ვეგანურ
ბარ ‘კივი’-ში ქართული
ნეოფაშისტური ორგანიზაციების
წევრების შევარდნის
ფაქტს მინდა შევეხო დღეს.
მოკლედ რომ აღვწეროთ რაც
მოხდა,მათთვის ვინც ამ ამბავს
ყური ვერ მოჰკრა. ქართული
ძალის 10 წარმომადგენელი
შამფურებზე აგებული მწვადებითა
და სოსისებით შევარდა ქართულ
ვეგანურ ბარში. ადამიანებს
აიძულებდნენ ხორცი ეჭამათ.
სცემეს მზარეული, თმებით
ითრიეს მიმტანი.
ეს ისტორია ერთის მხრივ შეიძლება
აბსოლუტურად უაზრო, უმიზნო
და გაუაზრებელ ძალადობად
აღვიქვათ, თუმცა გენდერული
ანალიზის გარეშე ამ საკითხის
განხილვა ვერ მიგიყვანს
დასკვნების გამოტანამდე.
ყველასთვის კარგად მისახვედრია
ამ ძალადობის მასკულინური
ხასიათი, თუმცა ფიზიკური
ძალადობის გარდა კიდევ ერთი
საინტერესო მასკულინური
ძალადობის მაგალითი მინდა
განვიხილო, კერძოდ კი ხორცის
ძალით ჭმევის მცდელობა. რას
ნიშნავდა ეს, რატომ არის ხორცის
ჭამის მნიშვნელობა მკვეთრად
მასკულინური. იყო თუ არა ხორცის
დაძალება ე.წ. ‘მამაკაცად
მონათვლის’ სიმბოლო?
საკვების
როლი კაცობრიობის ისტორიაში
საკმაოდ დიდ როლს იკავებს.
ისევე როგორც სამუშაოს,
პიროვნული თვისებებისა და
მახასიათებლების, ნიჭისა და
უნარჩვევების, სილამაზის
სტანდარტებისა და სოციალური
როლის დაყოფა ხდება გენდერულად,
ასევე ხდება საკვებისა და
დღის რაციონის გენდერული
დაყოფა. კონკრეტულად კი ხაზი
რომ გავუსვა - ხორცი ითვლება
მამაკაცურ საკვებად. სხვა
გზა არ მაქ, გარდა იმისა კითხვა
დავსვა, ამ მამაკაცური ასოცირების
მიზეზია თუ არა ხორცის კვებითი
მახასიათებლის ასეთი უკიდურესი
გადაფასება დღის რაციონში.
წარმოდგენები რომ მხოლოდ
ხორციანი საკვები შეიძლება
იყოს დღის მთავარი კერძი.
მხოლოდ ხორციდანაა შესაძლებელი
‘ნამდვილი’ პროტეინების
მიღება,
მაშინ როდესაც საკმაოდ უკან
დაწეულია ხორცის (და განსაკუთრებით
წითელი ხორცის) უარყოფითი
გავლენა ჯანმრთელობაზე. ყოველ
შემთხვევაში ქართულ რეალობაში
ასეა. ჩვენთან განსაკუთრეით
დიდი ყურადღება ექცევა ხორციანი
საკვების მნიშვნელობას. დევს
თუ არა ხორცის მნიშვნელობის
ასეთი გადაფასების მიზეზები მხოლოდ მის
გემოვნურ თუ ნუტრიციულ
მახასიათებლებში, თუ ისტორიულად
მამაკაცურ, დომინანტურ,
ძალაუფლებრივსა თუ ქონებრივ
მახასიათებლებში?
საკითხი
საკმაოდ რთული განსახილია,
რამდენადაც კვების ინდუსტრია
უამრავი მითებითა თუ ტყუილ-მართალით
არის გაჯერებული. თითქმის
შეუძლებელია აბსოლუტური
სიზუსტით დაადგინო რას ნიშნავს
ჯანსაღი კვება, რეალურად
რამდენად მნიშვნელოვანია
ცხოველური წყაროდან მოპოვებული
პროტეინები, შეიძლება თუ არა
მათი ჩანაცვლება მცენარეული
პროტეინებით. ამის საინტერესო
მაგალითია მითი იმის შესახებ,
თუ როგორ იწვევს სოიოს მოხმარება
მამაკაცების ფემინიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ არავის
არანაირი სანდო წყარო არ
გააჩნია იმის შესახებ, ხდება
თუ არა სოიოს მოყვანისას მისი
დამუშავება ჰორმონებით, არის
თუ არა ეს რეალურად ქალის
ჰორმონები, შესაძლებელია თუ
არა რეალურად სოიოს მიღებამ
ჰორმონალური ბალანსი შეცვალოს,
მითი რომ სოიო ‘მამაკაცურობას’
ანგრევს საქართველოში ძალიან
ფეხმოკიდებულია. ერთ-ერთი
მიზეზი, რატომაც შეიძლება ეს
მითი ასეთი ფესვგადგმული
იყოს ისევ გენდერული ბალანსი
მგონია. რამდენადაც სოიოს
მიღება ხშირად ხორცში შემცველი,
ჯანმრთელობისთვის აუცილებელი
პროტეინების მიღების საპირწონედ
მოჰყავთ მისი გაფემინურება,
გაქალურება მარტივია.
