Tuesday, March 11, 2014

სექსიზმი "რა? სად? როდის?"-ში!

ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა გამიჩნდა მეგობრებთან კამათისას, როდესაც ვახსენე რომ სატელევიზიო შოუ "რა? სად? როდის?" წარმოადგენს მკაფიოდ გამოხატულ მამაკაცურ კლუბს, სადაც ქალების ერთადერთი რეალური როლი სცენის დეკორაციაში უფრო გამოიხატება, ვიდრე რეალურად კლუბის წევრობაში, რაზეც მწვავედ უარყოფითი რეაქცია მივიღე "სექსისტი არ ვარ მაგრამ..." ტიპის ადამიანებისგან. ძალიან გამიჭირდა, კიარადა ვერც კი მივუახლოვდი მიზანს რომ რამენაირად ამეხსნა რატომ არის ეს თამაში სექსისტური და გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი რა განაპირობებს ამ "ნებაყოფლობით სიბრმავეს" ჩემს მეგობრებში, არ დაინახონ ის აშკარად გამოკვეთილი სექსიზმი რაც მე და ზოგიერთ ჩემს (გოგო) მეგობარს აშკარად გვჭრის თვალს.

რეალური მიზეზი ჩემი აზრით არის საერთო ფონი და ხარისხი ქართული ტელეგადაცემებისა. რასაკვირველია ნანუკას შოუების, კაცების შოუების და სხვა მსგავსი სიმახინჯეების შემდგომ, რომელიც საზოგადოების მეტნაკლებად გათვიცნობიერებულ ნაწილში უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მდარე ხარისხის გადაცემები, ჩნდება მოთხოვნა რაღაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტზე. სწორედ ეს განაპირობებს "რა? სად? როდის?"-ის უსიტყვო პოპულარობას. ილუზია რაღაც უკეთესზე და ამაღლებულზე, რასაც ეს გადაცემა გვიქმნის.

გადაცემაში ბევრი ტრიუკია ამ "ამაღლებული" განწყობის შესაქმნელად. მე ამას "ბურჟუაზიულ ნოსტალგიას" დავარქმევდი. ელეგანტურად გამოწყობილი კლუბის წევრები მოთვინიერებული ღიმილით შესცქერიან სმოკინგებში და ბაფთებში გამოწყობილი მოთამაშეებს ე.წ. "ბატონ მოაზროვნეებს", რომელთაც მაგიდასთან უზით ერთი, არანაკლებ ელეგანტურად გამოწყობილი, "ხელიდან ხელში საგოგმანებელი მარგალიტი", ქალბატონი "მოაზროვნე" .(აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ ვერ ვახერხებ ტერმინი "მოაზროვნე" მუდმივად ბრჭყალებში არ ჩავსვა. არ ვიცი, მარტო მე ვარ თუ თქვენთვისაც ჟღერს ეს ტერმინი სასაცილოდ და არასერიოზულად? არ ვიცი რა სტანდარტები აქვთ შოუს პროდიუსერებს, მაგრამ ჩემთვის,  ნებისმიერი ქმნილება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ კუჭის თავთან უსიამოვნო შეგრძნება ჰქონია და შემდგომ ამ შეგრძნების შიმშილთან ასოციაცია  და ამ პრობლემის აღმოფხვრის ხერხების ძებნა დაუწყია, უკვე მოაზროვნეს წარმოადგენს).

 მაგიდის უკან თვინიერად დგანან თავჩახრილი, თეთრ ხელთათმანიანი მომსახურე პერსონალი ( მომსახურე პერსონალისთვის თეთრი ხელთათმანის ჩაცმევა თუკი თქვენში ამ წუთასვე არ აღძრავს პროტესტის გრძნობას, გთხოვთ, კითხვას ნუ გააგრძელებთ). თამაში იხსნება ოპერის ფრაგმენტით (კიდევ ერთი ბურჟუაზიული ნოსტალგიის მაგალითი)."მოაზროვნეები" წყვილწყვილად ხელჩაკიდებული დგანან. "მოაზროვნეების" გამოცხადებისას ქალი მოთამაშე ყოველთვის ბოლოდან მეორე ცხადდება, გუნდის კაპიტნის წინ. ეს ალბათ რაიმე ბურჟუაზიული წესჩვეულებაა "მანდილოსნის" პატივსაცემად, თუმცა ამდენად დეტალურად ვერ ვერკვევი ბურჟუაზიის ცხოვრების წესებში. თამაშის დასაწყისისთვის ყველას ცივილურად დაკავებული აქვს თავიანთი ადგილი, წამყვანი ენაკვიმატობს, გუნდის კაპიტანიც ცდილობს არ ჩამორჩეს ენაკვიმატობაში (თუმცა ჩემი ერთერთი საყვარელი მოვლენაა როცა გუნდის კაპიტნის ენაკვიმატური გამონათქვამი დიდად წარმატებული არ არის და მის სახეზე აშკარა საკუთარი თავით უკმაყოფილება აისახება ხოლმე ).

ზუსტად ეს თეატრალური "ბურჟუაზიული ნოსტალგია" განაწყობს ქართველ მაყურებელს ასე დადებითად შოუს მიმართ. მაყურებელს უყვარს ჭკვიანი მამაკაცები სმოკინგებში, ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილი მანდილოსნებით გაფორმებული ინტერიერი, თეთრთათმანიანი ბატლერები, გონგის შემოკვრა და ინტელექტის ღვრა ცისფერი ეკრანებიდან. ამ შოუში ყველაფერი ისეა როგორც რეალურ ცხოვრებაში უნდა იყოს: მამაკაცები ძლიერები, ჭკვიანები, სიმპატიურები უნდა იყვნენ, მანდილოსნები დახვეწილნი, პატივმიგებულნი და უმცირესობაში უნდა გვხვდებოდნენ და რამოდენიმე თეთრთათმანიანი ბატლერი ლამაზ სუფრას უნდა ემსახურებოდეს რადგან ჩვენ გამორჩეული ერი ვართ ინტელექტით, მანდილოსნის პატივისცემით, დახვეწილობით. შოუ გვჩუქნის იმ ფანტაზიას, რასაც ასე მოკლებულები ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომ ყველაფერს ვაპატიებდით მას იმ ბედნიერი წუთებისთვის, როდესაც ჩვენს თავს წარმოვიდგენთ როგორ ვუზივართ შუშის მაგიდას სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილებს დახვეწილი, თვინიერი ღიმილით.

მე კი აი იცით სად ვხედავ ძალიან ზუსტად სექსიზმს? როდესაც წუთი ჩაირთვება და დებატები იწყება. ამ მომენტში ძალიან ზუსტად შეგიძლია თქვა რომ ეს კაცების კლუბია და ქალები მხოლოდ სცენის დეკორაციას წარმოადგენენ. არც კი ვიცი უფრო ზუსტად როგორ ავხსნა სცენა, როდესაც 5 მამაკაცი თავზე გადაჰყვირის აშკარა უმცირესობაში მოყოლილ, აშკარად ხელოვნურად "შემოჩეჩებულ" ქალბატონ მოაზროვნეს. თითოეული "მოაზროვნის" საუბრის მანერაში, ხელის მოძრაობაში გრძნობ მათ დამოკიდებულებას ამ გოგოს მიმართ რაც არის "სამწუხაროდ გუნდში მინიმუმ 1 ქალი უნდა იყოს, ამიტომაც ზიხარ შენ აქ. რომ არა ეს წესი, შენ აქ არ იქნებოდი."  ვიცი რომ თქვენ, უმეტესობა მამაკაცები ამას არ დაინახავთ, ვიცი რომ თქვენ ამას არასოდეს არასოდეს არ აღიარებთ. ვიცი რომ უმეტესობა მამაკაცები ამას შეიძლება საერთოდ ვერც აფიქსირებთ. ინსტინქტების დონეზეა ეს უკვე გამჯდარი. აი იმ წამებში როდესაც მხოლოდ პასუხის პოვნაზე ხართ კონცენტრირებულები და ტვინი ივიწყებს პოლიტკორექტულად აზროვნებას, აი ამ მომენტებში ჩანს რომ ყველაზე გათვიცნობიერებული მამაკაცებიც კი მხოლოდ პოლიტკორექტულობის ხარჯზე არიან გენდერული თანასწორობის მომხრეები და როცა ტვინის ეს პოლიტკორექტული ნაწილი გამორთულია, ისეთივე თვითკმაყოფილი სექსისტები ხართ, როგორიც ყოველთვის იყავით.

