიცი, მარტო მე ვარ თუ თქვენთვისაც ჟღერს ეს ტერმინი სასაცილოდ და არასერიოზულად? არ ვიცი რა სტანდარტები აქვთ შოუს პროდიუსერებს, მაგრამ ჩემთვის, ნებისმიერი ქმნილება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ კუჭის თავთან უსიამოვნო შეგრძნება ჰქონია და შემდგომ ამ შეგრძნების შიმშილთან ასოციაცია და ამ პრობლემის აღმოფხვრის ხერხების ძებნა დაუწყია, უკვე მოაზროვნეს წარმოადგენს).
მაგიდის უკან თვინიერად დგანან თავჩახრილი, თეთრ ხელთათმანიანი მომსახურე პერსონალი ( მომსახურე პერსონალისთვის თეთრი ხელთათმანის ჩაცმევა თუკი თქვენში ამ წუთასვე არ აღძრავს პროტესტის გრძნობას, გთხოვთ, კითხვას ნუ გააგრძელებთ). თამაში იხსნება ოპერის ფრაგმენტით (კიდევ ერთი ბურჟუაზიული ნოსტალგიის მაგალითი)."მოაზროვნეები" წყვილწყვილად ხელჩაკიდებული დგანან. "მოაზროვნეების" გამოცხადებისას ქალი მოთამაშე ყოველთვის ბოლოდან მეორე ცხადდება, გუნდის კაპიტნის წინ. ეს ალბათ რაიმე ბურჟუაზიული წესჩვეულებაა "მანდილოსნის" პატივსაცემად, თუმცა ამდენად დეტალურად ვერ ვერკვევი ბურჟუაზიის ცხოვრების წესებში. თამაშის დასაწყისისთვის ყველას ცივილურად დაკავებული აქვს თავიანთი ადგილი, წამყვანი ენაკვიმატობს, გუნდის კაპიტანიც ცდილობს არ ჩამორჩეს ენაკვიმატობაში (თუმცა ჩემი ერთერთი საყვარელი მოვლენაა როცა გუნდის კაპიტნის ენაკვიმატური გამონათქვამი დიდად წარმატებული არ არის და მის სახეზე აშკარა საკუთარი თავით უკმაყოფილება აისახება ხოლმე ).
ზუსტად ეს თეატრალური "ბურჟუაზიული ნოსტალგია" განაწყობს ქართველ მაყურებელს ასე დადებითად შოუს მიმართ. მაყურებელს უყვარს ჭკვიანი მამაკაცები სმოკინგებში, ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილი მანდილოსნებით გაფორმებული ინტერიერი, თეთრთათმანიანი ბატლერები, გონგის შემოკვრა და ინტელექტის ღვრა ცისფერი ეკრანებიდან. ამ შოუში ყველაფერი ისეა როგორც რეალურ ცხოვრებაში უნდა იყოს: მამაკაცები ძლიერები, ჭკვიანები, სიმპატიურები უნდა იყვნენ, მანდილოსნები დახვეწილნი, პატივმიგებულნი და უმცირესობაში უნდა გვხვდებოდნენ და რამოდენიმე თეთრთათმანიანი ბატლერი ლამაზ სუფრას უნდა ემსახურებოდეს რადგან ჩვენ გამორჩეული ერი ვართ ინტელექტით, მანდილოსნის პატივისცემით, დახვეწილობით. შოუ გვჩუქნის იმ ფანტაზიას, რასაც ასე მოკლებულები ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომ ყველაფერს ვაპატიებდით მას იმ ბედნიერი წუთებისთვის, როდესაც ჩვენს თავს წარმოვიდგენთ როგორ ვუზივართ შუშის მაგიდას სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილებს დახვეწილი, თვინიერი ღიმილით.
