იყავი გამორჩეული, განსხვავებული, არასტანდარტული, თავისუფალი, ოღონდ იყიდე.
მაგრამ ახლა სხვა პროექტზე ვაპირებ საუბარს. პროექტზე antitv, რომელიც გიგანტური ბილბორდებიდან "ტელევიზორის გამორთვას" მოითხოვს. მათ სლოგანი საკმაოდ ნონკონფორმისტულად ჟღერს: "გამოფხიზლდი და გამორთე ტელევიზორი"-მშვენიერია არა?
ეჭვი მეპარება ბევრი ისეთი გულუბრყვილო აღმოჩნდეს, ვინც ამ პროექტის რევოლუციურობას დაიჯერებს. სხვა რომ არაფერი პროექტის პიარში საკმაოდ დიდი ფინანსებია ჩადებული რაც, როგორც წესი, რევოლუციურ ნონკონფორმიზმს არ გააჩნია ხოლმე მაგრამ მითქმა-მოთქმა პროექტის ერთმა პოსტერმა გამოიწვია - "არ ჭამო თურქული საპონი" და ველოდები, ქართული "საზოგადოება" როდის შემოჰკრავს განგაშის ზარებს და ამ ერთმნიშვნელოვნად ცალსახა თურქოფობიის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მე არ ვიქნები ერთერთი მათგანი. მე ვთვლი რომ ეს მშვენიერია. ვიმედოვნებ რომ კიდევ უფრო გახშირდება მსგავსი პატარა შეცდომები თუ წამოცდენები, რომელსაც კაპიტალიზმი ნონკონფორმიზმის გაყიდვისას უშვებს. ბრტყელი, პოლიტკორექტული კაპიტალიზმი,რომელიც თავის პროდუქციას თავისუფლების სახელით ყიდის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე დაბნეული თურქოფობი, რომლის მცდელობებიც იყოს ბაზარზე რელევანტური, მსგავსი კომიკური შეუსაბამობებით სრულდება.
No comments:
Post a Comment