კიდევ რამოდენიმე შეკითხვა მიჩნდება. რა მოხდებოდა რომ გუნდში 2-ზე მეტი ქალი ყოფილიყო? მოახდენდნენ თუ არა "ბატონი მოაზროვნეები" მათ წარმატებით იგნორირებასაც? მოხდებოდა თუ არა ნელი გადატრიალება მამაკაცების დომინანტურ ტვინში თუკი ქალების ხმა უფრო ძლიერი იქნებოდა? სამწუხაროდ ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ მაქვს, რადგან სატელევიზიო "რა? სად? როდის?"-ში ასეთი გუნდები არ არსებობენ. არსებობენ გუნდები 1 ქალბატონის მონაწილეობით და არსებობს 1 გუნდი, რომელიც ხელოვნურად მთლიანად ქალებით არის დაკომპლექტებული (WTF?).

მე პირადად ეს თამაში არასოდეს არ მითამაშია, არც სურვილი არ გამჩენია რომ მეთამაშა. რატომ? ალბათ მეშინოდა რომ ვერ "დავამტკიცებდი" რაღაცეებს, მეშინოდა რომ სცენის დეკორაცია ვიქნებოდი და ჩემი ხმა 5 მამაკაცის ხმაში ჩაიკარგებოდა, თუმცა მსგავსი შიშები თამაშის გარეთაც ხშირად ამხდენია. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც უთამაშიათ მიმტკიცებენ რომ გუნდები 2-ზე მეტი ქალით არ იქმნება რადგან სამწუხაროდ ფიზიკურად არ არსებობენ ამდენი მოთამაშე ქალები და ეს არის რეალობა. მე ვიტყვი რომ ზუსტად ეს რეალობა ასახავს სექსიზმს თამაში. ეს რეალობა ამტკიცებს რომ "რა? სად? როდის?"-ი კაცთა კლუბია. ეს რეალობა გვაჩვენებს რომ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ რომ მათი ხმა კაცების კლუბში ჩაიკარგება საერთოდ არ მიდიან, არც ამ თამაშის სპორტული ვერსიის სათამაშოდ, და ვისაც არ ეშინიათ, მათი ხმა დიდი ალბათობით იკარგება კიდევაც და ეს თავიდან ბოლომდე განაპირობებს ამ თამაშის უკიდურესად სექსისტურ მხარეს.

დავასრულებ ალბათ ჩემი წარმოდგენით რა არის გენდერული თანასწორობა. თანასწორობა არ არის როდესაც 1 ქალი, ან 3 ქალი, ან ქალების 10% არიან ძალიან ძლიერები და ამტკიცებენ რომ მამაკაცთა სამყაროში შეუძლიათ წარმატებულები იყვნენ. ჭეშმარიტი თანასწორობა არის ის რომ ქალებსაც შეუძლიათ ისეთივე "საშუალოები" და არაფრით გამორჩეულები იყვნენ, როგორც მამაკაცების უმეტესობა ამ სამყაროში და მაინც ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ, ისწავლონ, განვითარდნენ, მოიგონ, წააგონ და ისევ მოიგონ და მუდამ თან არ სდევდეთ საკუთარი არსებობის ღირებულების დამტკიცების წნეხი.

104 comments:

  1. დანარჩენზე კამათი მეზარება, მაგრამ ასეთი ხმალაღმართული ფემინიზმი ისეთივე სექსიზმია, როგორც მაჩიზმი. როგორ იყო, ყველაზე საზიზღარი რასისტები ზანგები არიანო? აი ესაა ზუსტად :)))))

    ReplyDelete
    Replies
    1. იქნებ განმიმარტოთ ხმალი სად დაინახეთ ან ჩემი რომელი ფრაზა შეიძლება გადათარგმნილი იყოს საზიზღარ სექსიზმად?

      Delete
    2. "ეს კაცების კლუბია და ქალები მხოლოდ სცენის დეკორაციას წარმოადგენენ", "ბურჟუაზიული ნოსტალგია" (კაცმა არ იცის, რა შუაშია, მარა კაი), "მე ვიტყვი რომ ზუსტად ეს რეალობა ასახავს სექსიზმს თამაში" (ალბათ თამაშში). და ა.შ. თითიდან გამოწოვილი ვითომ არგუმენტაცია, რომელიც ერთსა და იმავეს ატრიალებს რამდენადმე მყარი არგუმენტების მოყვანის გარეშე.

      პს საზიზღარი სექსიზმი არ მიხსენებია :)) მხოლოდ რასიზმი ;)

      Delete
    3. არ შემიძლია ანონიმურ იუზერს არ დავეთანხმო.
      უდაოდ სექსიზმით არის გაჟღენთილი მთელი ნაშრომი :)

      Delete
    4. გასაგებია თქვენი აზრი. რაც არ უნდა დავწერო გრამატიკული შეცდომების გასწორებას და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ათასჯერ დაზუსტებას მომთხოვთ ასე რომ გმადლობთ გამოხმაურებისთვის, ჩემი პოსტის თქვენს მიერ მიუღებლობა მიღებულია :D

      Delete
    5. მიუღებლობა არაფერ შუაშია :) რეალური არგუმენტები არ გაქვთ, მხოლოდ გაუგებარი ბურჟუაზიული ნოსტალგია (რომელიც საიდან უნდა არსებობდეს ქვეყანაში, სადაც 100 წელია ბურჟუაზია არ არსებობს, როგორც ასეთი, სრულიად გაუგებარია), და დარწმუნებით ლაპარაკი იმაზე, რომ სექსიზმითაა გაჟღენთილი სამყარო და კერძოდ ეს გადაცემა.

      მე მართლა მესმის, თუ რამდენად მძიმე იყო ქალის მდგომარეობა ადრე და სრულიად მესმის სუფრაჟისტებისა და ფემინისტების და ვიზიარებ მათ იდეებს. მაგრამ თქვენნაირი რადიკალური ფემინისტები მხოლოდ სახელს უტეხავენ აუცილებელ და კარგ საქმეს.

      Delete
    6. ოჰო, ნაშრომი? მადლობთ, მე უბრალოდ ბლოგპოსტი მეგონა და თურმე "ნაშრომი" შემიქმნია. ნამდვილად უდაოდ სექსიზმით არის გამსჭვალული ეს პოსტი, ეს ფაქტი უდაოა, ამიტომ აღარ შემოგედავებით :D

      Delete
    7. ანონიმუს,გთხოვთ რადიკალური ფემინიზმის შესახებ დააზუსტოთ და შემდგომ დაასვათ ამ ბლოგს იარლიყი რამდენად რადიკალურია

      Delete
  2. საინტერესო სტატიაა, ძალიან მომეწონა.
    ეს შოუ რომ ძალიან სექსისტურია და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე რამოდენიმეჯერ იქნებოდა მოხსნილი ტელეეთერიდან,მგონი, ისედაც ცხადია.
    მე უფრო იმ ახსნამ დამაინტერესა თუ რატომ არის ეს პროექტი ასეთი პოპულარული საქართველოში. მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში შეიძლება გაემართლებინა ბურჟუაზიის ასეთ თეატრალურ ესთეტიზაციას. საბჭოთა ადამიანისათვის ბურჟუაზიით ტკბობის ერთადერთი საშუალება ხომ თეატრში ან ოპერაში სიარული იყო. ეს შოუც ერთგვარი ოპერაა სახლიდან გაუსვლელად. რა თქმა უნდა, ეროვნული, მასკულინური შაბლონებით გაჯერებული ოპერა. სტატიის წაკითხვის შემდეგ, მართლა უცებ დალაგდა ეს ყველაფერი თავის ადგილზე და მივხვდი რატომ არის ერთი შეხედვით სრულიად არა კომერციული პროექტი (ინტელექტუალური შოუ) ასე პოპულარული.

    ReplyDelete
    Replies
    1. როგორ მიყვარს ხალხი, რომელთათვის რაღაცა "ისედაც ცხადია" :დ

      Delete
    2. საინტერესოა, როგორ შეიძლება "ნორმალურ ქვეყანაში" (რასაც არ უნდა ნიშნავდეს:)) გადაცემა აიკრძალოს "რამოდენიმეჯერ":)))))

      Delete
  3. It's wrong on so many levels. მთელი პოსტი წუწუნია. http://phys.org/news150954140.html - ერთი ამას გადახედე. სანამ ბურჟუაზიაზე და თეთრ-ხელთათმანიან მსახურებზე დაიწყებ ჩივილს მანამდე უნდა გამორიცხო ყველა ობიექტური მიზეზი, მათ შორის ისიც რომ ზოგადად ამ თამაშს შეიძლება კაცები უფრო თამაშობენ ვიდრე ქალები. ასევე ისიც, რომ, სავსებით შესაძლებელია, მანდ მოთამაშე მამაკაცები, ზოგ ქალბატონზე მეტად იმსახურებენ გუნდში ყოფნას.