მე კი აი იცით სად ვხედავ ძალიან ზუსტად სექსიზმს? როდესაც წუთი ჩაირთვება და დებატები იწყება. ამ მომენტში ძალიან ზუსტად შეგიძლია თქვა რომ ეს კაცების კლუბია და ქალები მხოლოდ სცენის დეკორაციას წარმოადგენენ. არც კი ვიცი უფრო ზუსტად როგორ ავხსნა სცენა, როდესაც 5 მამაკაცი თავზე გადაჰყვირის აშკარა უმცირესობაში მოყოლილ, აშკარად ხელოვნურად "შემოჩეჩებულ" ქალბატონ მოაზროვნეს. თითოეული "მოაზროვნის" საუბრის მანერაში, ხელის მოძრაობაში გრძნობ მათ დამოკიდებულებას ამ გოგოს მიმართ რაც არის "სამწუხაროდ გუნდში მინიმუმ 1 ქალი უნდა იყოს, ამიტომაც ზიხარ შენ აქ. რომ არა ეს წესი, შენ აქ არ იქნებოდი." ვიცი რომ თქვენ, უმეტესობა მამაკაცები ამას არ დაინახავთ, ვიცი რომ თქვენ ამას არასოდეს არასოდეს არ აღიარებთ. ვიცი რომ უმეტესობა მამაკაცები ამას შეიძლება საერთოდ ვერც აფიქსირებთ. ინსტინქტების დონეზეა ეს უკვე გამჯდარი. აი იმ წამებში როდესაც მხოლოდ პასუხის პოვნაზე ხართ კონცენტრირებულები და ტვინი ივიწყებს პოლიტკორექტულად აზროვნებას, აი ამ მომენტებში ჩანს რომ ყველაზე გათვიცნობიერებული მამაკაცებიც კი მხოლოდ პოლიტკორექტულობის ხარჯზე არიან გენდერული თანასწორობის მომხრეები და როცა ტვინის ეს პოლიტკორექტული ნაწილი გამორთულია, ისეთივე თვითკმაყოფილი სექსისტები ხართ, როგორიც ყოველთვის იყავით.
კიდევ რამოდენიმე შეკითხვა მიჩნდება. რა მოხდებოდა რომ გუნდში 2-ზე მეტი ქალი ყოფილიყო? მოახდენდნენ თუ არა "ბატონი მოაზროვნეები" მათ წარმატებით იგნორირებასაც? მოხდებოდა თუ არა ნელი გადატრიალება მამაკაცების დომინანტურ ტვინში თუკი ქალების ხმა უფრო ძლიერი იქნებოდა? სამწუხაროდ ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ მაქვს, რადგან სატელევიზიო "რა? სად? როდის?"-ში ასეთი გუნდები არ არსებობენ. არსებობენ გუნდები 1 ქალბატონის მონაწილეობით და არსებობს 1 გუნდი, რომელიც ხელოვნურად მთლიანად ქალებით არის დაკომპლექტებული (WTF?).
მე პირადად ეს თამაში არასოდეს არ მითამაშია, არც სურვილი არ გამჩენია რომ მეთამაშა. რატომ? ალბათ მეშინოდა რომ ვერ "დავამტკიცებდი" რაღაცეებს, მეშინოდა რომ სცენის დეკორაცია ვიქნებოდი და ჩემი ხმა 5 მამაკაცის ხმაში ჩაიკარგებოდა, თუმცა მსგავსი შიშები თამაშის გარეთაც ხშირად ამხდენია. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც უთამაშიათ მიმტკიცებენ რომ გუნდები 2-ზე მეტი ქალით არ იქმნება რადგან სამწუხაროდ ფიზიკურად არ არსებობენ ამდენი მოთამაშე ქალები და ეს არის რეალობა. მე ვიტყვი რომ ზუსტად ეს რეალობა ასახავს სექსიზმს თამაში. ეს რეალობა ამტკიცებს რომ "რა? სად? როდის?"-ი კაცთა კლუბია. ეს რეალობა გვაჩვენებს რომ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ რომ მათი ხმა კაცების კლუბში ჩაიკარგება საერთოდ არ მიდიან, არც ამ თამაშის სპორტული ვერსიის სათამაშოდ, და ვისაც არ ეშინიათ, მათი ხმა დიდი ალბათობით იკარგება კიდევაც და ეს თავიდან ბოლომდე განაპირობებს ამ თამაშის უკიდურესად სექსისტურ მხარეს.
დავასრულებ ალბათ ჩემი წარმოდგენით რა არის გენდერული თანასწორობა. თანასწორობა არ არის როდესაც 1 ქალი, ან 3 ქალი, ან ქალების 10% არიან ძალიან ძლიერები და ამტკიცებენ რომ მამაკაცთა სამყაროში შეუძლიათ წარმატებულები იყვნენ. ჭეშმარიტი თანასწორობა არის ის რომ ქალებსაც შეუძლიათ ისეთივე "საშუალოები" და არაფრით გამორჩეულები იყვნენ, როგორც მამაკაცების უმეტესობა ამ სამყაროში და მაინც ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ, ისწავლონ, განვითარდნენ, მოიგონ, წააგონ და ისევ მოიგონ და მუდამ თან არ სდევდეთ საკუთარი არსებობის ღირებულების დამტკიცების წნეხი.