რამდენადაც
ხორცი მამაკაცურია, ის რაც
ხორცის საპირისპიროა - აღარ
არის მამაკაცური და ქალურ
მახასიათებლებს იძენს.
გარდა
ამისა ხშირად ხდება უგულვებელყოფა
სამედიცინო რეკომენდაციებისა,
რომელიც ხორცს, მასში ქოლესტერინისა
და ცხიმების მაღალი შემცველობის
გამო, ლიმიტირებული ოდენობით
ჭამას გვირჩევს. კერძოდ კი
კიბოს
კვლევის ამერიკული ინსტიტუტი
კვირაში მაქსიმუმ 2-3პორციის, ჯამში510 გრამი წითელი ხორცის
მიღების რეკომენდაციას იძლევა.
გარდა
ამისა გასაგებია ისიც რომ
ხორცი შეიცავს ყველა სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან პროტეინს, მაგრამამ პროტეინების მისაღებადნამდვილად არ არის საჭიროყოველდღიურად, ყოველ სადილზეხორცის შემცველი საკვებისმიღება. ვეგეტარიანელებს და
ვეგანებს აბსოლუტურად იგივე
შანსები აქვთ ყველა საჭირო
პროტეინის მიღებისა მცენარეული
საკვებიდან, რაც არავეგეტარიანელებს.
შესაბამისად,
სავსებით ლოგიკური, სამეცნიერო
დასკვნების უგულვებელყოფა
და ამის საპირწონედ უამრავი
მითის, მათ შორის სოიოში ქალური
ჰორმონების შემცველობის ბრმა
რწმენა მე ნამდვილად მიმანიშნებს
რომ კვების რაციონში უზომო
რაოდენობის ხორცის მოხმარებას
არა რეალური სამედიცინო
საფუძველი, არამედ გენდერული
სტერეოტიპები და ‘მამაკაცურობის’
წარმოდგენების საფუძვლები
უდევს.
ხორცის
ჭამა მამაკაცურია. ამის
მაგალითად ხორცის მომზადების
ტრადიციებიც შეგვიძლია
მოვიყვანოთ. როგორც დასავლეთში,
ასევე საქართველოში საკვების
მომზადება ‘ქალურ’ პროცესად
ითვლება, თუმცა ხორცისა და
თევზის შებოლვა, ლორის მომზადება
ან თუნდაც მწვადის შეწვა აღარ
ითვლება ტიპიუ ქალურ მზარეულობად,
არამედ განიხილება ჭეშმარიტი
მამაკაცური საქმე. ყასბებისა
თუ ძეხვეულის მწარმოებლების
უდიდესი უმრავლესობა მამაკაცები
არიან. ხორცის ინდუსტრიის
წარმოებული რეკლამები
ექსკლუზიურად მამაკაცურია
და გაჯერებულია სექსიზმით.
ბევრი ხორცის ჭამა მიჩნეულია
მამაკაცურ საქციელად, მათ
შორის რაც უფრო მეტია მამაკაცის
მიერ მოხმარებული ხორცის
რაოდენობა, მით უფრო მაღლა
იწევს მამაკაცის მასკულინურობა.
ხორცის
ინდუსტრია ბრუტალური და
მასკულინურია. ალბათ უმეტესობას
ნანახი აქვს ფერმებში ცხოველთა
წამების ამსახველი კადრები,
თუმცა ყველა თვალს ვარიდებთ.
ხორცის ინდუსტრიის რეკლამები
მაინც კარგად მუშაობს და
ხორცის ჭამა მით უფრო მეტად
ასოცირდება მასკულინობასთან,
ნამდვილ მამაკაცობასთან.
2011 წლის კვლევაში
დადასტურდა, რომ მიუხედავად
იმისა, ვეგეტარიანელი მამაკაცები
სოციუმში განიხილებიან როგორც
პრინციპული და მორალური
ადამიანები, არავეგეტარიანელები
მაინც უფრო მასკულინურად
მიიიჩნევიან, ვიდრე ვეგეტარიანელები.