    ReplyDelete
    Replies
    1. https://www.youtube.com/watch?v=-E6ljLSOkbY

      Delete
    2. ქართველო ხელი ხმალს იკარ!!!!

      Delete
    3. https://encrypted-tbn3.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcSi2SU3YmmKEtAhi6k79KqqmfkKAQwmUkxtkEuCHU5G6HdXNOaM7Q

      Delete
    4. თუკი ჭეშმარიტ ობიექტურობაზე ვისაუბრებთ ჭადრაკის და "რა? სად?როდის?"-ის შედარებას აშკარად არაობიექტურია რადგან აქ ორ განსხვავებულ თამაშზეა საუბარი, თუ ვცდები?

      Delete
    5. სტატიის აზრი არის ის, რომ ჭადრაკს უბრალოდ უფრო მეტი მამაკაცი თამაშობს ვიდრე ქალი, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმ ილუზიისა რომ კაცები ჭადრაკში უფრო "მაგრები" არიან ვიდრე ქალები. სწორედ ამიტომაც ჩანს თითქოს ჭადრაკი არის მამაკაცური სპორტი. იგივეს რატომ გამორიცხავ რა? სად? როდის? -ის შემთხვევაში? გაქვს ინფორმაცია რამდენი მამაკაცი თამაშობს და რამდენი ქალი? სანამ სხვა მიზეზებს არ გამორიცხავ თუ რატომ შეიძლება იყოს ამ შოუში უფრო მეტი კაცი ვიდრე ქალი, არ მესმის როგორ შეიძლება სექსიზმზე საუბარი, თანაც ასეთი კატეგორიული ტონით. რა თქმა უნდა, შენი ბლოგია და რასაც გინდა იმას დაწერ, მაგრამ რეალობაზე მეტად უფრო Wishful thinking-ის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეტი არაფერი.

      Delete
    6. მე მგონი ამაზე მეწერა უკვე. არის სფეროები რომლებიც ითვლება ერთმნიშვნელოვნად "მამაკაცის სფეროებად" სადაც ქალები ნაკლებად შედიან ტრადიციული პატრიარქატული წყობის თუ აღზრდის შედეგად. ერთი თამაში, ერთი გადაცემა, ერთი ბლოგი რასაკვირველია ვერ შეცვლის მოცემულობას. კი Wishful thinking-ია რომ ოდესმე მოვა დრო, სადაც ქალები და მამაკაცები იქნებიან რეალურად თანასწორები. მანამდე კი მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის დავწერო იმაზე რა ხდება ახლა და რატომ არის ეს არასწორი და "ნიჩურიტით" ველოდო რომ მომავალში რაიმე შეიცვლება (სამწუხაროდ არაფერი ამის წინაპირობას არ მაძლევს ამ ეტაპზე).

      Delete
    7. Wishful thinking-ში, ამ კონკრეტულ გადაცემაში, სექსიზმის არსებობა ვიგულისხმე. რა? სად? როდის? - ის თამაშს კი პატრიარქალური წყობის ან აღზრდის გამო არავინ უშლის ქალებს.

      Delete
    8. ქალებს ხელი ეშლებათ ყოველთვის, ყველაფერში. ყველა ნაბიჯზე, ყველა სიტყვაზე, ყველა გადაწყვეტილებაზე. აქ არ მაქვს საკმარისი ადგილი რომ ავხსნა რას ნიშნავს გაიზარდო ქალად მამაკაცებით დომინირებულ ქვეყანაში. ოდესმე შევეცდები რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაგატაროთ ყველა ის დაბრკოლება რაც ქალებს ექმნებათ ცხოვრების განმავლობაში და შევკრა ის დეტალები ერთად, რაც ამ დაბრკოლებებს ქმნიან. მანამდე კი გამგები გაიგებს.

      Delete
    9. ალბათ არ გესწავლება რო პატრიარქალური წყობა, რომელშიც ვცხოვრობთ, კაცებს არანაკლებს სტრესში ზრდის ვიდრე ქალებს და ეს წუწუნი ქალად გაზრდაზე ყოველთვის ნერვებს მიშლის, მითუმეტს იმ ხალხისგან ვინც მშვენივრად იცის, რომ პატრიარქატი კაცებისთვისაც საშინელებაა. მე 2 ჯერ მითამაშია გუნდში სადაც კაპიტანი გოგო იყო, ჩემს გუნდში ყოველთვის 2 ზე მტი გოგო იყო. თუ იძახი რომ ამ თამასის სპორტული ვრსია სექსისტურია, იმიტომ რომ ცოტა გოგო თამაშობს (კაცების ხმნაში ჩაკარგვის ეშინია) დადექი და იძახე რომ , ტრაქტორისტობა სექსიზმია, მფრინავობა სექსიზმია და ასე შემდეგ (იმიტომ რომ აქაც ცოტა ქალია). ცოტა გოგო თამაშობს და რა ვქნათ? სატელევიზიო ვარიანტს და ბურჟუაზიულ ნოსტალგიას რაც შეეხება მანდ გეთანხმები, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ, რაც არასდროს არ ქონია ქართველ ხალხს (ასეთი კლუბები, მოსამსახურეები და გონგები) იმისი ყურება უხარია. ის ქხელოვნურად შეყრილი ქალების გუნდი რომელსაც მოსიძე უნამუსოდ ეხმარებოდა ისეთი გულისამრევი იყო ვერცერთხელ ვერ ვუყურე. სატელევიზიო ვარიანტში გუბნდებს ადგენენ პროდუყსერები, ეს გუნდები სპორტულ ვერსიაში ასე არ არიან დაკომპლექტებულები. ასე რომ სატელევიზიო ვარიანტის სექსისტურობაზე მსჯელობაში ნაწილობრივ მოგყვები თუმცა
      ნუ იმას აღარ დავიწყებ რომ თამაშის სპეციპიკურობიდან გამომდინარე (რომელიც არ გესმის თუ არ გითამაშია) შეიძლება მოთამაშის ვარიანტებს არ იღებდნენ და არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას მაგრამ მისი იქ ყოფნის გარესე გუნდი ვერ ითამ,აშებდა.)

      Delete
    10. არსად მითქვამს რომ პატრიარქატი მამაკაცების მხრებზე ნაკლებ სიმძიმეებს აჩენს ვიდრე ქალებისაზე. კაცები თავისმხრივ წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი ქალების მსგავსად. მე ვლაპარაკობ თანასწორობაზე, როდესაც სქესის მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს შეუძია ითამაშოს რა სად როდის, იმუშავოს ტრაქტორზე, გახდეს მფრინავი და იმუშავოს საქსოვ დაზგასთან და როდესაც პროდუსერები არ აკეთებენ ხელოვნურად გოგოებით დაკომპლექტებულ გუნდებს.

      Delete
  4. "რა სად როდის" კი არა "კაცების შოუ" უნდა ერქვას ამ თამაშს!

    ReplyDelete
  5. კლუბელობას გვართმევენ!
    სულში გვაფურთხებენ!
    გვაფემინისტებენ!
    თქვენ გეკითხებით კლუბელებო, გინდათ ფემინისტი შვილები??

    ReplyDelete
  6. ირაკლიMarch 11, 2014 at 5:17 AM

    სპორტულ გუნდებშიც იგივე პროპორციით არიან მამაკაცები და ქალბატონები, შესაბამისად სატელევიზიოში ვერ იქნება განსხვავებულად. მაგრამ ვერ ვხვდები სექსიზმი რაში მდგომარეობს?! იმაში, რომ მამაკაცებს უფრო იზიდავს ეს თამაში? გამოსავალი რა არის, იძულებით ვათამაშოთ ქალბატონები? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გამოსავალი კომპლექსურია და ცალკე ბლოგი დასჭირდება

      Delete
    2. როგორც წესი, ვისაც პასუხი აქვს, პასუხის გაცემას ახერხებს კიდეც :) "გამოსავალი კომპლექსურია" შეიძლება გაიშიფროს, როგორც "მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგანაც ჩემი პოსტი უბრალოდ საწუწუნოდ დავწერე, რადგანაც ფემინიზმსა და ყველაფერ შესაძლო რამეზე წუწუნს რატომღაც ვაიგივებ, ხოდა გთხოვთ, ნუ დასვამთ ლოგიკურ კითხვებს და ბრამდ დამეთანხმეთ":)

      Delete
  7. ზოგადად, როდესაც რაიმე საქმეში ქვოტას ითხოვთ სქესობრივი ნიშნით, ანუ, დაუმსახურებლად, ეს უკვე თქვენს სისუსტეზე მიუთითებს. ვინმე აიძულებს მაგ გუნდებს, რომ აუცილებლად ერთი ქალი მაინც ჰყავდეთ გუნდში, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა რეალურად იგი? ან კიდევ - ვინმე უკრძალავს მათ, რომ გუნდში, პირიქით, მხოლოდ ერთი მამაკაცი ჰყავდეთ?