Friday, February 14, 2014
ქალთა ამბოხების გზამკვლევი
დღეს არაჩვეულებრივად ბრწყინვალე ვალენტინის დღე დგას. დღევანდელი დღე გამორჩეულია არა მხოლოდ გაყიდული გულის ფორმის ბალიშების და თითო ვარდების რაოდენობით. არც სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ქალების მიერ გულის ფორმის შოკოლადის კანფეტებით პირის ჩატკბარუნების შესაძლებლობით, რადგან ასეთ მშვენიერ დღეს ყველა ქალბატონს შეუძლია მისცეს თავს უფლება სილამაზის შენარჩუნების მკაცრი დიეტების გზიდან გადაუხვიოს და მისი მამაკაცის ხელით მორთმეული შოკოლადით თავი გაინებივროს. არც იმ საიუველირო ნაკეთობების რაოდენობით, რაც განსაკუთრებულად დამჯერე მომთმენ და თავმომვლილ, ჰეტეროსექსუალურ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ ქალბატონებს მიართმევენ მათი პარტნიორები. არამედ დღეს ასევე ხდება ქალების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: მსოფლიოს გარშემო მილიარდი ქალბატონი ცეკვით უპირისპირდება იმ საშინელ ძალადობასა და ჩაგვრას რასაც ქალები განიცდიან. ვფიქრობ ამ მშვენიერ პერფორმანსზე, რითაც ქალები ძალადობის უღელს იხსნიან და იმ ნებისყოფაზე, რომელიც ამ ქალბატონებს ძალადობის მარწუხებიდან თავის დახსნისთვის და მსგავსი სულის ამაფორიაქებელი ამბოხისთვის დასჭირდათ. ვფიქრობ იმ ყველა ფიტნესისა და ცეკვის გაკვეთილებზე რაც ამ ქალბატონებმა გამოიარეს მსგავსი ამბოხის მოსამზადებლად, ვფიქრობ მათ შიშებსა და განცდებზე რომელიც მსგავსი პიროვნული ამბოხის გამოსახატად სწორი ტიპის ფეხსაცმელების შერჩევისას გამოიარეს და ვთვლი რომ მსგავსი რევოლუციების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
მოცემულ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ იდეები, ე.წ. "ქალთა ამბოხების გზამკვლევი", რომლითაც მსგავსი მნიშვნელოვანი ივენთების რაოდენობა წელიწადში ერთიორად გაიზრდება და ქალებსაც მისი შესრულება, გამომდინარე ქალებისთვის მახასიათებელი ქალური უნარჩვევებით, დიდად არ გაუძნელდებათ:
1)ე.წ. "ბორშის ამბოხი". წელიწადში ერთხელ, მილიარდი ქალი მსოფლიოს გასწვრივ აიღებს მცირე ზომის გაზის ქურას, ბორშისთვის საჭირო ყველა ბოსტნეულსა თუ სამზარეულო ჭურჭელს და ქუჩებში მოხდება "ბორშის ხარშვის დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" სადაც ცივილიზებული ფორმით ქალები გამვლელებს მიართმევენ თითო თეფშ ბორშს გულის ფორმის კარტოფილებით, რაც სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლო იქნება გენდერთაშორისი შუღლის აღმოსაფხვრელად.
2)"ქსოვა დისკრიმინაციის წინააღმდეგ". მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, შეიკრიბებიან ქალაქების მთავარ ქუჩებში და მოქსოვენ გულებამოქარგულ თითებიან წინდებს და დაურიგებენ გამვლელებს ნიშნად გენდერთაშორისი დისკრიმინაციის დამარცხებისა.
3) "ვულვის ყვავილები" - შედარებით კომპლექსური აქტივობა იქნება მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გარშემო დაკავდებიან მათი საყვარელი ორი საქმიანობით: ძერწვა და ყვავილების მოვლა. ამ დღისთვის ქალბატონები გამოძერწავენ ვულვის ფორმის ქოთნებსა და ფალოპის მილების ფორმის სარწყავებს. ამ ვულვის ფორმის ქოთნებში დარგავენ მათთვის საყვარელ ყვავილებს და გამვლელებს სთხოვენ ფალოპის მილების ფორმის სარწყავებიდან მორწყან ვულვის ფორმის ქოთნებში არსებული ყვავილები. ივენთის სახელი იქნება "ჩვენი ყვავილები" და მისი მიზანი იქნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქალთა რეპროდუქტიულ ორგანოებზე და ტაბუების მოხსნა, რაც ქალთა ანატომიას თან სდევს.