ნამდვილი მამაკაცობა ადვილად
მსხვრევადი კონდიციაა, რომელსაც
მუდმივი გამყარება სჭირდება.
ხოლო მიზანმიმართულად თავის
შეკავება ფართოდ გავრცელებული
ძალაუფლების, სტატუსისა და
მასკულინობის სიმბოლოს, ხორცის
მოხმარებისგან, მორალურ, თუმცა
ნაკლებად მამაკაცურ საქციელად
განიხილება.
აღსანიშნავია
რომ ამავე კვლევაში ქალი
სუბიექტების მასკულინობის
აღქმა არ განსხვავდებოდა
მათი საკვების რაციონის
არჩევანის მიხედვით რაც ასევე
მიგვანიშნებს რომ ხორცის
ჭამა მხოლოდ მამაკაცური
მასკულინობის დამადასტურებელი
მოვლენაა და ქალების
მხრიდან ხორცის ვოკალური
სიყვარული, ხორცის
გემოვნური თვისებების სიყვარულის
გარდა, ასევე
შეგვიძლია განვიხილოთ როგორც
ნაწილობრივ მამაკაცურ
დომინაციასთან ასოცირების
მცდელობები.
საქართველოში
(და არა მარტო) საკმაოდ ხშირია
აგრესიული და აგდებული
დამოკიდებულება ვეგანების
მიმართ. მიზეზად მოჰყავთ
ვეგანების ე.წ. 'გამაღიზიანებელი
თვისებები', თუმცა საკითხავია
ზუსტად რა არის გამაღიზიანებელი
ვეგანების ქცევაში, ის ფაქტი
რომ ცდილობენ ხორცის ინდუსტრიაში
არსებულ წამებაზე ინფორმაცია
გაავრცელონ თუ შეგნებული
უარის თქმა ადამიანის (მამაკაცის)
დომინაციაზე სხვა ცხოველებთან
მიმართებაში და შესაბამისად
პატრიარქატული წესრიგიდან
გამოსვლა.
რომ
გადავინაცვლოთ ქართულ
ნეოფაშისტურ ჯგუფებთან
მნიშვნელოვანია განვიხილოთ
რომ ეს ჯგუფები მკვეთრად
მასკულინურია და საკუთარ
თავს გამოხატავს ტიპიური
მასკულინური ძალადობით. მათ
მიერ ვეგანებისთვის ძალით
ხორცის ჭმევის მცდელობაც არ
ყოფილა შემთხვევითი. ტიპიურ
მასკულინურ აზროვნებაში ეს
იყო ფემინიზებული ადამიანების
'მამაკაცებად მონათვლის'
მცდელობა. პრობლემის
ამგვარი ანალიზის არქონის
და გენდერული ფაქტორის
გაუთვალისწინებლობის
შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ
პერსპექტივას, თუ ვინ არიან
ეს ნეოფაშისტური ჯგუფები,
რისთვის იბრძვიან, რა მეთოდებით
და როგორ დავუპირისპირდეთ
და მსგავსი ძალადობის ფაქტები
შეიძლება მიჩნეული იქნას
როგორც 'უაზრო აგრესია' ან,
რაც ყველაზე საშიშია არასერიოზულ
და უმნიშვნელო მოვლენად.
ვთვლი რომ ნებისმიერი სოციალური მოვლენის გენდერული კუთხით განხილვა და კრიტიკული კითხვების დასმა აუცილებელი და გადამწყვეტია პატრიარქატულ ძალადობასთან დასაპირისპირებლად. ვთვლი რომ საუბარი არ უნდა წავიდეს ძალადობისგან თავის ასევე ძალადობით დაღწევის კუთხით. ამგვარად მოვახდენთ სოციუმის კიდევ უფრო მეტად მასკულინიზებას, რაც ერთის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს გენედერულ სტერეოტიპებს და მეორეს მხრივ უკანა ფრონტზე გადაიყვანს ქალებს, რომლებიც სოციალური თანასწორობისთვის იბრძვიან. გაერთიანება, მოვლენების სწორი ანალიზი და საპირისპიროდ არაძალადობრივი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკის წარმოება ძალადობასთან ყველაზე ეფექტურ ბრძოლის საშუალებად მიმაჩნია.
რამხელა სტატია დაწერა და ისიც არ იცის, რომ ტიპიური კიარა ტიპურია სწორი ფორმა :-D
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
Delete