    ReplyDelete
    Replies
    1. თამაშის წესებით მინიმუმ 1 ქალი უნდა იყოს.

      Delete
    2. როგორ გეკადრებათ

      ასპარეზობს ერთი უქალო გუნდი ამ სეზონში

      http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO

      Delete
  8. მე ყველაზე მეტად მომწონს ის არგუმენტი, რომ რა სად როდისს სპორტულ თამაშებს აკუთვნებენ და აქდან ასკვნიან, რომ აი რადგან სპორტია, მაგიტომ ნაკლები ქალია ჩართული, სხვა სპორტებშიც ხომ ეგრეა!

    ReplyDelete
    Replies
    1. იმიტომ რომ "ქალები სუსტები არიან სპორტში". ეს არგუმენტი ყველაფერს თავის ადგილას აყენებს :D :D

      Delete
  9. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
    Replies
    1. რა საკვირველია ფაქტია რომ შიდა სამზარეულოში ჩაუხედავის ნაწერია რადგან პოსტში შავით სტაფილოსფერზე მიწერია რომ თავად არასოდეს მითამაშია. ბლოგპოსტის უკანაც არანირი ფარული მიზნები არ დგას და ერთი ტელემაყურებლის აზრია მოცემული. რაც შეეხება შიდა სამზარეულოს, გარე სამზარეულოს ნახვითაც შემიძლია დავასკვნა რომ უფრო ღრმად ცხვირის ჩაყოფა არ მიღირს. გმადლობთ კომენტისთვის :)

      Delete
    2. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ერთხელ მაინც ითამაშოთ სპორტული რა?სად?როდის? :) ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ...
      ია მეტრეველი და ირინა ფრუიძე უძლიერეს ქართველ მოაზროვნეთა ათეულში შედიან... არა მგონია მათი თამაშის კარგად დაკვირვების შემთხვევაში ვინმეს მხრიდან სექსისტური დამიკიდებულება შენიშნოთ. ეს ორი ქალბატონი ყველაზე ცნობილები არიან და მაგიტომ მოვიყვანე მაგალითად. :) არც თავზე დაყვირის ვინმე და პატივისცემის ნაკლებობასაც არ განიცდიან... თუ არ გჯერათ შეგიძლიათ თავად ამ ქალბატონებს გაესაუბროთ...

      Delete
    3. ამ არგუმენტზე პასუხი შეგიძიათ ბლოგის ბოლო ნაწილში მოიძიოთ

      Delete
  10. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
    Replies
    1. ბატონო თევდორე, თქვენს კომენტს ვშლი. ნება მიბოძეთ ჩემი ბლოგპოსტის შინაარსი თავად გადმოვცე, ხოლო ვისაც კითხვა ეზარება, შეუძლია გვერდი დახუროს და სხვა ვებგვერდზე გადავიდეს.

      Delete
    2. კომენტის წაშლა არ არის რთული:) წაშალეთ კი ბატონო :) გაცილებით რთულია არასპეკულატიური, არადილეტანტური, არატენდენციური პოსტის დაწერა. ხოლო რაც შეეხება "შინაარსის თავად გადმოცემას" თქვენ ეს უკვე შეასრულეთ საკმაოდ სადავო პოსტის გამოქვეყნებით. მას შემდეგ, რაც თქვენი პოსტი გამოქვეყნდა, გარდაუვალია მისი ინტერპრეტირება და კრიტიკა, ამისთვის იმხო მზად უნდა იყოთ:) ყველა კომენტარს ვერ წაშლით...

      Delete
    3. ჩემო კარგო, მე პოსტის კრიტიკა კი არა ჩემს კომპეტენციაში ჩარევა და ჩემი ბლოგპოსტის შინაარსის საკუთარ ნებაზე ინტერპრეტირება წავშალე და ამ გვერდზე ერთადერთი მხოლოდ ეს კომენტარი წაიშალა, ასე რომ კუდის გამობმას ნუ დავიწყებთ. პოსტი სადავო შეიძლება ბევრისთვის იყოს მაგრამ მე ამ პოსტში გამოქვეყნებული ყოველი სიტყვის უკან ვდგავარ და არცერთის წაღებას არ ვაპირებ უკან. შეგიძიათ დილეტანტი და ტენდენციური მეძახოთ, შეგიძიათ შიდა სამზარეულოს გასასინჯად დამპატიჟოთ მაგრამ რეალობა ერთია. პოსტი წარმოადგენს ერთი რიგითი ტელემაყურებლის პოსტს, რომლისთვის მნიშვნელოვანია ის მხარე, რას ართმევს გადაცემა ლანგარზე თავის მაყურებლებს და როგორ აღიქმება ეს უცხო თვალისთვის.

      Delete
    4. ჩემო კარგო, თქვენ ზუსტადაც რომ პოსტის კრიტიკა (ირონიული ფორმით) წაშალეთ. შიდა სამზარეულოში გასასინჯად არ დაგპატიჟებთ, ვინაიდან თქვენი პოზიციიდან ჩანს, რომ ჩამოყალიბებულ აზრს არ შეიცვლით, ვინაიდან საკუთარ თავს აძლევთ უფლებას გააკეთოთ დასკვნები საკითხში საფუძვლიანი გარკვევის გარეშე („გარე სამზარეულოს ნახვითაც შემიძლია დავასკვნა რომ უფრო ღრმად ცხვირის ჩაყოფა არ მიღირს“) და არ ხართ გახსნილი არგუმენტირებული და კონსტრუქციული პოლემიკისთვის („ყოველი სიტყვის უკან ვდგავარ და არცერთის წაღებას არ ვაპირებ უკან“, „რეალობა ერთია“). რეალობა ერთი არ არის. ეს ტენდენციურობაა. თქვენს „კომპეტენციაში ჩარევასთან“ დაკავშირებით კი (რომელსაც ასე მტკივნეულად აღიქვამთ), კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოღონდ ამჯერად შევეცდები უფრო გასაგებად: თქვენი საჯარო პოსტის შინაარსის ინტერპრეტირება და კრიტიკა არათუ თუ მხოლოდ თქვენი „კომპეტენციაა“ არამედ პორტალის ნებისმიერი მომხმარებლის. რა თქმა უნდა თქვენივე „კომპეტენციაში“ არის ნებისმიერი არასასურველი კომენტარის წაშლა..:))) თქვენი მხრიდან იმაზე აპელირება, რომ თქვენი პოსტი არის „ერთი რიგითი ტელემაყურებლის“ პოსტი ამ კონტექსტში სრულიად გაუგებარია. ამ ფორმატში მსჯელობისას ყველანი „ერთი რიგითი“ მომხმარებლები ვართ. რაც შეხება იმას, რას ართმევს გადაცემა ლანგარზე მაყურებელს, მხოლოდ სავარაუდო სექსიზმზე დაუსაბუთებელი მითითება და სხვა ასპექტების უგულებელყოფა ტენდენციურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

      Delete
    5. უკაცრავად მაგრამ აგიხსნით როგორ მუშაობს ჩემი ბლოგსპოტი და ჩემი კუთხე და კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ჩემს წესებს ჩემს ბლოგზე. წესები მარტივია:
      1)მე ვწერ პოსტს რაიმე გარკვეული შინაარსით
      2)თქვენ აკომენტარებთ თქვენს აზრს (დადებითს ან უარყოფითს)

      მე არ დავტოვებ ჩემი პოსის პატარა გაშარჟებულ ვერსიას ამავე პოსტის მკითხველებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ეს ოპცია გამოიყენოთ ნებისმიერ სხვა ვებგვერდზე თუ სოციალურ საიტზე მაგრამ არა ორიგინალური პოსტის ქვეშ წარწერით "ვისაც წაკითხვა ეზარება". არ ვაპირებ ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემი პოსტის მაგივრად თქვენს გაშარჟებულ მოკლე ვარიანტს წაიკითხავს და ამის საფუძველზე დაკომენტებას გადაწყვეტს. ეს არის ელემენტარული ეთიკა, ე.წ. "დაუწერელი წესი, რომელსაც მე მგონი მე არ უნდა გიხსნიდეთ.

      თუ ეს კუთხე გაუგებარია და არ გაწყობთ, მაშინ შეიძლება სხვა კუთხიდან შეგახედოთ ამ წაშლის ქმედებას. რეალურად მე თქვენ შეღავათი გაგიწიეთ და წაგიშალეთ საკმაოდ მდარე ხარისხის იუმორით გაჯერებული კომენტი, რაც მაინცა და მაინც დადებითად არ ასახავდა თქვენს პიროვნულ თვისებებს.