4)"გავწმინდოთ ერთმანეთს ფორები" - მილიარდი ქალბატონი მსოფლიოს გასწვრივ, გამოვლენ ქუჩებში და გამვლელებს, გაურჩევლად მათი რასისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერისა, აუხსნიან სახის კანის ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორების ხერხებს და ერთმანეთს ჩაუტარებენ სახის კანის ღრმა წმენდის მანიპულაციებს.
ჯერჯერობით ქალებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების მხოლოდ ეს სელექცია მოვახერხე პერსონალური ამბოხის თემატიკაში გადმომეტანა. ველი სხვა მსგავს პროაქტიულ იდეებს და გამოხმაურებებს რადგან თქვენი ამბოხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მომავალ შეხვედრამდე!!

Wednesday, December 4, 2013
What it feels like for a girl.
ამ პოსტში ძალიან პერსონალური ისტორიის მოყოლას ვაპირებ და დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ღირდა. დარწმუნებული ვარ ჩემი პერსონალური ისტორია ბევრისთვის ასევე ნაცნობი და პერსონალური იქნება.
"-ოე ქათამ!" - ასე მომმართავდა ჩემი ძმა მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში. განა იმიტომ რომ სუპერ ბოროტი ძმა მყავს და განსაკუთრებულად ვეზიზღებოდი, არც იმიტომ რომ განსაკუთრებულად უტვინო ვიყავი, პირიქით ბარე ორზე კარგი და-ძმობა გვქონდა, ითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთად ვთამაშობდით, ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ერთად ვეჩხუბებოდით სხვებს და ვურიგდებოდით.
ჩემი ძმა ასე მეძახდა, რადგან ჩვენს გარემოცვაში ყველა ძმა ასე მიმართავდა თავის დას. ყველა ძმას ჰქონდა ისტორია "აუ ჩემ ქათამ დას რა გავუჩალიჩე ამასწინად იცი? ჰიჰიჰიჰ რა ქათამია". როგორ გინდა მოსთხოვო 12 წლის ბავშვს წინ აღუდგეს სოციუმის სტანდარტებს ბიჭების განსაკუთრებული ჭკუის შესახებ. ჩემი პირველი კომპლიმენტიც ეს იყო მე-3 კლასში, ბიჭის ტვინი აქვსო დამრიგებელმა უთხრა დედაჩემს და გახარებული ვიყავი. მინდოდა ბიჭი ვყოფილიყავი, ბიჭურად ვიცვამდი, ბიჭურად ვიქცეოდი, ვლაპარაკობდი, ბიჭებთან ვთამაშობდი ბიჭურ თამაშებს, თუმცა საბოლოოდ ბიჭების გარემოცვითვის მაინც არასაკმარისად ბიჭი ვიყავი და გოგოებისთვის კი უკვე აღარც გოგო.
ბიჭი მეგობრების წრეში, ჩემს ძმასთან ერთად, ვისმენდი ისტორიებს როგორ ცემდნენ, სჯიდნენ, დასცინოდნენ ეს ბიჭები თავიანთ დებს და გულიანად ვიცინოდი. შემდეგ ამოვდიოდით სახლში და ჩემი ძმა გამომძახებდა - "ოე ქათამ". ეს იყო ის მინიმალური რასაც ჩვენი ეზოდან და ჩვენი სოციუმიდან ვსწავლობდით. ალბათ იმიტომ რომ ჩვენს ოჯახში ეს ე.წ. გენდერული ნიშნით შვილების დაყოფა არასოდეს არ ხდებოდა, მე და ჩემი ძმა ყოველთვის თანარუფლებიანად ვჩხუბობდით და დავცინოდით ერთმანეთს, ალბათ ისე როგორც ორი ძმა ჩხუბობს ხოლმე. გულის სიღრმეში კი ყოველთვის მქონდა პაექრობა ჩემს ძმასთან - ჩემს ძმაზე უკეთ მესწავლა, ჩემს ძმაზე სწრაფად გამეკეთებინა, ჩემს ძმაზე მეტი მანძილი გამევლო ფეხით, ჩემს ძმაზე მეტი თევზი დამეჭირა და ა.შ. მოკლედ დამემსახურებინა "ბიჭის" წოდება რადგან "გოგოობა" სირცხვილად ითვლებოდა იმ ასაკში. "გოგოობა" ნიშნავდა ოლვეისის საფენების ახალი სუპერშემწოვი ფრთების განხილვას, ფრჩხილის ლაკს და ნუნების სწორი ამოღების ტექნოლოგიას, ტელეარხი "ფეშენ"-ის ყურებას, მიწრო მოუხერხებელ იუბკებს, აჟურულ ლიფჩკებს და სხვა საზიზღარ დეტალებს.
