ჩემმა ბოლო ბლოგპოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი დამეწერა. რა საკვირველია ეს პოსტი თავის მართლებას არ ემსახურება, არც "პოპულარობის" გაზრდის მიზნით მაქვს დაწერილი რადგან თითქმის 85%-ით დარწმუნებული ვარ რომ პოსტი, რომელიც კონკრეტულად რომელიმე ჯგუფისკენ არ არის მიმართული და პიროვნების ზოგად აზრებს და დამოკიდებულებებს შეიცავს, რომელებიც ე.წ. "ცხელ თემებს" არ მიეკუთვნება თითქმის არასოდეს არ არის "პოპულარული" (პოპულარობასაც ბრჭყალებში ვსვამ რადგან ეს ცნება ჩემთვის უფრო ცარიელ სიდიდეს წარმოადგენს, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მიზნებს).
ასე რომ იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტს ჩემთან დარჩენას თხრობას განვაგრძობ. წინა პოსტთან დაკავშირებით ბევრი კომენტი მივიღე, რომლებიც მადანაშაულებდა რომ "ფემინისტებს ჩემი წერილებით სახელს ვუტეხავ", ვარ "რადიკალური ფემინისტი", "ვწუწუნებ ჩემს დაჩაგრულობაზე პატრიარქატულ სისტემაში" და ა.შ. ასეთი ტიპის კომენტებზე პასუხის გაცემას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა ერთ დაკვირვებაზე ვისაუბრო.
მე აღმაფრთოვანა იმ "მამაკაცურმა სოლიდარობამ" რაც ამ კომენტებში დავინახე. იმ შეკრულობამ და მხარში დგომამ, რასაც მამაკაცები ავლენენ სექსიზმის ბრალდებებისგან თავის დასაცავად. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ქალების კომენტებზე. რამოდენიმე ქალბატონისგან მოვისმინე რომ თურმე საქართველოში და ყოველშემთხვევაში თბილისში მაინც სექსიზმი არ არსებობს. რომ თბილისში სექსიზმი ქალებს ხელს არ უშლის მიზნის მიღწევაში და რომ მათ სექსიზმი არასოდეს შეხებიათ და ქალები რომლებიც სექსიზმზე ლაპარაკობენ ე.წ. "ლუზერები" არიან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ახლა ხელებს მამაკაცებზე აწმინდავენ. აი ამ აზრებმა, ცოტა არ იყოს დამზაფრა. მინდა ვკითხო ამ ქალბატონებს: ქალბატონებო თქვენ იცით რ არის სექსიზმი? მე ვერასოდეს ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ სექსისტური დამოკიდებულებები თქვენს მიმართ არ განგიცდიათ. მე ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან", მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის არ ურჩევია "ქალისთვის შესაბამისი" პროფესიის არჩევა. ვერასოდეს დავიჯერებ რომ თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს რომ "ქალს მოკრძალება შეჰფერის", "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", "ქალი უნდა იყოს ქალური", "ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის შექმნა და შვილის აღზრდაა". მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ არასოდეს არ ყოფილხართ დიეტაზე, არასოდეს არ ჩაგიტენიათ ლიფჩიკში ნაჭრები, არასოდეს ჩაგიხედავთ სარკეში უკმაყოფილების გრძნობით. არ მჯერა რომ არასოდეს წამომხტარხართ კომპიუტერიდან შიშით რომ "რაღაც გააფუჭეთ", არ მჯერა რომ მანქანის ტარებისას არ მჯერა რომ არასოდეს მოუძახებიათ თქვენთვის "ეს ქალი მძღოლები რა" და არ მჯერა რომ "უბნის ბირჟებზე" გავლისას მაინც არავის გამოუყოლებია თქვენთვის ტუჩების წკლაპუნს ნწწწწწპ ხმა.
და თუ რამენაირად მოახერხეთ და ამ მოცემულობას გაექეცით, გილოცავთ! მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ათასობით თინეიჯერი გოგონა დღესდღეობით არ გადის იმავე რთულ და მტკივნეულ პროცესს. არც იმას ნიშნავს რომ ამ გოგონების დიდი პროცენტი სულიერად არ "გატყდება" ამ წნეხის შედეგად და თავის ცხოვრებას, მომავალს, წარმატებას, კარიერას ტუალეტში არ ჩარეცხავს შიშით რომ ვერაფერს მიაღწევს, რომ კარიერა ქალის საქმე არ არის, რომ ქალები ტექნიკაში ვერ ერკვევიან, რომ ქალების უმთავრესი მოვალეობა დედობა და მეუღლეზე ზრუნვაა და ასე შემდეგ. თქვენს თაობაშიც ძალიან ბევრი გოგო გატყდა ამ წნეხის ქვეშ და ბევრმა ჩარეცხა თავისი ცხოვრება ტუალეტში.