      არაფრის :)

      Delete
  11. ამ გადაცემას დიდი პრობლემა აქვს, ნამდვილად. მაგრამ ეგ პრობლემა სექსიზმი ნამდვილად არაა. სხვა პრობლემაა. არ ჩანს ისეთი.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნუ მოგერიდებათ თქვენს მიერ დანახული პრობლემის იდენტიფიცირება. თუ შეიძება გამოვიდეთ ამ მისტერიის ბურუსიდან

      Delete
  12. ეს გადაცემა სექსიზმის განსახიერებაა!!! რატომაა გუნდში 5 კაცი და მხოლოდ 1 ქალი?
    ის კიარა, თუ დააკვირდებით, გადაცემაში არც ერთი შავკანიანი არ მონაწილეობს, ეს რასიზმია!!!
    წამყვანი მონაწილეებს მიმართავს ”ბატონო”-თი, ანუ ბატონ-ყმობის დაბრუნება უნდათ!!!
    მარტო ის რად ღირს, ერთ-ერთი გუნდის კაპიტნად რომ ფრინველი დასვეს (ბატონი გედი), ეს არის ქართველი ერის დაცინვა!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. რა მხიარული კომენია. არ გინდათ იუმორინაში გეცადათ თავი? ;)

      Delete
    2. ეს ბლოგი რომ იუმორინას ორგანიზატორებმა წაიკითხონ, კარგად ვიცი ვინც ამოყოფს თავს ფილარმონიის სცენაზე :D

      Delete
    3. ვახ, როგორი იმედგაცრუებაა. კიდევ ველოდი თქვენგან ხუმრებს სამი ძახილის ნიშნით ყოველი წინადადების ბოლოს ( არც ეს ბოლო მოსარკასტულო ხუმრობა იყო ნაკლები მარა სამი ძახილის ნიშანი მაინც სხვა ელფერს ანიჭებდა ( მეტი გაქანება ჩანდა :D

      Delete
  13. უიმეეე. მართლა სექსიზმით და ფემინიზმით არი სავსე სტატია. საცოდაობაა პირდაპირ :/

    P.S. თუ საკმარისი განათლება და ლოგიკურად აზროვნების უნარი გაქვს, არც 5 კაცში ჩაიკარგება შენი ხმა და არც 50-ში.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩემი დაკვირვებით იმ გამოხმაურებებზე, რაც ამ ბლოგპოსტს მოყვა, აზროვნებას ძალიან ცოტა საერთო აქვს თამაშთან ;)

      Delete
    2. kidev, kidev? :)

      Delete
  14. უბრალოდ შენ ხედავ ხუთ მამაკაცს ქალის წინააღმდეგ, მე ვხედავ ექვს ადამიანს ერთმანეთის წინააღმდეგ. გეტყვი რომ თვითდამკვიდრების პრობლემაა ყველგან, თორემ ია მეტრეველს მაგალითად არავინ არ უყურებს მეექვსე ზედმეტად.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნორმიდან ფლუქტუაციები არსებობს მაგრამ მაინც ფლუქტუაციად რჩება. ის რომ უამრავ ქალბატონში თქვენ და კიდევ სხვა მკითხველებმა მარტო ორის სახელის გახსენება შეძლეს, უკვე ბევრზე მეტყველებს ჩემთვის :)

      Delete
    2. =))))))) ის რომ ნორმიდან გადახრის მაგივრად ნორმიდან ფლუტუაცია იხმარე ძალიან სასაცილო ფაქტად მეჩვენება ))))

      Delete
    3. მიხარია რომ გამხიარულდი ))) კი, მე მიყვარს ტერმინები და ვცდილობ ხშირად გამოვიყენო. იმედია რაიმე საწინააღმდეგო არ გაქვთ )))

      Delete
    4. არა არა )) უბრალოდ მეცინება ) ხო პოსტს რაც შეეხება, ის იცი ხომ რომ ეგ გუნდები სპორტულ ვარიანტში იგივე სემადგენლობით არ არიან? გუნდები საერთოდ მოთამაშეებისგან დამოუკიდებლად ყალიბდება და დარწმუნებული ვარ კაპიტნების ნებაზე რომ იყოს, ზოგ გუნდში ქალი საერთოდ არ ქიენბოდა და ზოგში 2 ზე მეტიც ) მე სპორტულ ვარიანტს ვთამაშობდი და არაერთხელ შემშურებია გოგოს აზროვნების)

      Delete
    5. მიხარია რომ გეცინებათ მაგრამ უფრო დავაფასებდი რომ ბოლომდე დაგემთავრებინათ დაწყებული სარკაზმი. როდესაც გუნდები მოთამაშეებისგან დამოუკიდებლად ყალიბდება და შოუს ფორმატი ხელოვნურად განსაზღვრავს ქალების რაოდენობას გუნდში, ეს კიდევ უფრო დამამცირებელია როგორც მოთამაშე ქალებისთვის, ასევე ზოგადად გუნდებისთვისაც, არ მეთანხმებით?

      Delete
    6. ექვსი ადამიანი ერთმანეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად არასწორია. ექვსივე ადამიანი მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში ერთის თავში მოსული ასოციაციით მეორე სწორ პასუხს სცემს. მოკლედ გუნდური თამაშია და ქალი კაპიტნებიც არიან სპორტულ ვერსიაში. მოკლედ ზედმეტი მოგდით.

      Delete
  15. პატივცემულო ბლოგერო, გეტყობათ რსრ არასდროს გითამაშიათ და ამიტომ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ კაცები ქალებს თავზე გადაჰყვირიან.

    დამერწმუნეთ არსებობს ძალიან ბევრი ქალი, რომელიც საკუთარ ვერსიას ბოლომდე იცავს და საერთოდაც არ აჩაგვრინებს კაცებს თავს. მეტიც არსებობენ ქალები რომლებიც სრულად მართავენ თანაგუნდელი მამაკაცების მსჯელობას, არსებობენ გუნდის კაპიტანი ქალები, რომლებიც ძალიან კარგად ართმევენ ამ როლს თავს.

    მესმის, რომ ადამიანებს თავისთვის დელიკატურ საკითხებზე ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება სჩვევიათ, მაგრამ ასეთი "მკაცრი" კრიტიკა იმ საკითხისა, რომელთანაც, თავად აღიარეთ, ეკრანის გარდა არც ერთი შეხების წერტილი გქონიათ, მომიტევეთ და ცოტა არარელევანტურად მიმაჩნია.

    პ.ს.
    საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა ისეთი თამაშების შესახებ როგორიცაა მაგალითად: სნუკერი, ჭადრაკი ან მაგიდის ჩოგბურთი.

    ასევე საინტერესო იქნებოდა რას ფიქრობთ სინქრონულ ცურვაზე და ბალეტზე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ასევე არსებობენ არსებობენ კოსმონავტი ქალები, ქალი ტანკისტები, დიზაინერი მამაკაცები (თუმცა მათი "მამაკაცობა" საზოგადოებისთვის მუდმივად ეჭვქვეშ დგას ხოლმე). მე ვლაპარაკობ ძირითად ტენდენციებზე რაც გენდერული ბალანსის კუთხით დგას. ამასთან არის დაკავშირებული ასევე ჩემი ბლოგპოსტის ბოლო აბზაციც ასე რომ უკვე გაუგებარია დაზუსტებით რაში მდგომარეობს თქვენი უკმაყოფილება?