მოკლედ სიტყვა გამექცა. ამასწინად ჩემი ძმა მირეკავს სკაიპით და სიცილით მომძახის "-ოე ქათამ, გახვედი სიგანეში ხო? გადაჭამე ოჯახი?"-თუმცა თავად რა საკვირველია არაფერს აკეთებს წერწეტა ტანის შესანარჩუნებლად, ცხოვრებაში არც ერთი დღე არ ყოფილა დიეტაზე და არც ერთ საკვებ ყუთზე დაუხედია ინტერესით თუ რამდენ კალორიას შეიცავს ამ პროდუქტის 100 გრამი .
მე უხერხულად დავიწყე თავის გამართლება რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვჭამ და რა ჩემი ბრალია რომ ასეთი ზომიერად ფერხორციანი დედაკაცი ვარ.
შემდეგ დედაჩემი მოვიდა ჩემთან, სახლი დამილაგა და ტანსაცმელი, რას თავისი აზრით უკვე დამიპატარავდებოდა ცალკე გადამიდო. რომ მოვედი და დავხედე ტანსაცმელს, ამ გადალაგებულიდან 90% იყოს ტანსაცმელი, რომელსაც თავისუფლად ვიცვამ, მათ შორის 2 კაბა, რომელიც 2 კვირის წინ ვიყიდე.
მოკლე დასკვნას გავაკეთებ. თინეიჯერობა ასაკია, რომელიც ისედაც უამრავი სტრესებით არის დატვირთული და გოგოებზე ეს პრობლემები ორჯერ მეტად მოდის. როდესაც ბიჭებისგან მხოლოდ წარმატებას ელიან, გოგოებისგან ელიან წარმატებას, საკუთარ ვიზუალზე ზრუნვას, ზომიერებას, თავმდაბლობას, გამორჩეულ ზრდილობას, ყურადღებიანობას და ყველაფერს იმას, რის არქონასაც კაცებს ყოველთვის აპატიებენ და შემდგომ თუ გოგოებს ამ "იდეალური ქალის" გამზრდის გზაზე სადმე ფეხი დაუცდათ, რომელიმე პუნქტი სათანადოდ ვერ შეასრულეს, ისინი ყოველთვის გამოდგებიან ნეგატიურ როლ-მოდელებად ("აი რატომ არ უნდა ჰქონდეს ქალს პრავა", "აი რატომ არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი", "აი რატომ ვერასოდეს ვერ იქნება ქალი მეცნიერი", "ამიტომაც არ ერკვევიან ქალები ტექნიკაში", "ეს კარგი მაგალითია რატომ ვერ ექნებათ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება" და ა.შ.)!

Friday, July 5, 2013
სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებისთვის "შპარგალკების" ჩამორთმევის შესახებ!
ახალი "ხოხმა" გამოჩნდა დღეს საქართველოში. კერძოდ მხეცის ნიშნით დაზაფრული მასწავლებლის მიერ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების დატოვება და რაც უფრო საყურადღებოა ჩემის აზრით - პედაგოგებისთვის ე.წ. "შპარგალკების" ჩამორთმევა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენები ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, რამდენადაც საუბარი ეხება მთელი მომავალი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბების საკითხს და ავადსახსენებელ "საქართველოს მომავალს", რომელსაც უმეტესი ჩვენგანი მაინც ვარდისფერი სათვალით შევცქერით და მიუხედავად სკეპტიციზმისა თუ ირონიისა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც გვჯერა რომ ოდესმე იბერიაც გაბრწყინდება. ყველაზე სკეპტიკური და ირონიული ადამიანებიც კი ვთანხმდებით რომ ამ გაბრწყინების ერთადერთ და შეიძლება ბოლო იმედსაც კი, მომავალი თაობის განათლების ამაღლება, სოციალური უნარების ჩამოყალიბება, გულწრფელი, პატიოსანი, შრომისმოყვარე, ლოიალური, ინფორმირებული, კაცთმოყვარე პიროვნებების აღზრდა წარმოადგენს. თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, ზემოთმოცემული ინფორმაციის გავრცელებამ ძირითადად უფრო ხუმრობანარევი ვიშვიში გამოიწვია, რომელსაც ნელნელა ვიშვიშის ნაწილი ჩამოსცილდა და მხოლოდ "ხოხმა"-ღა დარჩა.