მოდით გაისეირნეთ თბილისის ქუჩებში და დააკვირდით სექსიზმის ნიშნებს. სექსიზმი ყველგანაა და სექსიზმი ყოვლისმომცველია.
საიდან მოდის სექსიზმი? ბევრი მეტყვის რომ ტრადიციებიდან. მე დავამატებ კიდევ საიდან მოდის სექსიზმი: სექსიზმი მოდის ბილბორდებიდან, სექსიზმი მოდის რეკლამებიდან, სექსიზმი მოდის მედიიდან, სექსიზმი მოდის ფილმებიდან, მულტფილმებიდან, სერიალებიდან, ტოკშოუებიდან, რადიოდან, ისტორიის წიგნებიდან,სკოლიდან, სოციალური საიტებიდან და თითქმის ყველა იმ წყაროდან, რასაც დღედღეობით ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყენებთ.
სექსიზმი და დისკრიმინაციაა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია (პლაკატი, პოსტერი, გადაცემა, ტოკშოუ, ბანერი, რეკლამა, მუსიკალური კლიპი, სარეკლამო კლიპი და ა.შ.) რომელიც გამოხატავს ქალს სუსტ, დამოკიდებულ, არამნიშვნელოვან, სექსუალიზირებულ (აქ შეიძლება არ დამეთანხმოთ და მითხრათ რომ ამის მიზეზია რომ სექსი იყიდება. თუკი სექსი იყიდება და მყიდველების 50% ქალია, მაშინ 90% რეკლამებში რატომ არის მხოლოდ ქალის სხეული სექსუალიზირებული?) ნივთად.
არის თუ არა ტელეგადაცემა "რა? სად? როდის?" სექსისტური? ჩემი მიკერძოებული აზრით არის. მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გადაცემის კულისებს მიღმა, ფარდებს უკან, შიდა სამზარეულოში, სპორტულ ვერსიაში და ა.შ. ცისფერ ეკრანზე მე ვხედავ გუნდებს, რომლებშიც ქალები არიან უმცირესობის სახით წარმოდგენილები და ჩემი ზედაპირული დაკვირვებით ხშირ შემთხვევებში ქალების აზრის გათვალისწინება ნაკლებად ხდება.
მე მომბეზრდა ვუყურო ქალებს უმცირესობაში. მომბეზრდა ვუყურო კვოტებით შევსებულ ქალების ადგილებს, შოუსთვის ხელოვნურად გოგოებით შევსებულ გუნდებს, მომბეზრდა ვუყურო გადაცემებს საიდანაც დიეტებზე, სილამაზის პროდუქტებზე, მაკიაჟზე, ფრჩხილების გამოყვანაზე, ყვავილების მოვლაზე მესაუბრებიან. მომბეზრდა ჟურნალები რომლებიც სეზონურ ვარცხნილობებზე, მოდურ ტანსაცმელზე, კანის მოვლის პროდუქტებსა და სუპერშემწოვ ტამპონებზე მესაუბრებიან. მომბეზრდა მედია, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ცდილობს მითხრას რითი დავკავდე, რაზე ვინერვიულო, როგორ გამოვიყურებოდე,რა ვაკეთო, რაში ვარ ძლიერი და ა.შ.
ამ თემაზე ალბათ კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი მაგრამ მე აქ გავწყვიტავ და ვიტყვი. ვინც თვლით რომ "ფემინისტებს ვარცხვენ", "რადიკალი ფემინისტი ვარ", "საკუთარ თავში ჩაკეტილი ფანატიკოსი ვარ" და ასე შემდეგ, გისურვებთ შემდგომ ცხოვრებაში ფერადკანიან ქალბატონად მოსვლას რომ თავიდან ბოლომდე გამოსცადოთ ის ყოვლისმომცველი სექსიზმი, რასიზმი და დისკრიმინაცია რასაც ეს სამყარო გვთავაზობს და მწარე მაგალითზე დარწმუნდეთ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ ჩემი ფანატიკური ფანტაზიის ნაყოფი კი არა ყოველდღიური რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.
Tina, shena xaar? :)))
ReplyDeletemapatiet seqsizmistvis..ukve vnanob.
არარადიკალური ფემინიზმი იგივეა რაც გახეული განდონი. ყველაფერი წესრიგშია
ReplyDelete