      Delete
  16. Leaf Eilde თქვენთან კამათს არ ვაპირებ (უბრალოდ, აბსოლუტურად უაზროდ მიმაჩნია ფანატიკოსებთან კამათი...) მაგრამ რამოდენიმე საწინააღმდეგო ფაქტს მოგიყვანთ, ცოტა რომ დაგაბნიოთ და იქნებ დაგაეჭვოთ კიდეც ამ შოუს თქვენეულ შეფასებებში (საუკეთესო, მაგრამ არარეალურ შემთხვევაში):
    1. რაც შეეხება თქვენს ირონიულ კომეტარს მხოლოდ ორ ცნობილ მოთამაშე (შეგნებულად არ ვამბობ „მოაზროვნეს“) ქალბატონთან დაკავშირებით; დარწმუნებული ვარ რომ კომენტატორს არ ჰქონია აზრად ყველას ჩამოთვლა, თორემ ნამდვილად არ შეჩერდებოდა ამ ორ მართლაც უძლიერეს მოთამაშე ქალბატონზე. კიდე შემოძლია დაგისახელოთ ბროლის ბუს მფლობელი მაია ლოლაშვილი, ეკატერინე გეგეშიძე, თამარ კორახაშვილი, თამარ შარაშიძე... მეტს აღარ გავაგრძელებ, იმ ორთან ერთად კიდევ ერთი გუნდი ხომ გამოდის?!
    ახლა მეორე საკითხი, რაც შეეხება ხმის გადაფარვას: პირადად ჩვენი თანაგუნდელი და მეგობარია ეკა გეგეშიძე, კიდევ 5 მამაკაცი ვართ გუნდში მაგრამ არათუ ნამდვილად ვერ ვფარავთ მის ხმას, არამედ არც გვაქვს ამის სურვილი, რადგან მართლა ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ყოველთვის სეროზული შედეგი მოაქვს გუნდისათვის;
    და ბოლოს, პირადად მე ვცდილობდი (ჩემი დის ჩათვლით) სულ მცირე სამი ქალბატონის დაყოლიებას კლუბში თამაშზე მაგრამ უშედეგოდ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა იმ ყბადაღებული მიზეზით, თითქოს მათ შეშინებოდათ თავიანთი ხმის ჩაკარგვის მამაკაცთა ხმებში (როგორ, ჩემს დასაც შეეშინდა?!), არამედ მოუცლელობის და სხვა მიზეზების გამო...
    ასე, რომ, იქნებ გეფიქრათ ამ ყველაფერზე ქალბატონო ფანატიკოსო?

    ReplyDelete
    Replies
    1. უკაცრავად, კომენტის კონსტრუირებას არავის ვასწავლი მაგრამ როგორც კი პირველივე წინადადებაში ფანატიკოსს მიწოდებთ შემდგომ ამხელა პოსტის შედგენისას რა ლოგიკით იხელმძღვანელეთ ეს მაინტერესებს (კითხვად არ ჩამომართვათ, არ ვცდილობ ფანატიკოსთან ძალით შეგიყვანოთ კამათში, უბრალოდ რიტორიკული კითხვაა რამაც თავში გამიელვა)

      Delete
    2. ფანატიკოსი, ჩემი მოკრძალებული აზრით შეგვიძლია ვუწოდოთ ყველას, ვინ რაიმე იდეას, მოძღვრებას ან უბრალოდ მოსაზრებასაც კი ემხრობა მატრინ ლუთერისეული პრინციპით: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ და ჯიუტად არ სურს საწინააღმდეგო აზრის გაზიარება (მარტო მოსმენა და ცინიკური კომენტარები არ შველის საქმეს და...)
      p.s. როგორც ვხედავ ჩემი მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა: სტყვა ფანატიკოსის იქით ჩემი პოსტი არც კი წაგიკითხავთ, ცნობისმოყვარეობამაც კი ვერ გძლიათ, დაფიქრებას ვიღა ჩივის! ამიტომ, ნება მიბოძეთ ჩემს აზრზე დავრჩე თქვენს ფანატიკოსობასთან დაკავშირებით...
      კამათში არც მე შემოვდივარ, უბრალოდ რიტორიკული კითხვის რიტორიკულ პასუხად მიიღეთ (და მაინც) ქალბატონო ფანატიკოსო! :)
      სამწუხაროდ მეტ დროს ვეღარ დაგითმობთ, ამიტომ სულ კარგად ბრძანდებოდეთ თქვენ გატანჯულ და სექსისტი მამაკაცებისაგან დაჩაგრულ სამყაროში!

      Delete
    3. ფანატიკოსის თქვენეულ განმარტებს კომპლიმენტად ვიღებ, გმადლობთ :)

      რაც შეეხება თქვენი კომენტის წაკითხვას - მარტივი ფსიქოლოგიაა, თუკი პიროვნებასთან კონტაქტს შეურაცხყოფით იწყებთ არც იმის ილუზია გქონდეთ რომ ეს პიროვნება რაიმე ტიპის ცნობისმოყვარეობას და პატივისცემას გამოავლენს თქვენი აზრების და პოზიციების მიმართ.

      კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო დაკავებულო მეგობარო, დაე არასოდეს აღარ მოგწეოდეთ გაბუტული ბავშვის კუთხეში დადგომის პოზიციიდან დაკომენტება არავის ბლოგპოსტზე :D :D

      Delete
  17. დანამდვილებით ვიცი, რომ არანაირი მამაკაცთა კლუბი არ არსებობს და არაფერს ისეთს არ ვაკეთებთ მანდ, რომ ქალებს ჩვენთან თამაში რცხვენოდეთ :), პირიქით, ყოველთვის მივესალმებით ქალბატონებს, რომელთაც თამაშის სურვილი და ამისთვის საჭირო ინტელექტი გააჩნიათ, თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ითამაშოთ და თავად ნახოთ საზიზღარი მამაკცები როგორ ვცდილობთ ჩავახშოთ ქალის ხმა მაგიდასთან :))
    რაც შეეხება ბურჟუაზიულ ნოსტალგიას.... როდის იყო ჩვენს ქვეყანაში ბურჟუაზია?
    სწორია.. არასოდეს ყოფილა, ჩვენ ეს ფენა არასოდეს გვყოლია საქარფთველოში, შესაბამისად ვერც ნოსტალგია გვექნება, ეს უბრალოდ თამაში ფორმატია და მე ვფირობ თამაშს საკმაო სოლიდურობას მატებს (ახალუხით თამაში არ გვიცდია, თუმცა არა მგონია გაამართლოს) :)))
    მოკლედ, ნუ ეძებთ შავ კატას შავ ყუთში, როდესაც ის იქ არა არის ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. ბურჟუაზია რომ არ ყოფილა არ ნიშნავს რომ ფანტაზია და ნოსტალგია არ არსებობს. ზოგადად "ბურჟუაზია" ამ ტერმინის სარკასტული გაგებით დღემდე არსებობს და მოიცავ თეთრ საშუალო კლასის მამაკაცებს და ქალებს. ზოგადად არის ტერმინები, რომლებსაც ისტორიული პირველსაწყისი აქვს თუმცა დღესდღეობითაც სახეშეცვლილად იხმარება და რაიმე კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან ძალიან ბუნდოვანი კავშირები აქვს.

      ბევრჯერ დავაკომენტე უკვე, შიდა სამზარეულოში შეიძლება ძალიანაც მურაბა ურთიერთობები გაქვთ მაგრამ ტელევიზორში უცხო თვალით ასე აღიქმება. შეიძლება უსიამოვნო მოსასმენი იყოს შიდა სამზარეულოში ჩახედული ადამიანებისთვის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თავის ლოგიკას მოკლებულია ;)

      Delete
  18. თამაში ნამდვილად სექსისტურია. კვოტის გამოც, ცალკე გოგოების გუნდის გამოც. თამაშზე გაჟღერებული კომენტების გამოც. მაგრამ, მე მაინც ვთამაშობ. ხანდახან ამის მცხვენია. უბრალოდ, რომ წამოვიდე, უარესი არ იქნება?
    ბევრი არ დაეთანხმება ამ პოსტს. იმიტომ რომ, ვინც ვთამაშობთ, გვიყვარს ეს თამაში...ძნელია აღიარო, რომ ის რაც ასე გიყვარს, გადასარევი არაა.

    ReplyDelete
    Replies
    1. რატომ უნდა წამოხვიდეთ? არაფერი პირადად საწინააღმდეგო არ მაქვს კონკრეტული მოთამაშეების მიმართ (თუმცა როგორც ვხედავ ეს პოსტი ძალიან პირადულ დონეზე იქნა აღქმული). არც იმის ილუზია არ მაქვს რომ ერთი პოსტის გამო უცებ შოუს ფორმატი შეიცვლება. ერთადერთი, რატომაც ეს პოსტი დავწერე, იყო რომ თუნდაც იმ რამოდენიმე პიროვნებამდე, რომელიც მზად არის თემაზე გახსნილი მსჯელობისთვის ჩემი პირადი შეხედულებები მიმეტანა. ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხმება ახლა და იმედი მაქვს რომ ვინმე მაინც დამეთანხმება მომავალში.

      Delete
    2. არა, მე უფრო ჩემი დილემა გავაჟღერე... და ჩემი insecuruties...იმიტომ რომ, ხანდახან დიდი დისკომფორტს ვგრძნობ და ვფიქრობ, ხომ არ ჯობია, წამოვიდე-მეთქი.
      უბრალოდ, სხვა რამეც არის იქ ღირებული და მაგის გამო ვაგრძლებ

      Delete
  19. რა მაინტერესებს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რაგბის ეროვნულ ნაკრებში რომ აუცილებელია მინიმუმ ორი ფერადკანიანის ყოფნა, ეგ რასიზმის ნიშანია?