არასწორად არ გამიგოთ, ჩემი პირველი რეაქციაც ამ ინფორმაციის მოსმენისას ხმამაღალი თავშეუკავებელი სიცილი და "რა ბნელები არიან"-ტიპის აზრები იყო მაგრამ ცოტა ხნის შემდგომ მივხვდი.
"ხოხმა" ჩაწყნარდება, სკანდალები მოძველდება და ახალი სკანდალებით და "ხოხმებით" ჩანაცვლება, თუმცა მოცემული უმსგავსო პედაგოგები არსად არ გაქრებიან. სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და როგორც მინიმუმ 2014 წლის ბოლომდე კვლავ მომავალი თაობის "აღზრდას" შეუდგებიან, რაც მინიმუმ 1,5 მაქსიმუმ 2 წელიწადს წარმოადგენს. თუ მიახლოებით მაინც გამოვთვლით რამდენ მოსწავლესთან ექნებათ შეხება მოცემულ პედაგოგებს ამ დროის განმავლობაში და რამდენი მათგანთან მოასწრებენ თავიანთი უპასუხისმგებლობის, თაღლითობის, ბინძური წესებით თამაშის, აფირისტობის და უსირცხვილობის უნარების გადაცემას, ვფიქრობ საქმე სასაცილოდ ნამდვილად აღარ გვექნება.
შესაბამისად მიჩნდება კითხვა, არის თუ არა მორალურად გამართლებული საქციელი, მოვითხოვოთ ამ პედაგოგების სახელების და გვარების გასაჯაროება რათა სამუდამოდ აეკრძალოთ მათ პედაგოგიური სამუშაოს შესრულება და პასუხი აგონ საკუთარ ამორალურ საქციელზე თუ ვაცალოთ მინიმუმ წელიწადნახევარი მათივე მსგავსი ამორალური თაობის აღზრდის საქმისთვის?

Thursday, June 27, 2013
"ვაგინა მონოლოგები" ქართულად.
ერთ "წარმატებულ" ივენთზე უნდა დავწერო, რაც თბილისში ამ დღეებში მოხდა და მთელი ფეისბუკი (ნუ, ყოველშემთხვევაში ჩემი) აიკლო იმ გამარჯვების შეძახილებმა რასაც "ალელუია, პირველად საქართველოში სცენაზე "ვაგინა მონოლოგები" დაიდგა,... პატრიარქატის მიერ რეპრესირებული ქართველი ქალის სექსუალობა,...ქალთა ხმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ" და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვა ყელში ამომივიდა უკვე ეს "რაღაცა ხომ კეთდება" მიზნით გაკეთებული ივენთების ყურება. ჩემი ღრმა რწმენით (და მიმითითეთ თუ ვცდები), როდესაც ე.წ. "რაღაცა" კეთდება, სულ ერთია ეს რა ტიპის ივენთი იქნება, უნდა ჰქონდეს მიზანი და დაახლოებით ხდებოდეს შედეგის წინასწარი განსაზღვრა, რას გამოიწვევს, ვისკენ არის მიმართული, რის წინააღმდეგ ილაშქრებს,როგორ მივაწოდოთ ესა თუ ის აზრი და როგორ იქნება აღქმული ეს იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც ჩვენგან განსხვავებულია და საბოლოოდ რა პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
მე მაპატიეთ მაგრამ მე პირადად, სულ არ მჭირდება "ვაგინა მონოლოგების" დადგმის ყურება, რომ მივხვდე საქართველოში არსებული სექსიზმის პრობლემებს. არ მაშინებს, არ ვწითლდები და არ ვბრაზდები სცენიდან წარმოთქმული სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე, არ ვთვლი რომ ქალის სექსუალობის რეპრესირება განვითარებული საზოგადოების მახასიათებელია, ზოგადად არ ვთვლი რომ მსგავსი რეპრესირება სწორია და ყოველმხრივ ვემხრობის ქალების სრული ემანსიპაციის მოთხოვნებს, შესაბამისად მოცემული ივენთისთვის სამიზნე ჯგუფს არ განვეკუთვნები. აქედან გამომდინარე მოცემული დადგმის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ადამიანები, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე. ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანების რეაქცია სცენიდან სიტყვა "მუტელის" გაგონებაზე? როგორ გგონიათ ეს ადამიანები სპექტაკლის ყურების შემდეგ უცებ ჩაფიქრდებიან და იტყვიან:
"ჰმმმ, ჩვენ ვცდებოდით, ქალებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მე ხომ წამიყვანა მამამ/ბიძამ ბოზებში 14 წლის რომ ვიყავი. მე თუ ვაჟიშვილი არ ვიყავი როდესაც ცოლი მოვიყვანე და ათას ბოზთან ვიყავი ნათრევი, ჩემი ცოლი რატომღა უნდა იყოს ქალიშვილი" ? ანდა უცებ მიხვდებიან რომ ცოლის გაუპატიურებაც გაუპატიურებაა? დავიჯერო ასეთი რეაქციის იმედი გაქვთ? სერიოზულად?
