მოკლედ დღეს დიდი შეხლა-შემოხლა იყო. "ჭეშმარიტმა ქართველებმა" ქრისტეს სახელით გვერდები დაუბეგვეს "არაჭეშმარიტ ქართველებს", თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ ქრისტესმიმართ სიყვარულით გააკეთეს, რათა ეხსნათ ისინი ე.წ. "სოდომ-გომორის" ცოდვის სიმძიმისგან და დაემტკიცებინათ რომ მხოლოდ ჰეტერო-სიყვარული შეიქმნს შენს მუშტს ძნელად მოსაგერიებლად და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელი შეძლებს გაქციოს მოძალადე ცხოველად. ცხოველად, რომელსაც როდესაც არც სხვისი შესმენა შეუძლია, არც საკუთარი შეხედულების დამკიცება და როდესაც კაცთმოყვარე სიტყვების მარაგი ამოეწურება მზად არის კაცთმოყვარე მუშტი გითავაზოს.
მოკლედ დიდხანს ვფიქრობდი. ამ ქრისტიანი-ძველბიჭების კასტის მოტივები ჩემთვის გასაგებია. ისინი იმდენად გაუნათლებლები არიან, გულწრფელად სჯერათ რომ ჰომოსექსუალობა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა და დაცემინებით ვრცელდება. ასევე სჯერათ რომ ბავშვებმა შეიძლება ლამაზი, ფერადი დროშის, ტელეგადაცემებისა და პროპაგანდის გამო უეცრად ორიენტაცია შეიცვალონ და დაპირისპირებულ ბანაკში გადაბარგდნენ და ეშინიათ, რომ ორიენტაცია შეცვლილი ხალხი მათაც დაერევა. ფარული ხერხებით ჰომოსექსუალობის სენს შეჰყრის და მერე მშვიდობით ნანატრო უკრაინელო ნაშებო. მე მაინტერესებდა მღვდლების პოზიცია.
მღვდლებს რისი ეშინიათ? მათ ხომ ოქროსგუმბათიანი ეკლესიები, ხატიდან გადმოდენილი მირონი და ფეხისმბანელი ცოლები უმაგრებენ ზურგს?
რამოდენიმე დღევანდელი ვიდეოს ყურების შემდგომ მივხვდი რისი ეშინიათ მათ.
მათ კონკურენციის ეშინიათ. ქუჩაში მიმავალ მშვიდობიან აქციაში, სატელევიზიო გადაცემაში ისინი კონკურენტებს ხედავენ. ისინი ხედავენ "მოქადაგე" ადამიანებს ეს ე.წ. "მოქადაგე ადამიანები" მათ ბანაკში არ არიან. ეკლესიას მუდმივად ეშინოდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე მქადაგებელი, რომელიც მას "სამწყსოს" (მორჩილთა ბანდას, რომელიც მზადაა ხარკი იხადოს) წაართმევდა და ისინი ულუკმაპუროდ დარჩებოდნენ.მართლაცდა მათი შემოსავალი ხომ მუდმივად მრევლისგან მოდის, ისინი ხომ არ შრომობენ ლუკმაპურის საშოვნელად. ისინი ქადაგებენ, რათა სხვებისგან აიღონ სარჩო-საბადებელი.
"გათიშე და იბატონე" საუკეთესო სტრატეგიაა თბილი ადგილის შესანარჩუნებლად. ქართული განათლების სისტემის გადამკიდე, სამღვდელოება ადვილად პოულობს გაუნათლებელ ველურ ადამიანებს, რომლებსაც მარტივად ურეცხავს ტვინს და საკუთარი მტრების "სხვა მქადაგებლების წინაღმდეგ" უშვებს საბრძოლველად.
რა გინდა რომ თქვა, კარგი სტრატეგიაა. ჯერ-ჯერობით ამართლებს. დარწმუნებული ვარ მომავალში რამე სხვა, უფრო ეფექტურ ხერხებს შეიმუშავებენ, სტრატეგიას დახვეწავენ, რადგან მათ კარგი თავის გადარჩენის უნარი აქვთ, კარგი იმპროვიზაციის უნარი, ამიტომაც არსებობენ უცვლელად აგერ უკვე 21 საუკუნეზე მეტია.
No comments:
Post a Comment