    ReplyDelete
    Replies
    1. თუ არ ვცდები თქვენ უკვე ნაპოვნი გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი და თვლით რომ არა. მე რატომ მეკითხებით? ამ პოსტის თემა აშკარად სხვა საკითხს ეხება. შემდეგი კითხვის ჩამოყალიბებისას გლობალური დათბობის და ინდოეთში ქალების სტატუსის თემებს თუ არ მიმოიხილავთ, მადლობელი ვიქნები ;)

      Delete
  20. ე... ტექნიკური შესწორება - არის გუნდი, რომელშიც ქალია კაპიტანი. თორე 'არსებობს ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა' გამოგდით. ეს ისე

    გარდა ამისა "მე პირადად ეს თამაში არასოდეს არ მითამაშია, არც სურვილი არ გამჩენია რომ მეთამაშა"

    ხოდა, ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ პრინციპი არ ჯობს? თორე "ჟესტებში/კოჭებში ეტყობათ სექსისტობა, სატნებს მაგათ" პოზიცია შორს არაა ტაბურეტიანი წვეროსანის "ევროპაში სულ ერთმანეთთან წვანან ეგ სოდომიტები ეგენი" პოზიციისგან

    სპორტული რსრ-ს თამაშები ტარდება კვირაობით, კომაროვსა და ნიუტონის სკოლაში (სატელევიზიო ფორმატში მოხვდერის ორი ძირითადი კრიტერიუმია - ასაკი (25 წელი) და სპორტულის შედეგები (ეგ უკვე თქვენზეა). თუ დაინტერესდით, მიბრძანეთ, უფრო ზუსტ კალენდარს მოგაწვდით

    ReplyDelete
    Replies
    1. მე არ მითქვამს რომ გუნდის კაპიტანი ქალები არ არსებობენ მაგრამ 13 გუნდში მხოლოდ 2 გუნდია ქალი კაპიტნით და აქედან ერთი ხელოვნურად შეკოწიწებული ქალთა გუნდია.

      თქვენამდე ძალიან ბევრმა მომიყვანა არგუმენტად რომ არ ვერკვევი შიდა სამზარეულოში რა ხდება და ზედაპირულად ვწერ. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას. ეს პოსტი საკითხის ფუნდამენტალურ კვლევას არ წარმოადგენს, არც კლუბის წევრებს შორის ურთიერთობების, კლუბის წევრების და მოთამაშეების სქესის და წარმატების ხარისხის სტატისტიკურ ანალიზს, არამედ მაყურებლის თვალით დანახულ სატელევიზიო თამაშს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უყუროს ნებისმიერი ტიპის შოუს და გამოთქვას აზრი ამ შოუს შესახებ კულისებში შეხედვის გარეშე და პოსტიც ზუსტად ამ ტიპის, წინასწარგანზრახულად ზედაპირულ ანალიზს მოიცავს.

      ზოგადად შოუ, რომლის დადებით მხარეების დანახვისთვის აუცილებლად კულისების ორივე მხარის შესახებ უნდა გვქონდეს ინფორმაცია, არ მესმის, რა პრინციპით შეიძლება იყო აღქმული დადებითად. აი ეს კითხვა მაწუხებს მთელი ამ ბატალიების შემდგომ

      Delete
    2. "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უყუროს ნებისმიერი ტიპის შოუს და გამოთქვას აზრი ამ შოუს შესახებ"

      რა თქმა უნდა

      და როცა ამას საჯაროდ აკეთებს, ისეთი არხით, რომელიც კომენტირების საშუალებასაც იძლევა, არ უნდა გაუკვირდეს, რომ გამვლელ-გამომვლელიც გამოთქვამს საკუთარ აზრს ამ თავდაპირველად გამოთქმული აზრის საპასუხოდ

      როგორც ვხვდები, თამაშების დაზუსტებული კალენდარი არ გნებავთ

      Delete
    3. სწორად ხვდებით :)

      სამწუხაროდ არც ამ აზრის გამოთქმაში ხართ პირველი. რა საკვირველია აზრთა სხვადასხვაობას პოსტის წერისას ველოდი (არ ვიცი ამ ბლოგის სტუმრები რატომ ასკვნიან სხვანაირად, რის საფუძველზე). იცით რას არ ველოდი? მასიურ ისტერიას არ ველოდი. თავზე ქვიშის გადაყრას და ლოყების ხოკვას არ ველოდი ნამდვილად რაც ამ ორი დღის განმავლობაში საკმარისზე მეტად ვიხილე "ბატონი მოაზროვნეების" და მათი გრუპიეების მხრიდან და ძალიან მოხარული ვარ.

      რა საკვირველია ბლოგი ამ მიზნით არ დამიწერია მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა :D :D

      Delete
    4. გრუპიე რამე ახალი ტერმინია?

      Delete
    5. დაინტერესებულებმა შეგიძიათ მოიძიოთ ტერმინის ისტორია, მხიარულებმა კი შეგიძლიათ ცინიზმი დახვეწოთ ;)

      Delete
    6. ჩემი ორი ცენტი უნდა შევაგდო, თორემ ავფეთქდები:
      1. ეს არის პირადი ბლოგი. პირად ბლოგებში მოსულა არაობიექტურობა, ზედაპირულობა, სუბიექტურობა. არ აქვს ამ ბლოგს სტატისტიკური ანალიზის პრეტენზია. როგორც პირადი ბლოგების უმეტესობას.
      2. მაყურებელს ასე გონია. რატომ გგონიაო, თავი გავიგიჟეთ.
      3. თუ თვლით, რომ კრიტიკა არასწორია, რატომ შფოთავთ ასე? მაშინ, ეს ავტორის ბრალია ხო? ავტორი რჩება წაგებული. არადა, ჩვენ იმაზე ვშფოთავთ-ხოლმე, რაც გვაწუხებს...
      4. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს არ ვეთახნმები (ხო ასე ხდება-ხოლმე, პირად აზრებში ხალხი ერთმანეთს არ ეთანხმება), თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ გადაცემა სექსისტურია. და ძალიანაც კარგი, რომ ამის შესახებ დაიწერა. სწორად, არსწორად,ჩახედულად თუ ზედაპირულად, ეს სხვა დისკუსიის საგანია.

      Delete
    7. გმადლობთ რომ ზუსტად ახსენით რის ახსნასაც 2 დღეა უშედეგოდ ვცდილობ :)

      Delete
  21. ასე თუ დაიწყო ყველა თვ პერსონამ რეაგირება ყველა ნეგატიურ კომენტზე, რომელიც მასზე თქვეს, ხომ მოკვდება ინსულტით.
    ეს არის ტვ გადაცემა, მას ყავს კრიტიკოსები. როგორც ნებისმიერს.
    უბრალოდ აქ ძალიან დიდი თემისა და მიკუთვნებულობის გრძნობა და კრიტიკა მტკივნეულად განიცდება.
    გადაცემა სექსისიტურია, თორემ მონაწილეები ზოგი სექსისიტია და ზოგი -არა, რა ვიცი, ჩემი დაკვირვებით, საქართველოს პოპულაციის განწყობებს ავსხავთ პროპორციულად. :-)

    ReplyDelete
  22. saidan amdeni zizgi kacta mimart (gackda magati sinsila)? :) rame xom ar uckeninebiat bavshvobashi? :)
    tu dakveta iko seqsizmze? :)))

    avtoro, tu ase guli shegtkiva am problemaze, ratom ar chamoakalibeb gunds tundac 3 qalbatonit (genderuli tanascoroba idealurad rom ikos daculi) da ar ibzroleb am istoriuli usamartlobis agmosafxvrelad? ah, survili ar gaqvt? qilikis survili xom gaqvt? diax, qilikis, vinaidan sxvas verafers davarqmev imas, rom turme sitkva 'moazrovne' tqventvis sasacilo da dasazraxia (kolegialoba mainc gamoichinet im qalbatonebis mimart vinc tamashoben). tundac ase ikos, tqveni azrit alternativa ra sheidzleba ikos am sitkvis?

    an iqneb am qalbatonebistvis gekitxat jer grznoben tu ara tavs dacahgrulad. tumca vici ra iqneba amaze tqveni argumenti: es xom zedapiruli mimoxilvaa fesvgamdgar problemaze, romelic samzareuloshi chauxedavad daceret ;) ketili.'

    aseve, didi siamovnebit movismendi msgavs 'sibrznis simfonias' magalitad fexburtze (mag seqsitebi mageni :) ).

    P.S. momitevet latinuri shriftistvis.