რამოდენიმე ხიხო წამომხტარა კიდევაც ყვირილით შუა სპექტაკლის დროს "მუტელის" გაგონებისთანავე. თუ სპექტაკლის მიზანი იყო რომ კიდევ ერთი ვიშვიში გამოეწვია "ვაი ეს რა შავბნელი საზოგადოებაა, ქალის სხეულის ნაწილების სახელები აშინებთ, ეს სად ვცხოვრობთ, ეს სად ვკვდებით" მაშინ ბრავო!! შედეგი მიღწეულია!! მაგრამ მე მაპატიეთ და არ ვთვლი რომ დღესდღეობით გვაქვს მსგავსი რეაქციების გამოწვევის უფლება და ფუფუნება.
2 წელიწადი ვიმუშავე სკოლაში, სადაც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც თავადაც ქალი იყო, გოგოებს პირდაპირ ეუბნებოდა "არაუშავს, შენ გოგო ხარ და გაგიჭირდებოდა ამოცანის ამოხსნა, მათემატიკა კაცური ტვინისთვის არის შექმნილიო" . ეს ქალბატონი დღემდე ამ სკოლაში მუშაობს, დღემდე ასე ურეცხავს ტვინს ბავშვებს, დღემდე ეუბნება მშობლებს: "არაუშავს, გოგოს კვალობაზე კარგად სწავლობს მათემატიკასო".
კვლავაც არა აქვთ ქალებს თანაბარი განათლების მიღების საშუალება, თანაბარი უფლებებით დასაქმების საშუალება, თანაბარი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და თუკი ჩვენი დღევანდელი მიღწევა მხოლოდ იმას წარმოადგენს რომ სცენიდან თამამად მუტლის ძახილი მოვახერხეთ, მიმიფურთხებია ასეთი აქტივობისთვის!!
ყველას, ვისაც მოუნდება რომ მითხრას "კრიტიკა ადვილია და კეთება ძნელი", "ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და თუ უკეთესად კეთება შეგიძლია, მიდი და გააკეთე, ხომ არ გიშლით ხელს" მინდა ვუთხრა:
ძვირფასებო, ლამაზებო, კეთილებო, მეც თქვენთან ვარ, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები. მოხდეს პრიორიტეტების გადანაწილება, სამიზნე ჯგუფების არჩევა და ამ სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული, სწორად შემუშავებული, მარტივად აღსაქმელი, დადებით შედეგებზე ორიენტირებული ივენთების დაგეგმვა. მეც ჩავერთვები, დაგეხმარებით, პირველი მოხალისე ვიქნები. მანამდე კი არ დავდგები სცენაზე და არ დავიწყებ რეპროდუქტიული ორგანოების სახელების ძახილს იმ ილუზიით რომ რაიმე სასიკეთოს ვაკეთებ ქალებისთვის, რომლებსაც სცემენ, აუპატიურებენ, ჩაგრავენ, დევნიან და ამცირებენ ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით.

Labels:
ვაგინა მონოლოგები,
ფემინიზმი,
ფემინიზმი ქართულად
Subscribe to:
Posts (Atom)