    ReplyDelete
    Replies
    1. დაკვეთა იყო დიახ. როგორ მიხვდით? რამ გამცა? :D :D

      Delete
  23. mamakacta modgmaze dauokobeli shurisdziebis ckurvilma :D

    ReplyDelete
    Replies
    1. ოღჩ. დიახ, მამაკაცთა მოდგმის ამოჟლეტას ვცდილობ ამ ბლოგპოსტით. ოღონდ ჯერ სპერმა უნდა ამოვაცალოთ და შევყინოთ :v :v

      (სასწაული კაცს თუ გინდა :D :D )

      Delete
    2. Naah..ragac martivi metodia. rame ufro sophisticated, getakva :D

      ise sainteresoa ras upirebt shegrovebul spermas? didxans apirebt kriogeneratorshi gacherebas tu rame danishnulebit gamoikenebt? :D

      Delete
  24. ისე საინტერესოა რატომ არ გინდათ რომ სინჯოთ თქვენი ძალები? უბრალოდ საინტერესოა მეტი არაფერი...

    ReplyDelete
    Replies
    1. იმიტომ რომ ისედაც დადებითი წარმოდგენები მაქვს საკუთარ ძალებთან დაკავშირებით და ვცდილობ უფრო საინტერესო და შედეგიანი კუთხით მივმართო, ვიდრე, როგორც ბევრმა შემომთავაზა, გუნდი შევქმნა და ვამტკიცო რომ ჩვენს შეგვიძლია (მიუხედავად იმისა რომ არსად მიხსენებია რომ არ შეგვიძლია და არც ის მიხსენებია რომ სხვას უხსენებია რომ არ შეგვიძლია :D ბევრმა ეს პოსტი წუწუნად და თავის შეცოდებადაც აღიქვა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებისდა გამო ) :D

      Delete
  25. პანიკური პოსტია :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. პანიკას ერთადერთი კომენტებში ვხედავ ))

      Delete
  26. არანაკლებია ავტორშიც, ყველას რომ პასუხს სცემს :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. მე მაპატიეთ, არ მეგონა იმ იმედით კომენტს რომ პასუხს არ მიიღებდით ავტორისგან :D :D ისე ეს რაიმე ახალი ფეტიშია? კომენტების წერა პასუხის მოლოდინის გარეშე? :v

      Delete
  27. ასეთი "ფემინიზმი" ალბათ რეალური ფემინიზმისათვის ყველაზე მავნე რამეა,ნამდვილ ფემინისტებს სახელს უფუჭებს და არარსებული ბუზის არსებულ სპილოდ გადაქცევის მოყვარულების რეპუტაციას აძლევს :) კარგი რა, სირცხვილია ბოლობოლო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ პოსტის ზემოთ არის კიდევ მეორე პოსტი რომელშიც ზოგადად ვსაუბრობ სექსიზმის ძირითად გამოვლინებებზე. ვიცი რომ ბატონ მოაზროვნეებს ის მეორე ბლოგპოსტი (რომელიც ამ პოსტის ზემოთ არის განთავსებული და ამიტომაც აქ ლინკს შეგნებულად არ ვდებ) არ წაგიკითხავთ და არ დაგიშეარებიათ მაგრამ რავი, გადაგევლოთ თვალი ყოველი შემთხვევისთვის არ იქნებოდა ურიგო. ზუსტად თქვენ და თქვენი პოსტის ტიპის პოსტებს ეხებათ. ჩემთვის უფრო სამარცხვინოა როდესაც ამდენი "განათლებული" ადამიანი შეგნებულად ხუჭავს თვალებს ყველაფერზე, რაც მათ ირგვლივ ხდება და მხოლოდ იმ თემებს ეხმიანება, რომლებიც პირადად ეხებათ. გარდა ამისა თქვენი თავდაცვის მექანიზმები იმდენად ერთფეროვანია და მოსაწყენია რომ არც კი ვიცი ღირს თუ არა გიპასუხოთ. ასევე ჩემი თხოვნა იქნება თუკი რაიმე გაქვთ სათქმელი ერთ კომენტში გააერთიანოთ ხოლმე რომ ერთბაშად ვუპასუხო და ხელიდანგაქცეული მარგალიტებივით არ მიმოფანტოთ სხვადასხვა კომენტის კომენტებში, მე მათ შეგროვებას და აწყობას არ ვაპირებ. გმადლობთ :)

      Delete
  28. გამარჯობა, 'ერთგვარი' გამოუხმაურებასავით დავწერე შენ პოსტზე ჩემთან, თუ დაგაინტერესებს აგერ! http://goo.gl/Rpkxbg

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად საინტერესო შეჯამება იყო. გმადლობთ რომ გამიზიარეთ :)

      Delete
    2. მადლობა, ეს ერთი და სხვა მრავალი ;]]

      Delete
    3. არაჩვეულებრივი პოსტია, ესეც და ბატონო გიორგი, თქვენიც. :)

      Delete
  29. ძალიან კარგი პოსტია. სწორი აქცენტები იყო. პრობლემა თამამად ამხილეთ და მასკულინურ-მაჩოისტური საბურველი შეამოაძარცვეთ. მეც სულ ძვალ-რბილში გამჯდარ სექსიზმზე, ფემინიზმსა და გენდერზე ვწერ და ეს პოსტი ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის. წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
  30. ..ჯერ ვჭრი, მერე ვკერავ და ვიმეორებ ამას რამდენიმეჯერ, ბოლოს კი ვამბობ, რომ პრობლემის გადაჭრის გზა არ შეიძლება არსებობდეს, რადგან პრობლემა თავად ის არსებული "იდეალური" სიტუაციაა, რომლის შეცვლა არცერთ მხარეს არ სურს. "მოაზროვნე" კი ვარ ვერაფერი გავიგე... ვერაფერი რაც ამ ბოლო წინადადების ზევით წერია :(იმედია ახალი კომენტარები გვერდის ბოლოში ჯდება)

    ReplyDelete
    Replies
    1. უკაცრავად, ვერ გავიგე რას ამბობთ :S

      Delete
  31. მე კი აი იცით სად ვხედავ ძალიან ზუსტად სექსიზმს? როდესაც წუთი ჩაირთვება და დებატები იწყება. ამ მომენტში ძალიან ზუსტად შეგიძლია თქვა რომ ეს კაცების კლუბია და ქალები მხოლოდ სცენის დეკორაციას წარმოადგენენ. არც კი ვიცი უფრო ზუსტად როგორ ავხსნა სცენა, როდესაც 5 მამაკაცი თავზე გადაჰყვირის აშკარა უმცირესობაში მოყოლილ, აშკარად ხელოვნურად "შემოჩეჩებულ" ქალბატონ მოაზროვნეს. თითოეული "მოაზროვნის" საუბრის მანერაში, ხელის მოძრაობაში გრძნობ მათ დამოკიდებულებას ამ გოგოს მიმართ რაც არის "სამწუხაროდ გუნდში მინიმუმ 1 ქალი უნდა იყოს, ამიტომაც ზიხარ შენ აქ. რომ არა ეს წესი, შენ აქ არ იქნებოდი." ვიცი რომ თქვენ, უმეტესობა მამაკაცები ამას არ დაინახავთ, ვიცი რომ თქვენ ამას არასოდეს არასოდეს არ აღიარებთ. ვიცი რომ უმეტესობა მამაკაცები ამას შეიძლება საერთოდ ვერც აფიქსირებთ. ინსტინქტების დონეზეა ეს უკვე გამჯდარი. აი იმ წამებში როდესაც მხოლოდ პასუხის პოვნაზე ხართ კონცენტრირებულები და ტვინი ივიწყებს პოლიტკორექტულად აზროვნებას, აი ამ მომენტებში ჩანს რომ ყველაზე გათვიცნობიერებული მამაკაცებიც კი მხოლოდ პოლიტკორექტულობის ხარჯზე არიან გენდერული თანასწორობის მომხრეები და როცა ტვინის ეს პოლიტკორექტული ნაწილი გამორთულია, ისეთივე თვითკმაყოფილი სექსისტები ხართ, როგორიც ყოველთვის იყავით.
    ამ ნაწილში ვეთანხმები ავტორს, ბურჟუაზიულობა ცოტა საკამათოა თუმცა თავისუფალი ინტელექტი სხვა ინტერიერთან ასოცირდება უკვე თანამედროვე მსოფლიოში, ამიტომ მგონია, რომ ძალიან ჩამორჩა საქართველო დანარჩენ მსოფლიოს, ნუ ცხადია სომალი არ მაქვს მხედველობაში :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მე ეს დრესკოდი, თეთრ ხელთათმანებიანი მომსახურე პერსონალი და სიტყვა "ელიტარული"-ს უსაშველოდ ბევრჯერ გამოყენება მებურჟუაზიულება :D :D გმადლობთ გამოხმაურებისთვის :)

      Delete